ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"

ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа", Education, Фонтанская дорога, 60, Odessa.

27/05/2026

Საქართველოს დღესასწაულები გრძელდება...
გუშინ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობდით , დღეს კი დიასპორის დღეს...
სიმბოლურია, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი დღე ერთად აღინიშნება, რაც ხაზს უსვამს განუყრელ და მჭიდრო კავშირს საქართველოსა და დიასპორელებს შორის.
თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღეები განსაკუთრებული სიამაყითა და სამშობლოს სიყვარულით არის სავსე და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საყვარელ საქართველოს განსაკუთრებულად და ლამაზად მივულოცოთ ეს დღეები!
ცენტრ „ივერიის“ ინიციატივითა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, უკვე მეორედ ხორციელდება შესანიშნავი პროექტი — ფოტოსესია ეროვნულ სამოსში. ოდესაში მცხოვრები ქართველები ერთიანდებიან, დიდი თუ პატარა ტრადიციულ სამოსში იმოსებიან და შემდგომ ფოტოებიდან გადმოსცემენ ქართული ტრადიციების სილამაზესა და ქართველი ხალხის სულისკვეთებას.
ბედნიერები ვართ, რომ კვლავ შევძელით ამ სადღესასწაულო კამპანიის რეალიზება და ფოტოების განთავსება ოდესის ბილბორდებსა და სითი-ლაითებზე. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ტრადიციებითა და ბავშვების ნათელი ღიმილით ჩვენს საყვარელ ქალაქ ოდესას ვუზიარებთ საქართველოს პატარა ნაწილს!
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩვენს პროექტში ჩართულობისათვის და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს, ქ-ნ ნანა ჩაბრავას, რომლის მხარდაჭერითაც ეს მშვენიერი იდეა რეალიზდა.

ვულოცავთ ყოველ ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
გილოცავ, საქართველო! შენ ყოველთვის ჩვენს გულებში ხარ!

У ці святкові дні Сакартвело відзначає День Незалежності, а слідом — День діаспори. Для кожного з нас ці дні наповнені особливою гордістю та любов’ю до рідної землі, і ми завжди намагаємося привітати улюблене Сакартвело по-особливому — неймовірно красиво!
За ініціативи Центру «Іверія» та за підтримки Генерального консульства Грузії в Одесі вже вдруге реалізовується чудовий проєкт — фотосесія у національному вбранні. Картвели в Одесі об’єднуються, щоб висловити любов і повагу до свого коріння. Представники діаспори, наші чудові діти, родини, молодь, одягнувши традиційні костюми, через світлини передають красу традицій і душу картвельського народу.
Ми щасливі, що змогли знову запустити цю святкову кампанію на білбордах та сітілайтах Одеси. Щасливі, що можемо через наші традиції та світлі дитячі усмішки поділитися частинкою Сакартвело з нашим улюбленим містом!
Дякуємо кожному за участь у нашому проєкті та, звичайно, висловлюємо щиру вдячність Генеральному консулу Грузії в Одесі, пані Нані Чабрава, завдяки сприянню якої ця прекрасна ідея стала реальністю.

Зі святом тебе, Сакартвело! Ти завжди у наших серцях!

P.S. Представляємо частину бордів і сітілайтів, розміщених в Одесі

Photos from ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"'s post 18/05/2026

მაისის თვეში საქართველო ზეიმობს არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო თუ ტრადიციულ დღესასწაულს.
მათ შორის არის ეროვნული სამოსის დღე, რომელიც დღეს, 17 მაისს აღინიშნება.
ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს არა მარტო ჩვენი ტრადიციული სამოსის უნიკალურობასა თუ სილამაზეს, არამედ ჩვენი ფესვებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემას.
რამდენიმე დღის წინ ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და სიამაყით მოირგეს ქართული სამოსი და მონაწილეობა მიიღეს მორიგ ფოტოსესიაში.
წარმოგიდგენთ ამ ფოტოების მცირე ნაწილს. დანარჩენს კი შევინახავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დიასპორის დღეებისათვის)

Photos from ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"'s post 09/05/2026

ძვირფასო თანამემამულენო!
დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ცენტრ «ივერიის» ინიციატივით კვლავ ტარდება ფლეშმობ-ფოტოსესია ნაციონალურ სამოსში 🇬🇪
პირველად ასეთი ფოტოსესია ჩატარდა 2021 წელს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
ეს იყო მართლაც ლამაზი და დაუვიწყარი ღონისძიება, აღვსილი ქართული კულტურისა და ტრადიციების სილამაზით.
ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ , გვსურს გავიმეოროთ ეს მშვენიერი ინიციატივა, რათა შეძლებისდაგვარად მეტმა ქართველმა გამოგვეხმაუროს.
ფოტოსესიაში მონაწილების მიღებით თქვენ
1. გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა შემატოთ ოჯახურ არქივს ეროვნული სამოსში გადაღებული ფოტოები. ეს იქნება ძვირფასი მოგონება არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი მომავალი თაობებისათვისაც.
2. ეს ღონისძიება ოდესაში მცხოვრებ ქართველებს გაგვაერთიანებს და მოგვცემს შესაძლებლობას ღირსეულად გავაგრძელოთ და დავწეროთ ახალი ლამაზი ისტორია ქართული დიასპორის ცხოვრებაზე და მოღვაწეოაბაზე.

