29/09/2026
✝️ჯვარი, ხსოვნა და იმედი — აფხაზეთი ჩემს თვალსაწიერში 🩵
⚜მისი მაღალყოვლადუსამღდელოესობის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულისა და სოხუმის დაცემის დღის მოსაგონრად ,ზუგდიდის წმ.გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა გოგია) ენგურის ხიდთან, სოფელ რიყეში ჩაატარეს ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი —„ჯვარი, ხსოვნა და იმედი—აფხაზეთი ჩემს თვალსაწიერში“.
⚜პროექტის მიზანი იყო ჯვართამაღლების დღესასწაულის აღნიშვნა, აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების გახსენება, დაღუპულთა სხოვნისათვის პატივის მიგება და მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება.
⚜ღონისძიების ადგილმა, ენგურის ხიდის მიმდებარე სივრცემ, საიდანაც აფხაზეთის ხედი იშლება, — პროექტის მთავარ სათქმელს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა შესძინა.
⚜სასულიერო პირებმა რიყის ტაძრის წინამძღვარმა იაკობ ქარდავამ, დეკანოზებმა ნიკოლოზ ლატარიამ და იოანე აკობიამ ლოცვა აღავლინეს და აფხაზეთში სამშობლოსათვის თავდადებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
⚜ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები, რომლებზეც ასახული იყო ბედიის მონასტერი , ახალი ათონის სიმონ კანანელის ეკლესია, მოქვის საკათედრო და ლიხნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები (ხელოვნების მასწავლებელი ანნა ჭაჭუა).
⚜ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია, სასულიერო პირები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და მოწვეული სტუმრები.