სვიჩის აკადემია · Switch Academy

სვიჩის აკადემია · Switch Academy ჩვენი დევიზია:
გადალახეთ საკუთარი ზღვრები!!! Our motto is:
Break your Limits!!!
(385)

სვიჩის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო პროგრამებს, განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის.

პროგრამები მიზნად ისახავს მოსწავლეს შეაყვაროს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, პროგრამირება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. შედეგად ისინი დაიწყებენ ინოვაციურ,ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.

გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. თითოეულ ჯგუფში 14-16 მოსწავლემდეა და 2-3 მასწავლებელი, რაც ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. ყველა ჯგუფს უსასყიდლოდ გადაეცემა სპეციალური სახელმძღვანელოები (რომლებიც სვიჩის აკადემიის ჯგუფის მიერ არის შედგენილი). ხოლო, რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, იგი მრავლის მომცველი და შემოქმედებითია. მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ელექტრულ სქემებს, კონსტრუქტორებს, რობოტებსა და ავტომატიზირებულ სისტემებს. ამასთან ერთად მოსწავლეები სწავლობენ ფიზიკის ელექტრობის ნაწილს პრაქტიკაზე და ლაბორატორიაზე ორიენტირებული მეთიდებით. საგაკვეთილო პროცესის დროს გამოყენებული ნებისმიერი ელექტრული კომპონენტისა, თუ სასწავლო რესურსის ღირებულება შედის სწავლის საფასურში და არ განისაზღვრება ცალკე გადასახადში.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს მიიღოს თანამედროვე განათლება. სვიჩის აკადემია გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით!

📢 რობოტექნიკის ახალ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო!ჩვენ ვართ 13-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი რობოტიკისა და ელექტრონიკის ...
20/05/2026

📢 რობოტექნიკის ახალ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო!

ჩვენ ვართ 13-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი რობოტიკისა და ელექტრონიკის სწავლების მიმართულებით.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები:

🤖 ააწყობენ ელექტრონულ სქემებს და შექმნიან რობოტებს

⚡ შეისწავლიან ელექტრონიკის საფუძვლებს

💻 განივითარებენ ლოგიკას, ინჟინერულ აზროვნებას და პრაქტიკულ უნარებს

📌 ჯგუფები ფორმირდება ასაკის მიხედვით.

⚠️ადგილები შეზღუდულია.

💬 დაწერეთ კომენტარში „მომწერეთ დეტალები“ და ინფორმაციას პირადში გამოგიგზავნით.

13/09/2023

🚀𝟭𝟲 სექტემბერს 𝗞𝗶𝗱𝘀 𝗠𝗮𝗿𝗸𝗲𝘁-ზე მხიარულებასთან ერთად ტექნოლოგიების და ინოვაციების დღეც გელოდება!
🤖მარკეტზე წარმოდგენილი იქნება პროექტის პარტნიორი UG-Limes აკადემია, სადაც 𝗞𝗶𝗱𝘀 𝗠𝗮𝗿𝗸𝗲𝘁-ის ყველა მონაწილეს და ისთ ფოინთის სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ სამეცნიერო ტექნოლოგიებსა და გამოგონებებს:
🔴პროგრამირებადი და ლეგო რობოტები
🔴მრავალფუნქციური სახლის მოდელი
🔴სხვადასხვა ინოვაციური ტექნიკა

✅ყველა სტუმარს ექნება საშუალება თავად ჩაერთოს ინტერაქციული სქემების აწყობასა და სხვადასხვა ექსპერიმენტში.
🔔გელოდებით მარკეტზე 𝟭𝟲 სექტემბერს, ისთ ფოინთში | 𝟭𝟮:𝟬𝟬-𝟮𝟬:𝟬𝟬სთ: https://fb.me/e/5NAnfaQ9P

09/09/2023

🚀 დღეს, 9 სექტემბერს, ამერიკისა და მსოფლიო ავიაინჟინერიის პიონერისა და ფუძემდებლის, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეა!

✨️ სწორედ მისი ჩართულობით შეიქმნა ერთ-ერთი პირველი ზებგერითი თვითმფრინავები!

