08/23/2022
💥🔎❣️ პარტნიორული სიყვარულის ბუნებაში, საწყისშივე ჩადებულია გაცემის და მიღების პრინციპი: ორმხრივი აღიარება და სურვილი განაწყობს პარტნიორებს
ერთმანეთს მიანიჭონ სიამოვნება საკუთარის გაცემით და ერთმანეთისგან
მიიღონ ის დანაკლისი რაც მათ შეავსებს.
❌❌❌ეს მიმოცვლა ირღვევა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი იქცევა ისე, თითქოს მას არაფერი სჭირდება, ის არის მხოლოდ გამცემი. მისი დამოკიდებულება
პარტნიორისადმი ჟღერს ასე: ”მე კი მოგცემ შენ იმას რაც გჭირდება, მაგრამ მე
არაფერი არ მჭირდება შენგან, მე სრულყოფილი ვარ”. ამ შემთხვევაში, ერთი
ივსებს მის მოთხოვნილებებს და სანაცვლოდ არ გასცემს არაფერს, ხოლო მეორე გასცემს და ვერ იღებს, ირღვევა წონასწორობის პრინციპი, რაც ანგრევს წყვილის ურთიერთობას.
⚧️მიღება და გაცემა პარტნიორულ
ურთიერთობებში➡️➡️➡️
🔎 წყვილში ურთიერთობა შემდგარია მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი აღიარებს
რომ ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან, მაგრამ ამავე დროს თანასწორად
აღიარებენ ერთმანეთს.
🎯პარტნიორული წარმატება მიღწევაა მუდმივი გაცვლის წყალობით. ერთი გასცემს - მეორე იღებს, სიყვარულით დაამატებს რაღაცას მიღებულს და უბრუნებს. მეორეისევ რაღაცას ამატებს - იმიტომ, რომ უყვარს - და ისევ უბრუნებს მას. და ასე უსასრულოდ ...
🔎🔎💞 გაცვლის წყალობით, მუდმივი კომპენსაცია ხდება მცირე გაცემულის "ნამატით" დაბრუნებით, რაც ავითარებს წყვილში წარმატებულ ურთიერთობას.
✅✅✅როდესაც ერთი პარტნიორი მხოლოდ გასცემს და სანაცვლოდ არ
იღებს, მას მეტს და მეტს სთხოვენ. როგორც კი რესურსი იწურება
ურთიერთობას უდგება საფრთხე.
✅💥ბალანსი აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტის მიმღები
დააფასებს მიღებულს.უარს იტყვის მოთხოვნაზე, "შენ ვალდებული ხარ ჩემს წინაშე", დააღიარებს: "მე ვალში ვარ შენს წინაშე.
❌🎯✅ჩვენ ვცდილობთ დავაბალანსოთ არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდიც.
თუ რომელიმე პარტნიორი ავნებს მეორეს, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს მას, მეორე ცდილობს საპასუხოს გადახდას. ეს უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგშემთხვევაში ბალანსი ირღვევა.
წარმატებული პრტნიორული ურთიერთობის საიდუმლოა, როდესაც ცუდის,ბალანსი ხდება შემდეგი პრინციპით: " მომეცი ცუდი, დაგინდე, თუმცა დაგიბრუნე ნაკლებად ,გაგეცი მენტალურად ის პასახური, რასაც იმსახურებდი და მიგახვედრე ჩემი შენდამი დამოკიდებულებით, რომ შეგეშალა და ამისთვის მოგეთხოვა პასუხი".
ეს პრინციპი ურთიერთობას აბალანსებს და თავისთავად აღადგენს კარგის გაცემ-მიღების პრინციპს.
🎯✅პარტნიორებს შორის მიმოცვლის პრინციპი ეყრდნობა ორ მოთხოვნილებას:
წონასწორობის მოთხოვნილება და სიყვარულის მოთხოვნილება. თუ ერთი
მათგანი გასცემს სიყვარულით, წონასწორობის პრინციპი ავალდებულებს
მიმღებს შესაბამისად უპასუხოს პარტნიორს.
✅ ორივე მოთხოვნილება ერთმანეთში ბადებს მეტობის სურვილს, ანუ
„დავაბრუნო მეტი“. ეს არის ბედნიერების ძირითადი პრინციპი, და ეს არის მარტივი!
🎯✅🔎არავინ არავის წინაშე არ ვართ ვალდებული , ერთადერთი ემოცია, შეგრძნება, განცდა ,რაც გვიბიძგებს იმისკენ რომ მეორე ადამიანს გავუკეთოთ რაიმე უნაგროდ, გავცეთ ,ვიზრუნოთ, გავისარჯოთ მისთვის, არის სიყვარული.
მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობა არის იმის წინაპირობა რომ მე დავივალდებულო თავი საკუთარი სურვილით და გავცე შენთვის, იმიტომ რომ შენც იგივეს აკეთვ ჩემთვის და ეს კავშირი ამით მყარდება და იზრდება....
🎯❣️⚧️ ....და სულაც არ არის სიყვარული ,მხოლოდ მუცელში პეპლები და ეიფორია ....
💞💞 ჯანსაღ ურთიერთობას და მყარ პარტნიორულ კავშირს სჭირდება, შრომა, გაღება, ზრუნვა და გაცემა ორივე მხრიდან ❣️