ფოტოსესია ჩატარდება 16-17 მაისს. არჩეულია ქ. ოდესის რამოდენიმე საინტერესო ლოკაცია . მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, დიდსა თუ პატარას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდეთ
მობ . 063 933 59 59

Photos from ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"'s post 03/05/2026

25 აპრილს ცენტრ „ივერიაში“ აღინიშნა მშობლიური ენის დღე — უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისათვის, ასევე ოდესაში ქართული დიასპორისათვის. ეს ღონისძიება მივუძღვენით დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბაჩო ბებიას ხსოვნას. ამიტომ საღამო სავსე იყო სევდით, რომელიც თითოეული დამსწრის გულში იგრძნობოდა.
დაგეგმილ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ შევიტყვეთ ომში დაღუპული ქართველი მოხალისე -მებრძოლის ბაჩო ბებიას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. მივიღეთ გადაწყვეტილება უსაზღვრო მადლიერებით მიგვეძღვნა მის ნათელ ხსოვნას.
Ღონისძიების დაწყებისთანავე ჩვენმა წამყვანებმა, სალომემ და ნიკოლასმა, გამოაცხადეს წუთიერი დუმილი და დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ბაჩოს ხსოვნას,აგრეთვე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა დაღუპულის ხსოვნას.
მშობლიური ენის დღე განსაკუთრებული სითბოთი წარიმართა, გააერთიანა ყოველი დამსწრე მშობლიური სიტყვის, კულტურისა და ისტორიისადმი პატივისცემის გარშემო.
ჩვენმა ბავშვებმა, ეროვნულ სამოსში შემოსილებმა, მაყურებელს აჩუქეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, რითაც თითოეულ დამსწრეს გული გაუთბეს.
მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ ცენტრის ხელმძღვანელი შორენა გეგეშიძე, ასევე საპატიო სტუმრები — კულტურის, ეროვნულობებისა და რელიგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაროსლავა რეზნიკოვა, ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ირინა ბირიუკოვა , ასევე ოდესის №1 ხელოვნების სკოლის დირექტორი მარინა რუსიაევა.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო სხვადასხვა ეროვნული ორგანიზაციებისა და სათვისტომოების ხელმძღვანელების მიღება: ოდესის ა. მიცკევიჩის სახელობის პოლონელთა კავშირის განყოფილების პრეზიდენტი სვეტლანა ზაიცევა-ველიკოდნაია, ოდესის ოლქის რომაული კულტურის საზოგადოების „რომანი ზბორა“ ხელმძღვანელი, უკრაინის დამსახურებული არტისტი ჟუჟუნა დუდუჩავა, ასევე უკრაინის ბულგარული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტერზი. უღრმეს მადლობას ვუხდით პოლონურ საზოგადოებასა და კაზაკთა გუნდს „პოკროვას“ შესანიშნავი მუსიკალური საჩუქრებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს.
განსაკუთრებული მადლობა თამარა ბელოგლაზოვას, რომლის ნამუშევრები ამშვენებდა დარბაზის კედლებს, და „სუსპილნე ოდესის“ რედაქტორს ანასტასია სტრელცოვა-ნიკოლენკოს.
გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში — განსაკუთრებით ჩვენი ცენტრის პატარა, მაგრამ ერთსულოვან გუნდს და, რა თქმა უნდა ჩვენს შესანიშნავ მშობლებს. თქვენი მხარდაჭერით ეს დღე ლამაზი და დაუვიწყარი გახდა ყველასათვის.