🛩ალექსანდრე ქართველი მჭიდროდ თანამშრომლობდა NACA-სთან 🚀 (NASA-ს წინამორბედი). მისი თანამონაწილეობით შეიქმნა Thunderbolt A10-ის 👨‍🔧, რომელიც დახვეწილი დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის, დღემდე გამოიყენება სამხედრო ოპერაციებში!

🥁 სიამაყით გამცნობთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ასეთი ღირსეული პიროვნების პატივსაცემად, იუჯი-ლიმესის, ალექსანდრე ქართველის ასოციაციისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში ალექსანდრე ქართველის მუზეუმი გაიხსნა და უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს!

#იუჯილიმესი #ალექსანდრექართველი

05/09/2023

💙 მეგობრებო!
🔥 ჩვენს სასწავლო პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ:

❌️ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონზე დროებითი შეფერხებაა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით! ამიტომ:

💙 თხოვნა გვაქვს, რეგისტრაციის მსურველებმა მოგვწერეთ ინბოქსში (ან კომენტარებში, სურვილისამებრ).

💙 ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად!

დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის!

🔥 ვიწყებთ!💙 გამოგვყევი ახალ თავგადასავალში!🎓 იუჯი-ლიმესის გუნდი მოუთმენლად ველით ახალი სასწავლო წლის დაწყებას და სიხარულ...
21/08/2023

🔥 ვიწყებთ!
💙 გამოგვყევი ახალ თავგადასავალში!
🎓 იუჯი-ლიმესის გუნდი მოუთმენლად ველით ახალი სასწავლო წლის დაწყებას და სიხარულით გამცნობთ - ახალ ჯგუფებში უკვე შეგიძლიათ რეგისტრაცია: http://online.uglimes.ge/

📯 მეგობრებო, ვინც აქტიურად გვიკავშირდებოდით და ელოდით რობოტიკის აკადემიაში სწავლას, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით!

🧑‍🎓👩‍🎓რამდენად მარტივია ჩვენთან სწავლა? ჩვენი ინოვაციური სასწავლო პროგრამების დაძლევა არ მოითხოვს რაიმე სახის სპეციალიზებულ ცოდნას. იგი განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც სურთ ამ სფეროში საბაზისო ცოდნის დაუფლება. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოსწავლე, თავისუფლად შეძლებს აითვისოს მისი ასაკისათვის განკუთვნილი პროგრამა, სხვა საბაზისო ცოდნისგან დამოუკიდებლად.
🎉დიდი სიხარულით გელით პრაქტიკულ, სახალისო და საინტერესო გაკვეთილებზე მოზარდებსაც და უფროსებსაც.

👉რა მიმართულებით შეგიძლიათ იუჯი-ლიმესში სწავლა? აკადემიაში მიღება მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამაზე: რობოტიკა, პროგრამირება, ფიზიკა, I დან XII კლასის ჩათვლით და პროფესიული კურსები 18+ მსმენელთათვის.

გაგაცნობთ იუჯი-ლიმესის სასწავლო კურსებს:
🔵STEAM :
აღმოაჩინე STEAM სამყარო (I – IV კლასი)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული: http://uglimes.ge/page/_steam
🔵რობოტიკა ელექტრონიკა:
შეიმეცნე რობოტიკა (V-VIIკლასი)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული: http://uglimes.ge/page/_robotika
🔵ელექტრონიკა და პროგრამირება (VIII-XII კლასი)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული: http://uglimes.ge/page/_electronics
🔵პროგრამირება:
შეიმეცნე პროგრამირება /PYTHON, C++, WEB პროგრამირება/ (V-XII კლასი)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული:
http://uglimes.ge/page/_programming
🔵პროფესიული კურსები:
თამაშების პროგრამირება (15 წლიდან)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული: http://uglimes.ge/page/_unity
🔵ელექტრონიკა და მიკროკონტროლერების პროგრამირება (18 წლიდან⚡️)
დეტალური აღწერისათვის იხილეთ ბმული: http://uglimes.ge/page/_el_programming
🎉პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად ელის თქვენთან შეხვედრასა და ტექნოლოგიების სამყაროში დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

📣გაუზიარეთ ეს ბმული მათ, ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებს!

