ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა

  • Home
  • Greece
  • Athens
  • ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა

ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა, School, Athens.

დღეს,  ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეებს , ქალბატონმა ნანა  ობოლაძემ საჩუქრად სხვადასხვა წმინდანების ხატები და ნანა ბაგრ...
09/11/2025

დღეს, ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეებს , ქალბატონმა ნანა ობოლაძემ საჩუქრად სხვადასხვა წმინდანების ხატები და ნანა ბაგრატიონის წიგნი “ მკათათვის ხილვები” გადასცა. მოსწავლეებმა, ერთხმად გამოხატეს მადლიერება ქ. ნანას მიმართ, რომელმაც მარტო წიგნები და ხატები არ აკმარა პატარებს და გემრიელი ქართული შოკოლადითაც გაუმასპინძლდა . სკოლას კი საკუთარი ლექსების კრებული “რა არის სამშობლო “ უსახსოვრა.ქ. ნანა ასევე არი ჩვენი “ქართული სახლის” წევრი. უღრმესი მადლობა ქ.ნანა , რომ იზრუნეთ, ჩვენი სკოლისათვის და ემიგრანტ ბავშვებს, ძვირფასი საჩუქრებით მოეფერეთ.❤️❤️🎈🎈❤️🎈❤️

27/10/2025

ხვალინდელი დღე, დიდი დღეა ელადისათვის .ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი 1940 წ 28 ოქტომბერი.ეს პატარა ულამაზესი გოგონა ანიტა ღამბაშიძე, ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეა. ხვალ მონაწილეობას მიიღებს ბერძნული სკოლიდან, ამ მნიშვნელოვან პროცესში.

24/10/2025
🏛🇬🇪ათენის ვახტანგ VI -ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2025-26 სასწავლო წლისათვის.📚🇬🇪სკოლ...
19/08/2025

🏛🇬🇪ათენის ვახტანგ VI -ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2025-26 სასწავლო წლისათვის.
📚🇬🇪სკოლაში მიღება ხდება
I საფეხურიდან (5 წლის ასაკიდან ) , ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის.

📚🇬🇪საკვირაო სკოლაში ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს გეოგრაფია , საქართველოს ისტორია, ასევე დამატებით მოქმედებს სხვადასხვა სახის წრეები.

🏛🇬🇪სკოლაში მოღვაწეობენ პედაგოგები ლაშა შუკაკიძე , მაყვალა მესხაძე, მარიამ ომანაძე, დარეჯან ღამბაშიძე .

🏛⚜️ფსიქოლოგიის და მეტყველების სპეციალურ კურს უძღვება ფსიქოლოგი გვანცა ბუთხუზი.

📚⚜️სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა პროფესიული წრე.

⚜️🏛როგორც სკოლის დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე აღნიშნავს : ,, ჩვენი საკვირაო სკოლა ეკუთვნის მთლიანად ემიგრაციას, ამიტომაც ეს უპირველესი ცოდნის კერა ღირებული და მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის. საამაყოა, რომ ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პედაგოგები ზრუნავენ პატარა ემიგრანტებისათვის და უდიდესი წვლილი შეაქვთ მათი იდენტობის ჩამოყალიბებისათვის. ჩვენთან მოსული თვითეული ბავშვი აქტიურად და პასუხისმგებლობით სწავლობს მშობლიური ენას, მეტყველებას და აზროვნებას. მოგიწოდებთ ნუ დატოვებთ თქვენს შვილებს , ჩვენს პატარა ქართველ ბავშვებს ქართული ენის სწავლების გარეშე."

⏳️ნუ გადადებთ და მოგვწერეთ პირადში
ჩვენი ტელეფონია.

+30 69 96 42 01 01 ან +30 69 95 13 24 04

საზაფხულო სკოლისთვის  გვაქვს ორი ვაკანია , ვისაც სურვილი გაქვთ გახდეთ, ჩვენი თანამშრომელი მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ  ნო...
21/05/2025

საზაფხულო სკოლისთვის გვაქვს ორი ვაკანია , ვისაც სურვილი გაქვთ გახდეთ, ჩვენი თანამშრომელი მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე .

1ივლისიდან ვახტანგ მეექვსის ქართულ საკვირაო სკოლაში, ორი თვე იფუნქციონირებს საზაფხულო სკოლის აკადემია “ნაკადული “.სწავლა დაიწყება 8 სთ-დან. 17 საათამდე . სკოლაში ბავშვები გაერთობიან სხვადასხვა სათამაშოებით , სიმღერით, ცეკვით, ხატვით მხატვრული კითხვით და მუსიკით. საზაფხულო სკოლაში არ იქნება დისპილინების სწავლა, ბავშვებმა უნდა დაისვენონ და გაატარონ ლამაზად და დასამახსოვრებლად არდადეგები. ბავშვები ნახავენ საბავშვო ქართულ მხატვრულ ფილმებს. ასევე ვირტუალურად გაეცნობიან ქართულ მუზეუმებს , ზოოპარკს, ყველა ქვეყნის ზღაპრების სამყაროს . ექნებათ გასეირნება და ითამაშებენ უახლოეს პარკში. დაკავდებიან იმ აქტივობებით, რომელიც მათ უნდათ . იქნება თამაშების სწავლა სწავლება . ბევრი სიურპრიზები . თუ თქვენთვის, ეს დრო და პროგრამა შესაფერისია
მოგვწერეთ, ან დარეკეთ ნომერზე 6996420101.
სკოლის ადმიმისტრაცია.

Address

Athens

Telephone

6996420101

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ათენის ვახტანგ VI ის სახ.ქართული საკვირაო სკოლა:

Shortcuts

Featured

Share

Category