პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ასოციაცია "ათინათი" და გაეროს ბავშვთა ფონდი , ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერი.
პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა, ნდობის მოპოვება და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში, რომელთა ძირითადი ნაწილიც კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს, დაარსდა ახალგაზრდული ცენტრები, სადაც ფუნქციონირებს 4 სხვადასხვა მიმართულების კლუბი: საბუნებისმეტყველო, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი და სამოქალაქო განათლების კლუბები. თითოეულ მათგანს ხელმძღვანელობს ლიდერი მოსწავლე და მასწავლებელი.
პროექტის ფარგელბში განხორციელებული აქტივობები:
>ყოველკვირეული კლუბური მუშაობა
>ტრენინგები
>სასწავლო ვიზიტები
>მცირე გრანტების კონკურსები
>შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, >ექსპერტებთან;
>სხვადასხვა ინიციატივების ორგანიზება
>სათემო, საქველმოქმედო და >მოხალისეობრივი აქტივობები
>ფოტო და ვიდეო კონკურსები
>თანატოლთა განათლების ტრეინინგები;
>რადიო–გადაცემები
>სპორტული შეჯიბრებები
>ოლიმპიადები
>კონფერენციები
>ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები..
პროექტის პირდაპირი მოსარგებლეების რაოდენობა: 600 მოსწავლე; 40 მასწავლებელი; 10 დირექტორი. Web: http://youthpdatinati.wordpress.com/
Youtube:https://www.youtube.com/channel/UCBSe3eHieD_NGyioqNX7dfQ
soundcloud: https://soundcloud.com/youthpd-atinati