Nina Orjonikidze

Nina Orjonikidze

Share

Personal coach.Certified Art Therapist.Certified Facilitators The Work of Byron Katie

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს 30/05/2022

"თუ ყოველ დილით შენს საწოლს გაასწორებ, დღის პირველი საქმე შესრულებული გექნება.

ეს მოგანიჭებს სიამაყის განცდას და გიბიძგებს შემდეგი საქმის შესრულებისკენ, შემდეგ სხვა საქმის, და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ საქმე, რომელიც დილით კარგად შეასრულე, სხვა, წარმატებით შესრულებული საქმეებით გაგრძელდა...

და მაშინაც კი, თუ რომელიღაც დღე ცუდად ჩაივლის, შენ დაბრუნდები შინ, სადაც დაგხვდება საწოლი, რომელიც დილით გაასწორე. სწორედ შენ მიერ ასე კარგად გასწორებული საწოლი კი აგავსებს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

02/07/2021

✅ერთხელაც როცა აღმოაჩენ, რომ დაიღალე შენი თავის,შენი ცხოვრების და ბედნიერების გარეთ ძიებით.საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და კითხავ
-ვინ ვარ მე?
-რა არის ჩემი ამ ცხოვრებაში მოსვლის მისია?
-რატომ ვაკეთებ იმ საქმეს რასაც ვაკეთებ?
-რამდენად მოაქვს სიხარული იმ საქმეს რა საქმე შიც ვარ?
-რამდენად ბედნიერი ვარ იმ გარემოცვაში სადაც ვარ?
-რა შემიძლია შევცვალო და როგორ?
გაეცით გულწრფელი პასუხი ნუ შეგეშინდებათ “რას იტყვიან ისინი”..
დამერწმუნეთ უკეთეს პასუხს საკუთარი თავის გარდა ვერავინ გაგცემთ🙏🏻🥰
თქვენი პასუხის შემდეგ კი დარწმუნებული იყავით რომ ნამდვილად იგრძნობთ სიმშვიდეს,ნამდვილად არ აღელდებით “შინაურის თუ გარეულის” გადმოკრულ მათრახებზე და ემგვანებით ამ მშვიდ ლამაზ ზღვას,რომელიც რაც არ უნდა მოხდეს როგორც არ უნდა დააბინძურონ ჭაობი არასოდეს არ გახდება🌞🌊🧘🏻‍♀️💖
სიხარულით სავსე დღეს გისურვებთ🌺🌺😘😘❤️❤️❤️💖💖

21/06/2021

არის ერთი ჩინური ზღაპარი. ცხოვრობდა ერთი მეხორცე და მას ჰქონდა დანა, რომელიც წლიდან წლამდე იდეალურად ბასრი იყო. როცა მეხორცეს ეკითხებოდნენ თუ როგორ ახერხებდა დანის ამ მდგომარეობაში შენახვას, ის პასუხობდა: „მე მივსდევ ძვლის ხაზს. არ ვცდილობ დავჭრა იგი, გავტეხო ან რაიმე სახით შევეწინააღმდეგო. ეს დანას მხოლოდ გააფუჭებს“. ცხოვრებაში საჭიროა წინაღობების გასწვრივ სიარული, მათთან ბრძოლის ცდას მხოლოდ ზიანის მოყენება შეუძლია.

/ბრუს ლი/

29/03/2021

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღმოვაჩინე,რომ ტანჯვა და ტკივილი, მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ ცხოვრება ჩემი მორალის ფარგლებს სცილდება. დღეს ვიცი, რომ - ეს რეალობაა.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, თუ როგორ ძლიერ შეიძლება ვაწყენინო ვინმეს, თუ ვეცდები, რომ საკუთარი სურვილები მოვახვიო თავს, მითუმეტეს თუ არც დროა შესაფერისი და არც ადამიანია ამისთვის მზად. დღეს ამას - პატივისცემას ვუწოდებ.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, შევწყვიტე სხვა ცხოვრებისაკენ სწრაფვა, შევძელი დამენახა,რომ ყველაფერი რაც ჩემ გარშემოა, ზრდასა და განვითარებაში მიწყობს ხელს. დღეს ამას - სიმწიფეს ვუწოდებ.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავიაზრე,რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის საჭირო ადგილზე და საჭირო დროს ვარ. ყველაფერი კანონზომიერია. ასე რომ, შემიძლია მშვიდად ვიყო. დღეს ამას - თავდაჯერებულობას ვუწოდებ.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, შევწყვიტე დროის ფლანგვა და მომავლის გეგმების დაწყობა. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და რასაც ჩემი გული აღტაცებაში მოჰყავს, ვაკეთებ ჩემი რითმითა და მეთოდებით. დღეს ამას - უბრალოებას ვუწოდებ.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე ყველაფერს, რაც ჩემთვის უსარგებლოა – საჭმელს, ადამიანებს, ნივთებს, სიტუაციებს – ყველაფერს, რაც მამცირებდა და საკუთარი თავისაგან მაშორებდა. თავდაპირველად, ამგვარ დამოკიდებულებას ჯანმრთელ ეგოიზმს ვეძახდი, დღეს კი ვიცი, რომ ამას - საკუთარი თავის სიყვარული ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ, ყოველთვის მართალი ვიყო და ნაკლებ შეცდომებსაც ვუშვებ. დღეს აღმოვაჩინე, რომ ამას - მოკრძალება ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და აღარც მომავალზე ვღელავ. ვცხოვრობ წამით, რომელშიც ყველაფერი ხდება. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ამას - თვითრეალიზაციას ვუწოდებ.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ გონებამ შეიძლება განწყობა გამიფუჭოს და ცუდად გამხადოს, მაგრამ როგორც კი გონება გულს დავუკავშირე, ის ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. დღეს ამ კავშირს - გულის სიბრძნეს ვუწოდებ.

