04/09/2023
გაკვეთილი #2
მეორე გაკვეთილს დავიწყებთ მარტივი წინადადებებით, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურობაში გამოგვადგეს.
წინა გაკვეთილის დროს განვიხილეთ პირის ნაცვალსახელები, როგორიცაა მე, შენ ის და ა.შ.
ახლა განვიხილავთ მარტივ წინადადებებში მათ გამოყენებას.
(Ja) Jestem tutaj – (მე) აქ ვარ (ია ესტემ ტუტაი)
Ty jesteś tutaj - შენ აქ ხარ (ტი ესტეშ ტუტაი)
On jest tutaj - ის (მამრ.) აქ არის (ონ ესტ ტუტაი)
My jesteśmy tutaj - ჩვენ აქ ვართ (მი იესტეშმი ტუტაი)
Wy jesteście tutaj - თქვენ აქ ხართ (ვი იესტესჩე ტუტაი)
Oni są tutaj - ისინი აქ არიან (ონი სონ ტუტაი)
თავაზიანი ფორმით საუბრისას იქნება:
Pan jest tutaj – (მამრ.) აქ ხართ (პან ესტ ტუტაი)
Pani jest tutaj - (მდედრ.) აქ ხართ (პანი ესტ ტუტაი)
როგორც შეამჩნიეთ მრავლობითი რიცხვის მესამე პირში ზმნამ ფორმა იცვალა, და Jest სიტყვიდან მხოლოდ „S” დარჩა და დაემატა ბოლოში მრავლობითი რიცხვის მესამე პირის ნიშანი „ą“ რომელიც იკითხება როგორც „ონ“.
ყველა ზმნა არ იცვლის ფორმას, მაგრამ თითქმის ყველას ეს ბოლოსართი ემატება.
მაგალითად:
ისინი მიდიან - Oni idą (ონი იდონ)
ისინი ჭამენ - Oni jedzą (ონი იეძონ)
ისინი მუშაობენ - Oni pracują (ონი პრაცუიონ)
მათ იციან - Oni wiedzą (ონი ვიედზონ)
და ა.შ.
განვიხილოთ სხვა სიტყვები და წინადადებები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურობაში:
გაცნობის ან საკუთარი თავის წარმოდგენის დროს შეგვიძლია რამოდენიმე ნაირად ვთქვათ
მე მქვია - Nazywam się (ნაზივამ შიე)
ჩემი სახელია - Mam na imię (მამ ნა იმიე)
მე მაქვს - Ja mam (ია მამ)
გეთაყვა - Proszę (პროშე) ეს სიტყვა იხმარება როგორც რაიმეს თხოვნის დროს, ისე მადლობის შემდეგ სათქმელად (მადლობა, არაფრის).
მადლობა - Dziękuję (ჯენკუიე)
ხშირად იხმარება ასევე მადლობის მეორე ფორმა - Dzięki (ჯენკი)
კარგ დღეს გისურვებ - Miłego dnia (მივეგო დნია)
ასო - Ł / ł - ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ „ლ“ რომელსაც ხაზი აქვს, იკითხება როგორც რბილი „ვ“. ამ ასოს ძალიან ხშირად ვხვდებით პოლონურ ენაში.
მე საწყობში ვმუშაობ - Pracuję w magazynie (პრაცუიე ვ მაგაზინე)
საწყობი - Magazyn (მაგაზინ)
მე ქარხანაში ვმუშაობ - Pracuję w fabryce (პრაცუიე ვ ფაბრიცე)
ქარხანა - Fabryka (ფაბრიკა)
მე მაღაზიაში ვმუშაობ - Pracuję w sklepie (პრაცუიე ვ სკლეპიე)
როცა კონკრეტული სიტყვა არ იცით, და არ იცით როგორ თქვათ ესა თუ ის წინადადება, შეეცადეთ სხვა სიტყვებით გამოხატოთ აზრი.
მაგალითად:
პოლონურად ცუდად ვსაუბრობ - Źle mówię po polsku (ჟლე მუვიე პო პოლსკუ)
ან
პოლონურად ვერ ვსაუბრობ კარგად - Nie mówię dobrze po polsku (ნე მუვიე დობჟე პო პოლსკუ)
როცა მოსაუბრისგან რაღაცას ვერ გაიგებთ, აუცილებლად თხოვეთ გამეორება, დაუსვით კითხვა. ეს მომავალში პრობლემებს და გაუგებრობებს აგარიდებთ თავიდან.
როცა მოსაუბრე შეამჩნევს, რომ თქვენ ვერ გაიგეთ, ის შეეცდება სხვა სიტყვებით და სხვანაირად აგიხსნათ სათქმელი.
დღეისათვის სულ ეს იყო.
წარმატებებს გისურვებთ.
Powodzenia - წარმატებები (პოვოძენია)