სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა, School, ცოტნე დადიანის ქუჩა N8, Zugdidi.

12/09/2026

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ გადასცეს.

“ზუგდიდში 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი გვყავს ეს მხოლოდ 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებია.
მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული თაობა იზრდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. განათლება ჩვენი მომავლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია და სწორედ განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად მივულოცე და მათი შრომისა და დამსახურების აღსანიშნავად, სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დავაჯილდოვეთ.

ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ პირობები საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვნად განსავითარებლად. განათლებისა და განვითარების გზაზე ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მხარდამჭერი, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის კიდევ უფრო ძლიერი და პერსპექტიული მომავალი. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ახალგაზრდას და ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და მშობელს, ახალგაზრდების წარმატებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი როლისთვის”- აღნიშნა დავით კოდუამ.

ახალგაზრდებს სიტყვით სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მიმართა:

„თითოეულს გილოცავთ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი საფეხურის წარმატებით დასრულებას. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამისთვის, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს - მის შედეგებზე კი არაერთი მიმართულებით არსებული მიღწევები საუბრობს.

მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, რომლებიც დღეს ყველაზე ამაყები არიან, რადგან ამხელა ქალაქში, ამდენ მოსწავლეში ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.

12/09/2026

🤖🚀 ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოსწავლეებისთვის!
ოქტომბრიდან სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი!🤖🏨
💫❤️თუ გიყვარს ტექნოლოგიები, კონსტრუქტორები, საინტერესო გამოწვევები და ახალი იდეების შექმნა, მაშინ რობოტიკის კლუბი შენთვისაა! 🤖
კლუბში IV–VI კლასის მოსწავლეები:
🔹 გაეცნობიან რობოტიკისა და ტექნოლოგიების სამყაროს;
🔹 განივითარებენ ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას;
🔹 ისწავლიან პრობლემების გადაჭრას პრაქტიკული დავალებებით;
🔹 ააწყობენ და დაპროგრამებენ რობოტებს;
🔹 იმუშავებენ გუნდურად და შექმნიან საკუთარ პროექტებს;
🔹 მონაწილეობას მიიღებენ სახალისო მისიებსა და ტექნოლოგიურ გამოწვევებში.
🧠 აქ სწავლა პრაქტიკით, თამაშითა და აღმოჩენებით ხდება!
📅 დაწყება: ოქტომბრიდან
👩‍🎓 სამიზნე ჯგუფი: IV–VI კლასის მოსწავლეები
⏰ შეხვედრები: კვირაში 1 დღე
🤖 კლუბს უხელმძღვანელებს: კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - სოფიო ბენდელიანი.

💫"შექმენი შენი მომავალი!"🤖
💫„ერთი იდეა — დიდი მომავალი!“ 🤖🚀

12/09/2026

🔈2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

🔹უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3715

12/09/2026

🔈განახლებული „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისათვის ⤵

🔷შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.

🔷პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბერის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:
🔹საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
🔹საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
🔹პროგრამის სწავლის საფასური;
🔹ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

🔷აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

🔷დეტალურად: https://naec.ge/?fbclid=IwAR3zqXIFBZh__Lwk2D2Gm0-_x-PhpGKEg5jbyIQoll7w1zLuSHfJ2rqrEDo #/ge/post/3718

12/09/2026

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაე...

12/09/2026

🟩ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა #რეგისტრაცია 14 სექტემბრის ჩათვლით.
🟩ჯანაშიას 14, კორპუსი II, სართული II, ოთახი 210.
577315751; 577348457

Address

ცოტნე დადიანის ქუჩა N8
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

551517631

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category