ჩვენ აღარ გვჭირდება, გვეშინოდეს არგუმენტების, კონფრონტაციების ან სხვა პრობლემების საკუთარ თავთან ან სხვებთან. თვით ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და მათი შეჯახებით ახალი სამყაროები იქმნება. დღეს ვიცი, რომ ესაა - ცხოვრება!

- ჩარლი ჩაპლინი❤️

13/03/2021

ვინც მწერდით ბაირონ ქეითის წიგნზე “გიყვარდეს ის რაც არის” კვლევა გაყიდვაშია და შეგიძლიათ შეიძინოთ👇👇📚

13/03/2021

🌻მზესუმზირა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლამაზი ყვავილი. იმის გამო, რომ გამუდმებით მზისკენ იცქირებოდა მზესუმზირა შეარქვეს.
ყოველ დილით, როგორც კი იღვიძებდა, ჩაისუნთქავდა სუფთა ჰაერს და გაუღიმებდა მზეს, რომელიც შორეულ გორაკზე უკვე ამოსულიყო და ასხივებდა იქვე ამოსულ ნაირ-ნაირ ყვავილებს.
სინამდვილეში ეს გორაკი არც ისე შორს იყო, როგორც ყვავილს ეგონა, უბრალოდ იმ ადგილას, სადაც ის ხარობდა, ხშირად წვიმდა, ყოველშემთხვევაში მას ასე ეჩვენებოდა. დრო და დრო კი მზეც ესტუმრებოდა ხოლმე ამ ადგილს, თავს შეახსენებდა, გაათბობდა ყვავილს, გაანათებდა, სიამაყით გადმოხედავდა და მერე ისევ გორაკისკენ გაეშურებოდა. მზესუმზირას კი უნდოდა, რომ სულ მასთან ყოფილიყო მზე. სწორედ ამიტომ საშინლად არ უყვარდა წვიმა, ბრაზობდა, რომ ვერაფრით მოიცილა თავიდან , ყოველ ახალ დღეს, მხოლოდ იმ იმედით ელოდა, რომ ერთ დღესაც მზე სამუდამოდ დარჩებოდა მასთან და მხოლოდ მაშინ იქნებოდა ბედნიერი. სჯეროდა, რომ ერთ დღესაც იმ ყვავილებივით იქნებოდა, რომლებიც ყოველ დღეს მზესთან ატარებდნენ. ასე გადიოდა დღეები, მზისკენ მომზირალი ყვავილი სხვას ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევდა.
ერთ დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ ესტუმრა წვიმა, მზესუმზირა გაბრაზდა:
- მომწყდი თავიდან, როგორ დავიღალე, აღარ მინდა შენი დანახვა, ჩემთვის მხოლოდ სიცივე და სევდა მოგაქვს, ვერ ხედავ როგორ დამისველე ჩემი ლამაზი კაბა. ასე როგორ დავხვდე მზეს?!
- მე გეხმარები, რომ მისწვდე შენს ოცნებებს, შენ კი მადლობაც არასოდეს გითქვამს ჩემთვის - უთხრა განაწყენებულმა წვიმამ და წავიდა.
მეორე დღეს მზე ისევ ესტუმრა მზესუმზირას,რომელიც ძალიან გახარებული დახვდა. გარდა ამისა, მან ხომ სამუდამოდ მოიშორა წვიმა თავიდან. ახლა მხოლოდ მზე სტუმრობდა და ძალიან ბედნიერი იყო ამით.
თუმცა ერთ დღეს, უეცრად მზესუმზირამ შეატყო, რომ ზრდა შეწყვიტა, თუმცა დიდად არ მიუქცევია ყურადღება, მთავარია წვიმა აღარ იყო მასთან, ახლა მხოლოდ მზე ჰყავდა, იმდენად გახარებული იყო, რომ ისიც კი ვერ შეამჩნია როგორ გახმნენ გორაკზე ყვავილები, რომლებსაც ერთ დროს შურით შესცქეროდა.
თანდათან კაბაც გაუხუნდა, აი ახლა კი ჩაფიქრდა მზესუმზირა, მისი მშვენიერი კაბა აღარ იყო ისეთი მშვენიერი, როგორც ადრე, ახლა რიღათი მოიწონებდა თავს, დადარდიანდა. როდესაც მზე ისევ ესტუმრა დაინახა, რომ ყვავილი ტიროდა:
