სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia

სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia

Udostępnij

WSB საბანკო UNIVERSITY პოლონეთში, ქალაქებში ტორუნი (Toruń) და ბიდგოშჩში (Bydgoszcz)

15/06/2022

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გაკეტებული ანიმაციური ზღაპარი

17/01/2022

WSB ტურუნსა და ბიდგოშჩში ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე მარტის (საგაზაფხულო) მიღება მიმდინარეობს:

საბაკალავრო:

- International business - 6 სემესტრი - ტორუნი
- logistics - 6 სემესტრი - ბიდგოშჩი

- IT in business - ინჟინერია (7 სემესტრი) - ტორუნი

სამაგისტრო:

- IT in busines - ბიდგოშჩი

- მოთხოვნილი ინგლისურის დონე B2
- სწავლის წლიური გადასახადი 1400 ევრო (ასევე, ერთჯერადი 100 ევრო ადმინისტრაციული გადასახადი)

დეტალებზე შეგიძლიათ პირადად ან კომენტარებში მომწეროთ.

Students about living in Poland / Studenci o Polsce 09/12/2021

ჩვენი სტუდენტები პოლონეთში სწავლაზე, კულტურულ სხვაობებზე, სირთულეებზე, სასაცილო ისტორიებზე. მოუსმინეთ :)

Students about living in Poland / Studenci o Polsce WSB Torun foreign studentsWelcome Center movie

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 27/11/2021

ჩვენი სტუდენტების მიერ აღნიშნული WSB საერთაშორისო დღე, გუშინ, 26 ნოემბერს.

02/09/2021

ახლა წავიკითხე გერმანიაში ყველაზე უცნაური ფაკულტეტების ჩამონათვალი:

1. კრუიზის ინდუსტრიის მენეჯმენტი (Cruise Industry Management)
2. ღვინის წარმოება (Master Önologie)
3. თანამედროვე იაპონისტიკა (Modernes Japan)
4. ონომასტიკა (მეცნიერება სახელების წარმომავლობის შესახებ - Namenforschung)
5. ფრიზიული ფილოლოგია (ნიდერლანდებისა და ჩრდილო გერმანიის დიალექტი)
6. მსოფლიო მემკვიდრეობის სპეციალისტები
7. პრომენადოლოგია - (Promenadologie) მეცნიერება სეირნობის შესახებ
8. ქაღალდის წარმოება
9. ტიბეტოლოგია (მეცნიერება ტიბეტის შესახებ)
10. კოსმოსის შესწავლა

არ ვიცი თქვენ რომელი, მაგრამ მე ძალიან მეუცნაურება სეირნობის შესახებ მეცნიერება :)) - რას სწავლობ? - სეირნობას :)))

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 28/08/2021

ტორუნში პანდემიამდელი ცხოვრება დაბრუნდა - დაიწყო კონცერტები, სახალხო ზეიმები, მსვლელობები, ღონისძიებები.

დღეს მოსავლის ფესტივალი იყო, ორდღიანი ზეიმი ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ნახო, შეეხო და იგრძნო ხალხური ტრადიციები, ჩვეულებები, სიმღერები, ცეკვები, ნაკეთობები, კულინარია.
არაჩვეულებრივი განწყობა იყო :)

23/08/2021

ეს გახლავთ დღევანდელი სტატისტიკა პოლონეთში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ანუ, 38 მილიონიან პოლონეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადების 107 შემთხვევა დაფიქსირდა, არავინ გარდაცვლილა.
ჩვენს რეგიონში, კუიავო-პომერანიაში ვირუსით 2 ადამიანი დაავადდა.

ასე, რომ მშვიდად ჩამოდით

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 18/08/2021

"აკადემიკუსი" - ეს არის უნივერსიტეტის პარტნიორი დორმი, სადაც ჩვენი პირველკურსელი უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ.

09/08/2021

ხშირად მეკითხებიან, არის თუ რატომ არ აბარებენ პოლონეთში უცხოელი (მათ შორის, ქართველი) სტუდენტები უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებს?

პოლონეთში განათლების სისტემა ქართულისგან განსხვავდება. პოლონეთში უმაღლეს სასწავლებელში ხვდებიან სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ქულების შესაბამისად. სკოლის გამოცდების ქულები განსაზღვრავს იმას, რასაც საქართველოში ევროვნული გამოცდები. ამიტომ, პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს არ აბარებენ. ამიტომ უცხოელი კანდიდატები პოლონეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად დამატებით გამოცდებს არ გადიან. საკმარისია მხოლოდ სკოლის ნიშნები.
ფოტო: wsb.pl

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 02/08/2021

როცა პოლონეთში სწავლაზე ვსაუბრობთ, ეს ჯერაც მითი ან ფინანსურად შეუძლებელი გვგონია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გამოც არც ვუშვებთ იმას, რომ უცხოეთში სასწავლებლად წავიდეთ, ან ჩვენს შვილებს ევროპული განათლების მიღება ვურჩიოთ, სწორედ ეკონომიკური ფაქტორია.

