16/06/2026
⚜️სსიპ სოფ.დარჩელის N-2საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ლამაზი,ფერადი და სახალისო ღონისძიებით გამოემშვიდობა დაწყებით კლასს🤝
ვუსურვებთ მათ ძალიან დიდ წარმატებასა და ბედნიერებას🥳❤️
Strengthening self-government at school(თვითმმართველობის გაძლიერება სკოლაში)
16/06/2026
⚜️სსიპ სოფ.დარჩელის N-2საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ლამაზი,ფერადი და სახალისო ღონისძიებით გამოემშვიდობა დაწყებით კლასს🤝
ვუსურვებთ მათ ძალიან დიდ წარმატებასა და ბედნიერებას🥳❤️
08/06/2026
🎵 მელომანი 🎵
დღეს ჩვენს სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა, ლიზი ჯაპავამ და ლელა ბიგვავამ, ჩაატარეს მუსიკალური და გასართობი აქტივობა „მელომანი“.
აქტივობის მონაწილეებმა გამოავლინეს მუსიკის ცოდნა, გამოიცნეს ცნობილი სიმღერები და შემსრულებლები, ხოლო მეგობრულ და მხიარულ გარემოში სასიამოვნოდ გაატარეს დრო.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს საინტერესო და სახალისო აქტივობისთვის, რომელმაც სკოლის დღე კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადა. 🎶✨
04/06/2026
დღეს ჩვენი
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში „საგონებელი“, რომლის ავტორი და ორგანიზატორია ნიკოლოზ ბიგვავა. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ასევე ჯანსაღი კონკურენციისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა. თამაშის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურის, მეცნიერებისა და ზოგადი განათლების მიმართულებებით. თამაშში მონაწილეობდნენ X და XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ცოდნა მრავალფეროვან საკითხებში წარმოაჩინეს. მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დავალებების შესრულებაში, რაც თამაშს საინტერესოსა და დინამიკურს ხდიდა. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, პოზიტიური გარემოთი და შემეცნებითი ღირებულებით. „საგონებელმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად საინტერესო, შემოქმედებითი და მოტივაციის მომცემი გამოცდილება.💖
:
01/06/2026
დღეს ჩვენს სკოლაში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად სპორტული ღონისძიება გაიმართა. დღე სავსე იყო ენერგიით, გუნდური თამაშებით, მხიარულებითა და დაუვიწყარი ემოციებით. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და ეს დღე განსაკუთრებულად აქცია! ⚽️🎉
დარჩელის N2 საჯრო სკოლის ბოლო ზარი.
🔔დღე, რომელიც სკოლას სამუდამოდ დარჩება!
ჩვენმა მე-12 კლასელებმა დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს სკოლას. მადლობა მათ ამ საოცარი წუთებისთვის, ლამაზი მოგონებებისა და იმ ენერგიისთვის,რაც მათ სკოლაში დატოვეს.სიამაყითა და სიყვარულით ვუსურვებთ მათ წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას. 🎓❤️
⚜️სსიპ ზუგდიდის რაიონ სოფ.დარჩელის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობა ულოცავს მეთორმეტე კლასს სკოლის დამთავრებას❤️🙏🏻
📸 იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო კოლაჟი ✨
#ბოლოზარი2026
კადრები ლიტერატურული კომპოზიციიდან
„ჩვენ ვიცნობთ ილიას“.✨❤️
18/05/2026
ჩვენს სკოლაში 11-ე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით - ,,ჩვენ ვიცნობთ ილიას“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესოდ და შინაარსიანად გააცნეს აუდიტორიას ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, მისი განათლება და მრავალმხრივი შემოქმედება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწერლის იდეებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
კომპოზიციის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილად იქცა ილიას შემოქმედებიდან ეპიზოდების სცენური წარმოდგენა - მოსწავლეებმა როლური შესრულებით გააცოცხლეს შემოქმედებიდან ფრაგმენტები, რამაც ღონისძიებას ემოციური და მხატვრული ელფერი შესძინა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა. მადლობას ვუხდით 11-ე კლასის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ მასწავლებელს როზეტა ზაქარაიას აქტიური მონაწილეობისა და მაღალი შემოქმედებითი დონისთვის✨😍
16/05/2026
⚜️გიწვევთ ბოლო ზარის ღონისძიებაზე.
22მაისს,12:00 საათზე🥳
29/04/2026
ჩვენს სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით🌍✨
პრეზენტაცია სავსე იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ვიდეოებითა და საინტერესო ინფორმაციებით, რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნენ გარემოს დაცვის შესახებ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობა🌱💚
განსაკუთრებული მადლობა მეათე კლასის მოსწავლეებს ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის!💚
25/04/2026
🎬 ჩვენს სკოლაში გაიმართა კინო ვიქტორინა!
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კინემატოგრაფიის სფეროში, ქართული და მსოფლიო კინოკლასიკის უკეთ გაცნობა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
ვიქტორინაში მონაწილეებმა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით უპასუხეს შეკითხვებს, გამოავლინეს ცოდნა და ლოგიკური აზროვნება. მეგობრულმა და სასიამოვნო გარემომ კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნა ეს გამოცდილება.
მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის და იმ პოზიტიური ემოციებისთვის, რომლებიც ამ დღემ მოგვიტანა! 🎥✨