30/04/2026
🌞 მაინც როგორი მამაცები ვართ!
კვირას ნუკა გაგუასთან ერთად მზეზე მოგზაურობას ვაპირებთ — დიახ, სწორად გაიგეთ!Nuka Gagua
3 მაისს, 14:00 საათზე, ჩვენს საკვირაო სკოლაში დიდი თავგადასავლისთვის ვემზადებით.
ჩაალაგეთ ჩანთები, მოიმზადეთ ფანტაზია და შემოგვიერთდით — წინ ძალიან მაგარი დღე გველის 🥳🧳☺️
25/04/2026
გეპატიჟებით ყველას კვირას, 26 აპრილს 13:15 საათზე, ჩვენი მოცეკვავეები წარსდებიან რომის ფორუმზე. წინ ულამაზესი სანახაბა გელით 🇬🇪🤗🥳💃
21/04/2026
📌რომის 2779 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოვემზადეთ და ჩვენი კვალი დავტოვეთ მაყურებლის გულებში 🥰 აღტაცებას იწვევდა ჩვენი ტრადიციული კოსტუმები და ცეკვის მოძრაობები; აღლუმზე შეძახილებით გვამხნევებდნენ და სიყვარულს გამოხატავდნენ ტურისტები თუ ადგილობრივები🥰
Sopo Kevkhishvili ის დაუღალავი მონდომების შედეგია ბავშვების ესეთი ჩართულობა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში❤️
18/04/2026
ქრისტე აღსდგა!
ირგვლივ ყვავის გაზაფხული.
თეთრი ფრთებით რომ ქრი, ქარო,
ოთხივ კუთხით სიხარული
მოაფინე მთელ სამყაროს:
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!
ყველას უნდა მივახაროთ
და სიცოცხლეც დღეის იქით
სულ სამოთხეს მივათვალოთ.
სისხლის ფერი კვერცხი გატყდა,
როგორც ბჭენი ჯოჯოხეთის,
დათრგუნულა სიკვდილი და
მკვდრეთით აღსდგა,
აღსდგა ღმერთი!
ყაყაჩოებს მზე გვიმწყემსავს,
მომკელს ელის მადლის ყანა.
სიცოცხლის ხე გაიფოთლა,
ფესვი ცაში გაიტანა.
14/04/2026
📖 ძვირფასო ბავშვებო გილოცავთ
14 აპრილი, დედაენის დღეს!❤️
საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად გულში ყოველთვის ცოცხლობს ჩვენი ლამაზი დედაენა — ენა ქართული.
გისურვებთ, რომ სულ ამაყად და სიყვარულით ისაუბროთ თქვენს დედაენაზე, წაიკითხოთ ქართული წიგნები, იმღეროთ ქართული სიმღერები და არასოდეს დაგავიწყდეთ, რა ლამაზი ენა გვაქვს!💞
11/04/2026
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
Sisauri Art
11/04/2026
ერთ წელზე მეტი ვაგროვებდით ხმებს — ბავშვების ხმებს, გულიდან წამოსულს.
წერილებით, შეხვედრებით, რეპეტიციებით… ზოგჯერ დაღლილები, მაგრამ ყოველთვის მოტივირებულები.
და ბოლოს, როცა „ხმა გულიდან საქართველოსთვის“ სცენაზე ვიხილეთ, მივხვდით:
ეს იყო ჩვენი ერთწლიანი თავგადასავლის ყველაზე ჯადოსმური ზეიმი.🥳🇬🇪
საკვირაო სკოლაში ეს პროექტი არ ყოფილა უბრალოდ „კონცერტი“. ეს იყო გზა, სადაც ბავშვები სწავლობდნენ, როგორ გაეგონებინათ მათი “ხმა”, ხმამაღლა და სიყვარულით.
ჩვენთვის კი, საკვირაო სკოლის გუნდისთვის, ეს ყველაფერი ორმაგად ემოციური იყო.
ბასტი ბუბუ ჩვენი ყველას ბავშვობის ნაწილია და ახლა, წლების შემდეგ, იმავე მაგიის დაბრუნება და ჩვენი სკოლის ბავშვებისთვის გაზიარება…
ეს იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს დრო ცოტა ხნით გაჩერდა და ბავშვობა ისევ დაბრუნდა — უკვე მათ თვალებში.♥️
15 მარტს სცენაზე ისეთი სითბო იდგა, თითქოს თითოეული ბავშვის ხმა ერთმანეთში ებმებოდა და ერთ დიდ გულისცემად იქცეოდა.
სიცილი, მღელვარება, სიხარული — ყველაფერი იმდენად ნამდვილი იყო, რომ დარბაზიც კი სხვანაირად სუნთქავდა.
და ამ ყველაფრის უკან იდგა გუნდი, რომელიც მთელი წელი ერთ მიზანს ემსახურებოდა —
ბავშვებს საკუთარი ხმა ეგრძნოთ.
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე იყო.
ეს პროექტი არ მთავრდება —
ჩვენი ხმები კიდევ ბევრ ისტორიას მოყვება.🇬🇪
19/12/2025
გულითადი მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩვენი პატარა მკითხველებისთვის გაწეული დიდი საქმისთვის.📚📖📓
ჩვენი საკვირაო სკოლის ბიბლიოთეკა დღეს კიდევ უფრო ფერადი, თანამედროვე და საინტერესო გახდა.
ლევან თაქთაქიშვილს, ბექა ღაჟონიას და მთელ ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდს მადლობა იმ სითბოსა და ყურადღებისთვის, რომელსაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს უთმობენ.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia
ჩვენი პატარა მკითხველები უკვე მოუთმენლად ელიან ახალ თავგადასავლებს ქართულ წიგნებში.
13/12/2025
საშობაო თავგადასავალი იწყება 🎄
16/10/2025
📍 ჩვენი სკოლის ბავშვები იტალიელი მაყურებლების წინაშე ქართული ეროვნული ცეკვებით წარდგნენ რომში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე 🇬🇪💃 სტუმრები აღტაცებულები იყვნენ ჩვენი პატარა არტისტების ნიჭითა და ენერგიით!❤️🔥💫
ამ ყველაფრის ორგანიზება რომის სამრევლოს, ჩვენი მამა იოანეს ხელმძღვანელობით მოხდა, რომლის უდიდესი შრომა და სიყვარული სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს გვაძლიერებს და გვაერთიანებს ❤️🙏
შემოგვიერთდით, წინ კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ
❤️🩷🧡💛💚💙🩵💜🤎🩶🤍.