- რა გატირებს ყვავილო? განა არ გაგიხარდა ჩემი დანახვა? - ჰკითხა გაოცებულმა მზემ
ყვავილმა ცრემლიანი თვალებით შეხედა და უთხრა: ჩემი მშვენიერი კაბა გაიცრიცა, თითქმის სულ დამეხა.
ახლაღა შეხედა მზემ, და მიხვდა, რომ სიცხემ გააფუჭა ყვავილის კაბა, შემდეგ მიმოიხედა, წვიმას დაუწყო ძებნა, რადგან იცოდა, წვიმა ზრუნავდა ყვავილზე და რომ ვერ დაინახა იკითხა:
- კი მაგრამ სად წავიდა წვიმა, განა ის არ ზრუნავდა შენზე ჩემს მოსვლამდე, რათა გაზრდილიყავი, გალამაზებულიყავი და ჩემი ნაჩუქარი კაბა სიცხეს არ გაეფუჭებინა?
გაოცებულმა შეხედა ყვავილმა:
- ზრუნავდა? კი მაგრამ ის ხომ სულ ასველებდა ჩემს ლამაზ კაბას, რომელიც შენ მაჩუქე. მას მხოლოდ სიცივე მოჰქონდა ჩემთვის, მასთან სულ მოწყენილი ვიყავი .შენ კი სითბო და სიხარული მოგაქვს, ამიტომაც გავაგდე და ვუთხარი აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
ახლა კი მიხვდა მზე რაშიც იყო საქმე, სევდიანად გაუღიმა ყვავილს და უთხრა:
- გამომყევი, მინდა რაღაც განახო და გორაკისკენ წაიყვანა.
თვალებს არ უჯერებდა ყვავილი, როგორც იქნა გორაკზე იქნებოდა ისიც, სხვა ლამაზ ყვავილებთან ერთად, მაგრამ ჰოი საოცრებავ, მივიდა და რას ხედავს, ყველა ყვავილი ერთიანად დამჭკნარიყო.მზესუმზირა ძალიან დაიბნა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის ირგვლირ, მას ხომ შორიდან სულ სხვანაირი წარმოედგინა აქაურობა.
მზემ უთხრა: შეხედე ამ ყვავილებს ისინი საოცრად ამაყები იყვნენ იმით, რომ მხოლოდ მე ვყავდი, მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ აქ ძალიან იშვიათად წვიმს, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ღრმად ვერ გაიდგეს ფესვები მიწაში, გამუდმებულმა სიცხემ კი ყველა მათგანი დააჭკნო.
ახლაღა მიხვდა მზესუმზირა, რამდენ რამეს აკეთებდა მისთვის წვიმა, თვითონ კი როგორ აწყენინა, როგორი უმადური აღმოჩნდა. ყვავილმა ბოდიში მოუხადა წვიმას, რომ სათანადოდ ვერ დააფასა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ მზიანი დღეები არ ქმნიან ბედნიერებას. დღეის მერე მადლიერი იყო წვიმის და მზისაც. არასოდეს ავიწყდებოდა მადლობა ეთქვა ორივესთვის. მერე რა, რომ წვიმა მას ხშირად ასველებდა, მიხვდა დიდხანს და ლამაზად რომ ეყვავილა ორივე მათგანი ერთნაირად იყო მნიშვნელოვანი.
მას შემდეგ, ყვავილმა ბევრი რამ ისწავლა. პირველ რიგში მადლიერი იყო ყოველი დღის, მნიშვნელობა არ ჰქონდა წვიმიანი იყო იგი თუ მზიანი. ხვდებოდა რამდენად ძვირფასი და ღირებული იყო თითოეული დღე. შედეგად კი, სულ მოკლე ხანში, საოცრად გაიზარდა და დამშვენდა

ავტორი: Ana Mazmishvili

Want your school to be the top-listed School/college in Alanya?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Alanya