07/06/2026
🌺🚴♀️ დღეს ყაყაჩოების სანახავად ველოსიპედით გავისეირნე და დავტკბი ამ სანახაობით 🥹❤️
ჩემს წინ წითელი ყვავილებით დაფარული ულამაზესი მინდორი გადაიშალა, სადაც უდარდელად დაკუნტრუშობდა შველი🥹🦌.
ზოგჯერ საკმარისია ბუნებაში გატარებული ერთი საათი, რომ ენერგიაც აღიდგინო, სილამაზით დატკბე და თან რაღაც ახალიც ისწავლო 😊😉
თქვენც მოგიმზადეთ რამდენიმე ახალი სიტყვა :
🌺 mak ყაყაჩო
🌿 łąka მინდორი / მდელო
🚴♀️ rower ველოსიპედი
🚶♀️spacerować სეირნობა (ja spaceruję, ty spacerujesz - მე ვსეირნობ, შენ სეირნობ)
☀️ słoneczny dzień მზიანი დღე
🌼 polne kwiaty ველური ყვავილები
🌳 natura ბუნება
✨ inspiracja შთაგონება
რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბუნებაში სასეირნოდ? 🌺😊
#ვისაუბროთპოლონურად #პოლონურიენა #პოლონურისწავლა #ყაყაჩოები #ბუნება #ველოსიპედი #პოლონურისიტყვები