07/12/2025
⚫️ ლამზირა ფირცხელავა: „შ ა ვ ი ყ უ თ ი“ – ურღვევი საიდუმლო ⚫️
გთავაზობთ ლექსს, რომელიც ფილოსოფიური ანალიზისა და სულიერი სიღრმის რკინის მარწუხებშია მოქცეული. ლამზირა ფირცხელავა გვაიძულებს, დავფიქრდეთ, რა არის "ბედი" და რა იმალება ჩვენი არსებობის დასაბამში.
გ ა ხ ს ე ნ ი თ ! ! ! – წაიკითხეთ ლექსი, რომელიც სულს იღებს სანაცვლოდ.
შ ა ვ ი ყ უ თ ი
არარაობიდან ყველაფრისკენ რომ გავრბივართ ცდუნებათა
უარმყოფი სხეულიდან,
პირველი, რასაც ვეჯახებით,
მიწაზე მაღლა მყოფობის წყურვილია
და, როცა რკინის მარწუხებში ვექცევით,
სული რომ გვეჭყლიტება და
სიმაღლისკენ მივიწევთ,
ძვლების ჭრიალი რომ გვესმის
და მაინც თვალებში დაუდევრად
შემოგვყურებს_
წ უ თ ი_ ს ო ფ ე ლ ი,
ა ნ
ბ ე დ ი ს _ წ ე რ ა,
არ ვიცით, რომ, პირველი
რატომღაც წ უ თ ს
უკავშირდება,
არადა, არსებობის დასაბამიდან
უდასასრულო, მოღრიალე
მშფოთვარებაა_
მეცხრე ტალღის დაუდგრომლობა_
ზღვის ამოგდება ზღვარწაშლილი
კალაპოტიდან...
ს ო ფ ე ლ ი კ ი,
ამ შემთხვევაში რომ ბოლოსართივითაა,
მაცდურთა მოგონილია,
სულ რომ არ ჰგავს
ჩემს დედასოფელს...
ბ ე დ ი ს წ ე რ ა ,
რატომღაც მიუვალ სკალაზე
ქვებზე მობალახე ერკემალი მგონია,
ვთქვათ და, უეცრად ფეხი დაუცდეს,
ბ ე დ ს რომ მივაწერთ,
არადა, წ უ თ ი ს მოგონილია, რომ გაამართლოს თავისი არსებობა!!!
წ ე რ ა,
თუ მართლა ისაა,
სრულიად პატარამ, მხარზე რომ უფლის
ხელი ვიგრძენი
და ს ი ტ ყ ვ ა ს
პირველი ლექსი რომ შევბედე_ მწყერივით მინაბული უცოდველი ბავშვის სულში,
და თუ ეს არ არის
და იქ, სადღაც
ყველასთვის ცალ_ ცალკე სახელდაურქმეველი
წიგნი იწერება,
რკინის მარწუხებიც ჩვენი ნება არაა
და ვზივართ სადღაც_
მიწაზე მაღლა და
ც ა , ზე დაბლა
და დავყურებთ
შეუმჩნეველ წერტილივით
პააატარა დ ე დ ა მ ი წ ა ს,
წ უ თ ი ს ო ფ ე ლ მ ა
რომ დ ე დ ი ნ ა ც ვ ა ლ.ი
გაგვიხადა,
არადა, არ არსებობს არაფრის
ნ ა ც ვ ა ლ ი,
როცა არსებობს დაუსაბამო
პ ი რ ვ ე ლ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა!!!
და იბადება ათასი კითხვა:
" ლექსოო! რად იწერები?!"
" ს ო ფ ე ლ ო! წუთში როგორ ეტევი?!"
" როგორ ბადებ ფიროსმანს,
მონეს, ვან გოგს, თუ ვაჟას, შოთას, თუ
ტატოს, გალაკტიონს თუ ანას,
თუ ყველა საკუთარ წიგნს დავათრევთ
და ფერთა გამაც სხვაა
და წ ე რ ა ც_ ს ხ ვა!!!..ვერშეუცნობიდან წუხელ რომ ლექსი
დამაწერინე და სანაცვლოდ სული წაიღე,
ეს ჩემმა მეგობარმა
კანონზომიერებად ჩათვალა და
სწორუპოვრად დამამშვიდა,
" სულს მეორე ლექსზე დაგიბრუნებსო"!
მაღალი აკორდის დამშვიდებაა, ღმერთმანი!
აი, ისეთის , ტყის ორკესტრს რომ
დირიჟორობს პატარა მაესტრო,
და მე , ამ დროს ერთ რამეს ვფიქრობ,
რკინის მარწუხებზე ,
სადაც არსებობს ორი , ავი სიტყვისგან
შემდგარი
" შ ა ვ ი ყ უ თ ი",
რომელიც არ იმსხვრევა,
არ კვდება,
ფერი არ გაუდის,
არ იწვება,
შ ა ვ ი ა და შ ა ვ ი ა,
(ჩემი მწუხარე ფერივით)
და ამ მარადიულ სიშავეში
დევს მიწიერი თ უ ზეციური
ტ ა ბ უ ი რ ე ბ უ ლ ი
ს ა ი დ უ მ ლ ო!!!
და მ ე_
ტკბილად რომ მივირთმევ
ბალამწარას და ხვინჭებს_
თქვენგან წყალობასავით
მორთმეულებს,
და სულში მაცხოვრის ცრემლი
მიტირის,
ხმამაღლა ვყვირივარ;
გ ა ხ ს ე ნ ი თ ! ! !
გ ა ხ ს ე ნ ი თ ! ! !
ეს
შ ა ვ ი ყ უ თ ი ! ! !
ლამზირა ფირცხალავა
04.12.025.