14/03/2016
➦„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, საქართველო და მე“
➦https://www.facebook.com/EUNATOinfo/?ref=ts&fref=ts
➡სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელოს ბიურო აცხადებს ესეების კონკურსს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის თემაზე: „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, საქართველო და მე“.
➡კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.
➦ნაშრომი უნდა ასახავდეს თუ როგორ ესმის ავტორს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური არჩევანი. ესეში წარმოდგენილი უნდა იყოს მოსწავლის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ნატოში ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის და პირადად მისთვის.
➦სხვა პირობები:
ესეს მოცულობა: 3 გვერდი;
შრიფტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 12, დაშორება - 1,5;
ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
პლაგიატიზმის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსანტებმა ნაშრომის ბოლოს უნდა მიუთითონ გამოყენებული
წყაროები (ბიბლიოგრაფია)
➡კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითონ „ესეების კონკურსი“.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.
✔ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია: ანალიტიკური აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, ფაქტების სისწორე. ესე შესრულებული უნდა იყოს გამართული სალიტერატურო ენით.
➡ნაშრომებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ზაზა გაბისონია, საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრი ქ-ნი ანა ცანავა.
➡ნატოს კვირეულის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტები წარმოადგენენ ნაშრომების პრეზენტაციას და გადაეცემათ პრიზები.
2). ვიდეო კონკურსი „ჩემი სიტყვა ნატოს“
✔კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს.
საინფორმაციო ცენტრი გამოავლენს ოთხ გამარჯვებულს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
➦კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
+995 595 414614
ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე