Pesvebi • ფესვები

Pesvebi • ფესვები ფესვები - ქართული საკვირაო სკოლა

ირლანდიაში მცხოვრებ ქართველთა საყურადღებოდ (კორკის საგრაფო)

ძვირფასო თანამემამულენო, ირლანდიაში საქართველოს ელჩის ბ-ნი გია ზურაბაშვილის, კორკის მერიის და "Morrison Island Campus “-ის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით გამოიყო შენობა, სადაც იმუშავებს ქართული საკვირაო სკოლა.

სკოლაში შეისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა (წერა-კითხვა), ქართული ცეკვები და სიმღერები.

ხელმძღვანელი: ნანა ტურაშვილი
სამუშაო გრაფიკი: შაბათი, 10:00 - 14:00 საათი
მსურველთა ასაკი 4 წლიდან

მოგესალმებით ყველას, დიდებს -პატარებს, მშობლებს - მოსწავლეებს, ძველებს , ახლებს.გრძელი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ქ. კ...
10/09/2025

მოგესალმებით ყველას,
დიდებს -პატარებს, მშობლებს - მოსწავლეებს, ძველებს , ახლებს.
გრძელი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ქ. კორკის ქართული საკვირაო სკოლა "ფესვები" კვლავ განაგრძობს მუშაობას 2️⃣7️⃣ სექტემბრიდან იგივე მისამართზე. Morrison's Island, Centre, Cork, T12 H685
ახალ მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და დაგვიკავშირდნენ ნომერზე+3530871262816. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს👇

სამუშაო დღე --შაბათი, 10 :00 --14:00
სკოლაში იმუშავებს ქართული ენა-ლიტერატურა, ისტორიის, ქართული ცეკვისა და სიმღერის წრეები. ასევე მოსწავლეებს მიეწოდებათ ირლანდიური კულტურისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაცია.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ , რომ უფრო მტკიცე იყოს ჩვენი კავშირი საქართველოსთან
სიხარულით მოგელით

P.S. სამუშაო კვირეების ცხრილს მოგაწვდით უახლოეს დღეებში

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ქართული საკვირაო სკოლა "ფესვები"-ს სარეგისტრაციო ფორმაზე. სკოლაში შეისწავლება ქა.....

უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების,საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივებისხელმძღვანელებს ძვირფასო თანამ...
11/07/2025

უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების,
საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების
ხელმძღვანელებს

ძვირფასო თანამემამულეებო,
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კახეთში გაიმართება Tech Connect ბანაკი ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
ბანაკის მიზანია ადგილობრივი და ემიგრანტი სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივება. ასევე, თანამშრომლობითი კავშირების ჩამოყალიბება, კულტურათაშორისი კავშირების შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას Tech Connect ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთონ ტრენინგებსა და ვორკშოპებში STEAM მიმართულებებით და პროფესიის არჩევისას მიიღონ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის 25 მოზარდს. ბანაკის განხორციელების დროს მონაწილე უკვე უნდა იყოს მინიმუმ 14 წლის. ბანაკის ხანგრძლივობაა 6 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ.
ბანაკში მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება 20 ივლისამდე. მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, მარიამ მამესწარაშვილს - ტელ.: +995 32 294 50 00 (3102); მობ.: +995 595 964 000 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს II მდივანს, მაკა აფხაზავას - მობ: +995 598 25 16 16 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს III მდივანს, ანა ბაქრაძეს - +995 551 855 755 (WhatsApp).

წერილს თან ერთვის ბანაკის შესახებ ინფორმაცია (სარეგისტრაციო ბმულით) - 1 (ერთი) ფაილი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი
ჩიტაძის ქ. 4, თბილისი, 0118, საქართველო
ტელ.: +995 32 294 50 00
ელ-ფოსტა: [email protected]

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო!!!დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდითუცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების...
04/07/2025

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო!!!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდით

უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების,
საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების
ხელმძღვანელებს

ძვირფასო თანამემამულეებო,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება “ახალგაზრდული ბანაკი” შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის 96 მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

წელს ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება მხოლოდ ერთ ნაკადად - თარიღი: 1-5 აგვისტო, 2025 წ., ადგილმდებარეობა: შაორი.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბანაკში მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან კოორდინაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ა. წ. 20 ივლისამდე მიაწოდოთ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველთა სია დანართი 4-ის შესაბამისად. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. საბოლოოდ, ბანაკში მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს. აქვე გაცნობებთ, რომ მსურველმა უნდა წარმოადგინოს: მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და 1 ფოტოსურათი; ასევე, სასურველია მონაწილემ წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.

ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/shaori.ge


დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ: დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, მარიამ მამესწარაშვილს - ტელ.: +995 32 294 50 00 (3102); მობ.: +995 595 964 000 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს II მდივანს, მაკა აფხაზავას - მობ: +995 598 25 16 16 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს III მდივანს, ანა ბაქრაძეს - +995 551 855 755 (WhatsApp).


წერილს თან ერთვის: მონაწილეთა ფორმა - 1 (ერთი) ფაილი; მშობლის/მეურვის თანხმობის ფორმა - 1 (ერთი) ფაილი; აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი - 1 (ერთი) ფაილი;


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი
ჩიტაძის ქ. 4, თბილისი, 0118, საქართველო
ტელ.: +995 32 294 50 00
ელ-ფოსტა: [email protected]

20/06/2025

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო!
საკვირაო სკოლამ" ფესვები" დაამთავრა სასწავლო წელი.
გისურვებთ სასიამოვნო საზაფხულო არდადეგებს და კვლავ გელით სექტემბერში.

"ფესვები "გილოცავთ ყველას დიასპორის დღეს. არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, ჩვენი ფესვები  იმ მიწ...
27/05/2025

"ფესვები "გილოცავთ ყველას დიასპორის დღეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, ჩვენი ფესვები იმ მიწაშია.....
(სამწუხაროდ წელს ვერ დავესწარი საქართველოში შეხვედრას, ეს შარშანდელი ფოტოები კი ტკბილი მოგონებაა)

მართალია წვიმდა😂 გ ი ლ ო ც ა ვ თ
27/05/2025

მართალია წვიმდა😂
გ ი ლ ო ც ა ვ თ

გილოცავთ ქართული ენის დღეს
14/04/2025

გილოცავთ ქართული ენის დღეს

🤍🤍🤍🤍🤍🤍🤍

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საკონკურსო დავალების წესებს
25/03/2025

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საკონკურსო დავალების წესებს

Address

Morrison Island Campus, Co Cork
Cork
T23

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Pesvebi • ფესვები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Pesvebi • ფესვები:

Shortcuts

Share

Category