ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University www.zssu.edu.ge - www.zssu.ge

[email protected], [email protected]; [email protected] Shota Meskhia Zugdidi State University was established on July 13, 2007.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2007 წლის 13 ივლისს.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს როგორც უმაღლესს, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმოადგენს რეგიონის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს.

უნივერსიტეტი განთავსებულია ორ იურიდიულ მისამართზე: ზუგდიდი - ჯანაშიას N14 და სენაკი - მშვიდობის N192. Zugdidi State University is the only higher education institution in the region that implements both higher and vocational educational programs and is a strong center of the area. University is located into two addresses: Janashia str. 14 , Zugdidi; Mshvidoba str. 192 Senaki.

20/08/2026

🔈2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება⤵

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

🔹გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:
🔹 გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;
🔹 საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
🔹საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;
🔹ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

🔴მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 სექტემბ...
18/08/2026

🔴მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 სექტემბრის ჩათვლით.
https://zssu.ge/node/1420
🔴შიდასაუნივერსიტეტო საკონკურსო გამოცდა: 23 სექტემბერი.
#რეგისტრაცია 👉 საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში. ( I კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 302; ტელ. 595097214; 568876585).
🔴პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილების საერთო რაოდენობა: 25 ადგილი.
🔴პროგრამა დაფინანსებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
🔴კონკრეტულ მოდულზე ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილების რაოდენობის გადანაწილება მოთხოვნად მოდულებზე (გამოყოფილი კვოტის - 25 ადგილის ფარგლებში).

#ზსუ

✅საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილების მსურველთათვის 👉ცნობარი 2026👉 https://shorturl.at/fNen1      #ზსუ
17/08/2026

✅საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილების მსურველთათვის 👉ცნობარი 2026👉 https://shorturl.at/fNen1
#ზსუ

14/08/2026
🔹ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე👉 https://students.emis.ge/ რეგისტრაცი...
14/08/2026

🔹ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე👉 https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 08 სექტემბრის 18.00 სთ-მდე.

🔹მობილობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
▫️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
▫️უსდ-ში ჩარიცხვის/სტატუსის შეჩერების/აღდგენის ბრძანებ(ებ)ის დამოწმებული ასლები;
▫️სამხედრო მიწერის მოწმობა (სამხედრო ვალდებულთათვის);
▫️სასწავლო ბარათი;
▫️პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები.

🔹დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 595 097 214; 591 32 42 42.

#ზსუ

🟨ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვად...
13/08/2026

🟨ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტო - 21 სექტემბერი.

🟨განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ძირითადი კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 302.

🟨შენიშვნა: შიდამობილობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტსაც.

🔸დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 595 097 214; 591 32 42 42.

#ზსუ

🔷 სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ  (ბაკალავრიატი) და მე-2 (მაგისტრატურა) საფეხურზე ს...
13/08/2026

🔷 სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ (ბაკალავრიატი) და მე-2 (მაგისტრატურა) საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს. კერძოდ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

🔷 სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად, მაგისტრანტები განცხადებას წარადგენენ მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე − http://socreg.mes.gov.ge, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.

#ზსუ

12/08/2026
12/08/2026

✅ „ტურიზმის“ საბაკალავრო და „ტურიზმის მენეჯმენტის“ (I და II ნაწილი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია!
ცნობარი: https://shorturl.at/XhbAb
#ზსუ

🔷2026 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ადამიანი, კულტურა, რელიგია“ ჩატარ...
12/08/2026

🔷2026 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ადამიანი, კულტურა, რელიგია“ ჩატარდა. ღონისძიება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, ხოლო შემდეგ დაბა მესტიაში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა.

🔷ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

🔷სამეცნიერო ფორუმის სამუშაო ენები იყო გერმანული და ინგლისური. მასში მონაწილეობდნენ ფილოსოფიის, ეთიკის, კულტუროლოგიის, სამართლისა და ლიტერატურის მკვლევრები ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, ავსტრია, ხორვატია და პოლონეთი.

🔷კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებისა და აკადემიური ცენტრების წარმომადგენლები:
▪️საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო);
▪️თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
▪️შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
▪️ბონის უნივერსიტეტი (გერმანია);
▪️ფრაიბურგის უნივერსიტეტი (გერმანია);
▪️ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია);
▪️ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია);
▪️ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია);
▪️ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია);
▪️ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
▪️ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი პოზნანში (პოლონეთი);
▪️აკადემია იგნატიანუმი კრაკოვში (პოლონეთი).

🔷სამეცნიერო სესიების, დისკუსიებისა და სცენური კითხვის პარალელურად, პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებსაც.

#ზსუ

Address

Janashia 14
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University:

Shortcuts

Share