17/05/2026
მეორე კლასი- სახალისო და საინტერესო აქტივობა “მუსიკა ანიმაციის სამყაროში”. მიზანი იყო მოსწავლეებს მოსმენითა და დაკვირვების გზით განევითარებინათ მუსიკალური სმენა, რიტმის აღქმა და მუსიკალური ჟანრების (ვალსი, მარში) გარჩევის უნარი. მოსწავლეებმა ნახეს ფრაგმენტები სხვადადხვა ანიმაციური ფილმებიდან : “ Pluto”, “ Tom end Jerry”, “ ბულბულის იუბილე” . მოსწავლეები ერთმანეთს მეგობრულად ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო სწრაფად ამოიცნობდა მუსიკის მახასითებლებს, ჟანრსა და ხასიათს. აქტივობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მუსიკის სწავლება თამაშითა და შემოქმედებითი მიდგომით უფრო საინტერესო, მარტივი და დასამახსოვრებელია❤️