25 квітня у Центрі Іверіа відзначили День рідної мови, безумовно, найважливішу подію для культурно-освітнього центру, так само, як для всієї грузинської діаспори Одеси. Цей захід ми присвятили пам’яті загиблого молодого грузинського воїна Бачо Бебії. Тому цей день був сповнений не лише святковості, а й тихої скорботи, що відгукувалася в серці кожного з присутніх.
За кілька днів до запланованого заходу ми отримали цю трагічну звістку про загибель у війні грузинського воїна -добровольця Бачо Бебії. Ми прийняли рішення не скасовувати захід, але у глибокій скорботі та безмежній вдячності за його подвиг присвятити захід його світлій пам’яті . У зв’язку з цим ми також змінили музичний репертуар — замість запланованих веселих і енергійних номерів в той день пролунали національні та патріотичні пісні, сповнені глибоких почуттів та сили єдності.
Наші ведучі Саломе та Ніколас оголосили хвилину мовчання та всі присутні у залі вшанували пам’ять Бачо Бебії та всіх загіблих у війни проти агресії РФ.
День рідної мови пройшов надзвичайно щиро та натхненно, об’єднавши всіх у любові до рідного слова, культури й людяності.
Наші чудові діти у національних костюмах подарували глядачам прекрасні виступи — вірші, пісні та танці, які торкнулися серця кожного.
З вітальними промовами виступили керівник Центру, Шорена Гегешидзе, також почесні гості -начальник управління культури, національностей та релігій, Ярослава Різникова,
Генеральна директорка Одеської національної наукової бібліотекі Ірина Бірюкова та Наталія Диба, завідувачка відділу міжнародних проєктів Одеської національної наукової бібліотеки,
Керівник Одеської школи мистецтв №1 імені Е.Гілельса Марина Русяєва.
Для нас було честю приймати керівників різних національних організацій та спільнот-
Президент Одеського ім.А. Міцкевича відділення Спілки поляків в Україні Світлана Зайцева-Великодня,
Голова Одеського обласного товариства ромської культури «Романі Збора» Заслужена артистка України Жужуна Дудучава,
Керівник Всеукраїнського центру болгарської культури Дмитро Терзі . Вони привітали нас і виступили з теплими словами підтримки.
Ми щиро вдячні за чудові музичні подарунки від польського товариства та козацького хору “Покрова”. Вони створили особливу та незабутню атмосферу цього вечора.
Окрема подяка Тамарі Бєлоглазовій, чиї роботи прикрашали стіни зали та редакторки Суспільне Одеса Анастасії Стрельцової-Ніколенко.
Ми щиро вдячні всім, хто долучився до організації та проведення цього заходу, а саме нашій маленькій команді Центру, також нашим чудовим батькам. Завдяки всім вам День рідної мови став по-справжньому красивим, душевним і незабутнім.
Головна місія нашого центру- зберігати і передавати наступним поколінням рідну мову, культуру та історію. Але не менш важливою є й інша наша місія — показати українцям справжній Сакартвело тут, в Одесі. Дати можливість відчути, що є народ, який завжди буде поруч, який поважає як свої, так і українські традиції, шанує історію цієї країни та щиро вірить у її прекрасне майбутнє і, безумовно, у її Перемогу!

Photos from ოდესაში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ივერია" - Центр "Іверіа"'s post 21/04/2026

ოდესის ქართველობას გამოაკლდა კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი....
სრულიად ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე ვაჟკაცი, თავმდაბალი და, ამავდროულად ანთებული გულით , რომელიც ომის დაწყვებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე.
ბაჩო ბებია მარად 32 წლის დარჩება ჩვენს გულებში, დარჩება როგორც გმირი , რომელმაც ღირსების და სიმამაცის მაგალითი გვაჩვენა ყველას.
ვიზიარებთ ბაჩოს მშობლების, ახლობლების, მეგობრების ღრმა მწუხარებას.
მარადიული ხსოვნა ჩვენს გმირს!

З глибоким сумом повідомляємо про загибель грузинського воїна, Бачо Бебії , який віддав своє життя, захищаючи Україну.

Йому було лише 32 роки… Молодий, життєрадісний, добрий чоловік із великим серцем. Він щиро любив свою Батьківщину — Сакартвело, і так само сильно — свою другу Батьківщину, Україну.

З перших днів війни він добровільно став на захист України: спочатку вступив до територіальної оборони, а згодом вирушив на фронт. Його вибір був вибором честі, гідності та мужності.

Для всієї грузинської діаспори Одеси це непоправна втрата. Ми сумуємо разом із його рідними та близькими, розділяємо їхній біль і висловлюємо щирі співчуття.

Наш культурно-освітній центр планує проведення заходу «День рідної мови» цієї суботи. На знак пошани та пам’яті ми присвячуємо цей захід йому — людині, яка до останнього подиху боронила свободу та цінності, що були закладені в ньому ще з дитинства, коли його родина змушена була покинути рідний Сухумі під час російсько-грузинської війни 1993 року.

Світла пам’ять Герою.
Вічна Слава!