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ! http://online.uglimes.ge/

#იუჯილიმეს

⚡️ იუჯი-ლიმესის მოსწავლეები რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე! 🤖 იუჯი-ლიმესი თავის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილ...
11/08/2023

⚡️ იუჯი-ლიმესის მოსწავლეები რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე!

🤖 იუჯი-ლიმესი თავის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რობოტების მსოფლიო ოლიმპიადაზე, რეგიონალურ ფინალში (WRO Georgia). აკადემია თავისი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდებისთვის უზრუნველყოფს, სარეგისტრაციო ხარჯებს, რობოტებს, სავარჯიშო ინვენტარსა და მენტორს.

⚡️ წელს, WRO Georgia-ს ფინალში SENIOR კატეგორიაში, იუჯი-ლიმესის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი II ადგილზე გავიდა.

🏅გუნდი: Geo Lego Robotics
მენტორი: დავით ფერაძე
გუნდის წევრები:
დაჩი შამანაური,
თორნიკე ღვინჯილია,
ერეკლე ვეშაპიძე

💙 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მომავალში ვუსურვებთ მეტ წარმატებას.

🏆 შენც შეგიძლია შემოუერთდე იუჯი-ლიმესს, გამოიყენო რეგიონულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა და გამარჯვების შემთხვევაში იასპარეზო რობოტების მსოფლიო ოლიმპიადის ფინალში, საქართველოს სახელით!

#იუჯილიმესი

10/08/2023

ძნელია ამ რთული დღეების სათანადოდ გააზრება. როგორც არასდროს, გვიჭირს საჭირო სიტყვების თავმოყრა. ვერაფრით შევძლებთ იმ ტკივილის გადმოცემას, რაც ჩვენს გულში ტრიალებს, სამი აგვისტოდან მოყოლებული. ფიქრებით ისევ შოვში ვართ, მათთან, ვისაც ერთი სული აქვს, კვლავ ჩაეხუტოს საყვარელ ადამიანებს. გიზიარებთ ჩვენს უზარმაზარ გულისტკივილს. ახლა, ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის გამხნევება და საკუთარ თავებში ახალი ძალების პოვნაა.

უდიდესი მადლობა მაშველებსა და მოხალისეებს, მათ, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში არ ნებდება და განაგრძობს ძიებას ურთულეს პირობებში!

🤖 თითქოს, გუშინ იყო, იუჯი-ლიმესში STEAM კონფერენცია რომ ჩატარდა, გასულ წელს და უკვე 2023 წლის კონფერენციის ამბებს გიყვებ...
02/08/2023

🤖 თითქოს, გუშინ იყო, იუჯი-ლიმესში STEAM კონფერენცია რომ ჩატარდა, გასულ წელს და უკვე 2023 წლის კონფერენციის ამბებს გიყვებით!

სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად, იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემიაში სასწავლო შემოქმედებითი „STEAM კონფერენცია 2023“ ჩატარდა.

ჩვენი სასწავლო პროგრამების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, იდეები რეალობაში მოიყვანეს და დაამზადეს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო სქემები, STEAM პროექტები, რობოტები, ციფრული თამაშები.

💙ჩვენო მოსწავლეებო, ძალიან ვამაყობთ თქვენით! გისურვებთ წარმატებებს თქვენი საოცარი იდეების განხორციელებაში!

#იუჯილიმესი

Endereço

Poti, CE

Horário de Funcionamento

Terça-feira 11:00 - 19:00
Quarta-feira 11:00 - 19:00
Quinta-feira 11:00 - 19:00
Sexta-feira 11:00 - 19:00
Sábado 11:00 - 19:00

Telefone

+995579670670

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando სვიჩის აკადემია · Switch Academy posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Escola/colégio

Envie uma mensagem para სვიჩის აკადემია · Switch Academy:

Atalhos

Compartilhar