More learning and less teaching club

More learning and less teaching club სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი,,More learning and less teaching.''

🔔სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს „შექსპირის კვირეული“ (ხელმძღვანელი: ჯილდა ფიფია).🌟დღეს, 28 ...
29/04/2025

🔔სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს „შექსპირის კვირეული“ (ხელმძღვანელი: ჯილდა ფიფია).

🌟დღეს, 28 აპრილს, მე-11 კლასის მოსწავლეებმა — ანრი ნარსიამ, ანანო კეზუამ და ქრისტინე ხუბულავამ — ჩაატარეს ღონისძიება ,, პირველი ნაბიჯები შექსპირის სამყაროში”.

✨ღონისძიება მოიცავდა: საინფორმაციო პრეზენტაციებს,სახალისო აქტივობებს, ვიქტორინასა და კროსვორდებს
III, Vა, და Vბ კლასის მოსწავლეებისთვის.

💥ღონისძიება გამორჩეული იყო თბილი გარემოთი და ბავშვების აქტიური ჩართულობით. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ, სვამდნენ კითხვებს და სიამოვნებით მონაწილეობდნენ ყველა აქტივობაში.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

🫶ღიმილიანი სახეები და ბავშვური სიხარული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ შემოქმედებით პროცესში ჩართულობა.

📸გიზიარებთ, ღონისძიების ამსახველ კადრებს

✨სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შექსპირის კვირეული გრძელდება🔹სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განსაკუთრე...
25/04/2025

✨სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შექსპირის კვირეული გრძელდება

🔹სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების გაცნობასა და შემოქმედების პოპულარიზაციას. ამჯერად, სკოლის სასწავლო სივრცე უილიამ შექსპირის უკვდავ ნაწარმოებებს დაეთმო.

🔹შექსპირის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯილდა ფიფია ( ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი),
VII, VIII და XI კლასების მოსწავლეებმა შექსპირის ცნობილი სონეტები ორ ენაზე — ინგლისურად და ქართულად წარმოადგინეს.

🔹მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ინტერპრეტაციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად აქტუალურია შექსპირის პოეზია დღევანდელ რეალობაში და როგორი შთაგონების წყაროა ის თაობებისთვის.

🔹ღონისძიება ემსახურება მოსწავლეების ენობრივი უნარების განვითარებას, ინგლისური ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებასა და თავისუფალი აზრის გამოხატვის ხელშეწყობას.

🔹ღონისძიებას ამავე სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნატო ჩიხლაძე ესწრებოდა მან დადებითად შეაფასა ღონისძიება და შემდგომი წარმატებები უსურვა.

🔹შექსპირის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით გრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო წამოწყებას ჰპირდება როგორც მოსწავლეებს, ასევე ყველა დაინტერესებულ სტუმარს.

💠მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლაში შექსპირის კვირეული მიმდინარეობს.🔹დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი ღონისძიები...
01/04/2025

💠მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლაში შექსპირის კვირეული მიმდინარეობს.

🔹დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი ღონისძიების საბოლოო დეტალები შევაჯამეთ.

⚜️2025 წლის 07 მარტს, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში შექსპირისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებ...
08/03/2025

⚜️2025 წლის 07 მარტს, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში შექსპირისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიება პროექტის ავტორმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა ჯილდა ფიფიამ გახსნა.

🔹გახსნის ცერემონიალზე სკოლის მოსწავლეებმა ანრი ნარსიამ და ნინო სიჭინავამ წარმოადგინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები უილიამ შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

🔹გარდა ამისა, მოსწავლეებმა, მარიამ კვაშილავამ და ნია გეგეჭკორმა დამსწრე საზოგადოებას მისი უკვდავი სონეტები გააცნეს.

🔹 ღონისძიებას სკოლის დირექტორი, ნატო ჩიხლაძე, ესწრებოდა. მან დადებითად შეაფასა, მონაწილეთა შრომა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა.

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ჯილდა ფიფიას ინიციატივით, სკოლაში შექს...
27/02/2025

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ჯილდა ფიფიას ინიციატივით, სკოლაში შექსპირის კვირეული იგეგმება.

კვირეულის პირველი შეხვედრა 07 მარტს, სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართება, სადაც მოსწავლეები წარმოადგნენ პრეზენტაციებს, უილიამ შექსპირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება მისი ბიოგრაფია, ხოლო დისკუსიის თემა იქნება „რატომ არის შექსპირი დღემდე აქტუალური?“

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ და იმსჯელონ შექსპირის ნაწარმოებების მნიშვნელობაზე თანამედროვე კულტურაში. 🎭📖 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

🎅Merry christmas and happy new year!🌟Wishing you peace, happiness, and good luck this year.
31/12/2023

🎅Merry christmas and happy new year!

🌟Wishing you peace, happiness, and good luck this year.

For English scroll down👇🫰22 დეკემბერს, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბში ,,More learning and less te...
22/12/2023

For English scroll down👇
🫰22 დეკემბერს, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბში ,,More learning and less teaching club.''- ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი.

✨შეხვედრის დასასრულს, კლუბის წევრებმა შეაჯამეს შესწავლილი საკითხები და სამომავლო აქტივობებიც დაგეგმეს.

🌟შეხვედრას უძღვებოდა ამავე კლუბის ლიდერი: ანრი ნარსია

🫶ხელმძღვანელი პედაგოგი: ჯილდა ფიფია

🫰On December 22, the English language club "More Learning and less Learning club" of public school N6 of Zugdidi city held a meeting on the topic: healthy lifestyle.

✨At the end of the meeting, club members summarized the learning issues and planned future activities.

🌟The meeting was chaired by the leader of the same club: Anri Narsia

🫶teacher:Jilda Fifia

📣სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი ,,More learning and less teaching.''- იწყებს წევრების მიღებას...
17/12/2023

📣სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი ,,More learning and less teaching.''- იწყებს წევრების მიღებას.
✨თუ ხარ სსიპ ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლე და გსურს გაიღვივო ინგლისური ენის მიმართ ინტერესი და ცოდნა, განავითარო სამეტყველო უნარ-ჩვევები
📌შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc73o9BRoDodBGCh8-njbRHhPz6SR5dmMVUz8aHxVycLMPtQ/viewform?usp=sf_link
🫶გაწევრიანდი
🫵ჩვენ გელოდებით შენ!

📣სსიპ ქალაქ ზუგდიდის  მე-6 საჯარო სკოლაში , მოსწავლეებისა და მასწავლებლის ჯილდა ფიფიას ინიციატივით დაარსდა ინგლისური ენი...
22/11/2023

📣სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში , მოსწავლეებისა და მასწავლებლის ჯილდა ფიფიას ინიციატივით დაარსდა ინგლისური ენის კლუბი,, More learning and less teaching club.''

🌞 17 ნოემბერს კი გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა .წევრებმა შეიმუშავეს კლუბის წესდება, განიხილეს,კლუბის ძირითადი მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა.

💫ასევე კლუბის წევრებმა აირჩიეს ლიდერი მოსწავლე. კანდიდატურა 3-მა მოსწავლემ წარადგინა.

✨️ხმათა უმრავლესობით ანრი ნარსიამ გაიმარჯვა, და გახდა კლუბის ლიდერი.

Address

თავისუფლების 146
Zugdidi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when More learning and less teaching club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share