19/12/2024
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის
📢USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი იწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას მოსწავლეებისთვის.
📌ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად და მასში ჩართვა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს , როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებიდან, მიუხედავად იმისა ,წარმოადგენს თუ არა სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორს.
📌ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული მოსწავლე ჯერ უნდა დარეგისტრირდეს ოლიმპიადისთვის განკუთვნილ საიტზე https://civicscontest.ge და შემდეგ. 25 იანვრის 23:59 საათამდე გაიაროს რეგისტრაცია ოლიმპიადაზე.
🔷ოლიმპიადა სამი ეტაპისგან შედგება.
➡️ოლიმპიადის პირველი ეტაპი ტესტური სახისაა და 2025 წლის 30 იანვარს 16:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში, საიტზე https://civicscontest.ge გაიმართება.
მნიშვნელოვანია მონაწილეები გაეცნონ ოლიმპიადის საკითხავ მასალას, რომელზე წვდომაც საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
➡️ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც პირველი ეტაპის მსვლელობისას სხვა მონაწილეებთან შედარებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.
ოლიმპიადის მეორე ეტაპის დავალებაა ვიდეორგოლის შექმნა. აღნიშნული დავალების ზუსტი ინსტრუქციები მონაწილეებს მიეწოდებათ მოგვიანებით.
➡️ოლიმპიადის მესამე, ფინალური ეტაპი გაიმართება ფიზიკურ სივრცეში 5 დღიანი საზაფხულო ბანაკის სახით. მასში მონაწილეობას მიიღებს 22 მოსწავლე საქართველოს 11 რეგიონიდან, რომლებიც შეირჩევიან მეორე ეტაპზე წარმოდგენილი ვიდეორგოლების საფუძველზე. ფინალური ეტაპის 3 გამარჯვებული გამოვლინდება ადგილზე მიცემული დავალებების საფუძველზე. ისინი დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
შეკითხვების არსებობის ან დახმარების საჭირობისას, შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი გისურვებთ წარმატებას!
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა იმართება USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program -ის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.