14/04/2026

დღეს საქართველოში აღინიშნება განსაკუთრებული დღე —მშობლიური ენის დღე 🇬🇪

ყოველ ქართველს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც გახდა ჩვენი ეროვნული ღირსების, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 25 აპრილს ცენტრ “ივერიაში” ჩატარდება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება .
უფრო ვრცლად ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას მალევე დავდებთ ჩვენს გვერდზე.

19/03/2026

У зв’язку з відходом у вічність Католикоса-Патріарха всієї Грузії Ілії II, у Генеральному консульстві Грузії буде відкрито книгу співчуттів, де кожен охочий зможе висловити свої слова скорботи та підтримки.

Адреса: м. Одеса, вул. Михайла Омеляновича-Павленка, 4.

19 березня — з 13:00 до 16:00
20 березня — з 10:00 до 12:00 та з 14:00 до 17:00.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს გენერალურ საკონსულოში, მისამართზე: м. Одеса, вул. Михайла Омеляновича-Павленка, 4.
19 მარტს 13:00-დან 16:00 საათამდე
20 მარტს 10:00-დან 12:00 საათამდე და 14:00-დან 17:00 საათამდე.

18/03/2026

З глибоким сумом сприйняли звістку про відхід у вічність духовного лідера грузинського народу — Ілля II. Його життя було сповнене служіння Богові, людям і своїй країні.
На знак пам’яті та молитовної шани цієї неділі о 12:30 у храмі Святої Цариці Тамари відбудеться панахида.
Запрошуємо всіх, хто бажає вшанувати світлу пам’ять і долучитися до спільної молитви.

17/03/2026

Грузія залишилася без духовного лідера нації…

«Усій Грузії дарую благословення — радуйте одне одного! Нехай це стане правилом для всіх: щоб не настав вечір, не подарувавши хоча б одній людині радість. Ця радість передасться нашим родинам і всій Грузії.
Говоріть про людей добре, розповідайте одне одному про добрі якості інших, уявіть, як ви щасливі, коли чуєте про себе добре — подаруйте це задоволення й іншим.
Адже погані новини передаються від людини до людини вдвічі швидше, і одна маленька погана звістка затьмарює десять добрих.
Говорімо одне про одного добре».

Патріарх Ілля II

В Україні говорять багатьма мовами, але їх об’єднує одна – українська 27/05/2025

აპრილ-მაისის თვეები საკმაოდ დატვირთულია ღირშესანიშნავი თარიღებით როგორც საქართველოსათვის, ასევე უკრაინისათვის. ჩვენი ცენტრისათვის კი ერთერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო და იქნება მშობლიური ენის დღე. წელს გადაწყდა აგვეღნიშნა დედა ენის დღე 25 აპრილს ახალ ფორმატით, ანუ უკრაინულ ორგანიზაციებთან ერთად,. აქვე დავსძენთ, რომ სრულიად შემთხვევით ღონისძიების თარიღი დაემთხვა უკრაინისათვის მნიშვნელოვან თარიღს - 2019 წლის 25 აპრილს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას. ღონისძიებას კი დაერქვა "თავისუფლების ენები: საქართველო და უკრაინა".
ჩვენი ღონისძიების სიუჟეტი გააშუქა ტელეკომპანია ""СУСПІЛЬНЕ"-მ 21 მაისს, დღე, როდესაც აღინიშნებოდა ეთნიკური ჰარმონიისა და კულტურული მრავალფეროვნების დღეთ.
გუშინ, 26 მაისს საქართველომ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 27 მაისს კი- დიასპორის დღე.
ჩვენთვის, დიასპორისთვის ეს თარიღები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ძვირფასი, რადგან ისინი ხაზს უსვამენ ქართველების იდენტობას, ფესვებსა და კავშირს სამშობლოსთან. მშობლიური ენის დღე და მისი აღნიშვნა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მონაწილეობით, გვახსენებს, რომ ენა ჩვენი კულტურის, ისტორიისა და სულიერი ღირებულებების გამტარია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს დიასპორის ერთობას, უწყობს ხელს თაობებს შორის კავშირის განმტკიცებას და ახალ რეალობაში ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
P.S. უღრმესი მადლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს: კატერინა მუსიენკოსა («Робимо вам нерви») და ვიქტორია კრავჩენკოს ("Одесі 600 плюс") , აგრეთვე ისტორიული მეცნიერებათა დოქტორს ოლექსანდრ მუზიჩკოს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისათვისა და თანადგომისათვის.

В Україні говорять багатьма мовами, але їх об’єднує одна – українська #суспільнеспільноти21 травня відзначається День культурного розмаїття. Як українська мова допомагає будувати спільне майбутнє, дивіться у сюжеті. Журналістка...

Want your school to be the top-listed School/college in Odessa?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Фонтанская дорога, 60
Odessa
65016