ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი, Education, რუსთაველის ქუჩა #89, Zugdidi.

06/01/2018
03/01/2018

ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის 43 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საჩუქრად საახალწლო ნობათი გადაეცა.

სადღესასწაულო კალათები ბენეფიციარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიუტანეს.

სტუმრების პატივსაცემად საცხოვრისში, სოციალური პროექტის ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები"-ს ფარგლებში ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის, ინგირისა და ჩხორიას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

სოციალური პროექტი ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები" სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მეთოდისტმა ლელა ბექაურმა და ამავე ცენტრის ფსიქოლოგმა ეკა ბერიშვილმა შეიმუშავეს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები კი ,,თიბისი" ბანკი და ,,ლიბერთი ბანკი" არიან. პროექტს მხარდაჭერა, აგრეთვე შპს ,,ლეკომ" გაუწია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, წელს საახალწლო საჩუქრებს 550 ბენეფიციარს გადასცემს.

ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს მეთოდისტის, ლელა ბექაურისა და ფსიქოლო...
30/12/2017

ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს მეთოდისტის, ლელა ბექაურისა და ფსიქოლოგის, ეკა ბერიშვილის ექსკლუზიურმა პროექტმა სოციალური საცხოვრისის ბინადრებს წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა.
პროექტის ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ ფარგლებში სოციალური საცხოვრისის ბინადრმა 15 ოჯახმა 40 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათა მიიღო.
პროექტის ავტორთა საკურატორო ბაღების ინგირის №1, დაჩელის №2 და ჩხორიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა საცხოვრისის მობინადრეებისათვის საგანგებო კონცერტი გამართეს. მასპინძლებისა და სტუმრების საზეიმო განწყობას ლამაზი ელფერი მსახიობმა სესე მიქავამ შესძინა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი გოგი რევია, ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს დირექტორი ხათუნა თოლორაია, დირექტორის მოადგილე ელისო ჩემია, ცენტრის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
პროექტი ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, ვითიბი ბანკის, ლიბერთი ბანკის და შ.პ.ს ,,ლეკო"-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი მადლობას უხდის იდეის ავტორებს პრეცენდენტული პროექტის მომზადებისა და დონორი ორგანიზაციების მოძიებისათვის, პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციებს კი, პროექტის პარტნიორობისა და მონაწილეობისათვის.

28/12/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიასთან ერთად N12 საბავშვო ბაღსა და კახათის საბავშვო ბაღში გამართულ საახალწლო ზეიმს დაესწრო.

მაიზერ ნანავამ პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

27/12/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს ახალი წელია. ორი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა სუფევდა ...
27/12/2017

დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს ახალი წელია. ორი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა სუფევდა ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს 45-ვე საბავშვო ბაღში. შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი საახალწლო პროგრამები. პატარებმა ულამაზესი პროგრამებით გაულამაზეს მოწვეულ სტუმრებს და მშობლებს შობა-ახალი წლის წინა დღეები. ღონისძიებების ბოლოს ,,თოვლის ბაბუამ“ პატარები მათთვის საყვარელი ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ციცანა თოლორაია: ,,მინდა ყველა პატარას მივულოცო შობა-ახალი წელი. ამ ახალ წელს ბევრ სიახლეს და სურპრიოზს ვპირდებით პატარებს. ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ყველაფერი გავაკეთოთ მათი აღზრდა-განვითარებისთვის".

20/12/2017

"ხშირად ვიღებთ მეტყველების პრობლემებს, ტიკებს, სტრესებს..." - როგორ უნდა მოვიქცეთ

19/12/2017

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელების რ...

11/12/2017

Address

რუსთაველის ქუჩა #89
Zugdidi
2100

Telephone

577337613

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი:

Shortcuts

Share

Category