მოდი, გადავხედოთ მიმდინარე კვირის ფასებს ერთ-ერთ მარკეტში :

პური - 2 ზოტიდან (1,5 ლ)
ხორცი საქონლის - 1 კგ - 10 ზლოტიდან (8 ლ)
ხორცი ქათმის - 1 კგ - 7-8 ზლოტიდან (5-6 ლ ბარკლები, გულმკერდი და სხვა ნაწილები ცალ-ცალკე უფრო იაფია)
სოკო - 1 კგ - 9 ზლოტიდან (7 ზლ)
კარტოფილი - 1 კგ - დაახლოებით 2 ზლოტი (1,5 ლ)
რძე - ერთი ლიტრი 3 ზლოტი (2 ლ)
ყველი - 1 კგ - 15 ზლოტიდან (13 ლ)
არაჟანი - 400 გრ - დაახლოებით 3 ზლოტი (2ლ)
ხაჭო - 250 გრ - დაახლოებით 3 ზლოტი (2 ლ)
ზეთი, ერთი ლიტრი - 6 ზლოტიდან (4,5 ლ)
ხახვი, პრასი, მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო - დაახლოებით 3-3 ზლოტი
ყავა - 30 ზლოტი ყავა „იაკობსი“ – 25 ზლ (22 ლ)
ინგლისური ჩაი - 6 ზლ (4,5 ლ)
შაქარი - ერთი კილო 2,5 ზლ (2 ლ დაახლოებით)
შამპუნი - 17 ზლოტი (14 ლ. „ჰედ ენდ შოლდერსი“), თმის ნიღაბი - 14 ზლოტი, თმის დამატენიანებელი - 17 ზლოტი,
ჰიგიენის სხვა საშუალებები (საპონი - 3 ზლ (2 ლ), ფეირი - 7 ზლ (5 ლ - 500 მლ), უნიტაზის გასაწმენდი სითხე - 7 ზლ (5 ლ)

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევების შედეგები - ევროკავშირში შემავალი ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნების სიაში პოლონეთმა რუმინეთის (ან უნგრეთის) შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. აქ მართლაც ყველაფერი იაფია, მე თუ მკითხავთ, საქართველოზე იაფიც.

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 24/07/2021

ტორუნის ფოტოები მინდა დღეს გაგიზიაროთ.
ეს ქალაქი პოლონეთის ლამაზი ქალაქების ხუთეულში შედის. პატარაა, სულ 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს (ახალი აღწერა წელს მიმდინარეობს და ვფიქრობ, სტატისტიკა შეიცვლება).

გოთიკისა და ბაროკოს გვიან კომუნისტურ სტილთან ნაზავი (ეს უკანასკნელი არაფრისმაგვარი სიმახინჯეები ქალაქის გარეუბნებშია) ახალი არქიტექტურა ლამაზად და ორგანულად ერწყმის ძველ სტილს და აბსოლუტურად განუმეორებელს ხდის ქალაქს.

ტორუნი კუიავო-პომერანიის ვოევოდას (რეგიონის) კულტურული დედაქალაქია.

გაიცანით და შეგიყვარდებათ 💡

Photos from სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia's post 22/07/2021

ტორუნში ყოველ ოთხშაბათს მუზეუმებში შესვლა თავისუფალია. ოთხშაბათს კოპერნიკის მუზეუმი მოვინახულეთ სტუდენტებთან ერთად - ადრე გიყვებოდით, რომ ნიკოლაი (მიკოლაი - პოლონურად) კოპერნიკი (კოპერნიკუსი) ტორუნში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ის, რომ კოპერნიკი ტორუნელი იყო, დღემდე საამაყოა ადგილობრივებისთვის.
მუზეუმის რიგში დაახლოებით ერთი საათი ვიდექით სტუდენტები და მე. ზოგჯერ რიგებში დგომაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში :))

Chcesz aby twoja szkoła była na górze listy Szkoła w Torun?

Kliknij tutaj, aby odebrać Sponsorowane Ogłoszenie.

Lokalizacja

Kategoria

Telefon

Strona Internetowa

Adres


Ulica Młodzieżowa 31a
Torun
87-100

Godziny Otwarcia

Poniedziałek 10:00 - 18:00
Wtorek 10:00 - 18:00
Środa 10:00 - 18:00
Czwartek 10:00 - 18:00
Piątek 10:00 - 18:00
Sobota 10:00 - 18:00
Niedziela 10:00 - 18:00