18/12/2025
🎄❄️სსიპ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ტარდება საქველმოქმედო საშობაო ღონისძიება. ჩვენი აქციის მიზანია დავეხმაროთ სხვადასხვა ოჯახებს და შევუმსუბოქოთ ყოველდღიური პრობლემები, ასევე ვაჩვენოთ საზოგადოებას კეთილი მაგალითი.🎄❄️
ჩვენი სკოლიდან გაიგზავნება დახმარების სიგნალი, ჩაერთვება ყველა მოსწავლე და ერთად შევქმნით უკეთეს გარემოს საჭირო ადამიანებისათვის.
ჩვენი სკოლა მოგიწოდებთ სიკეთისაკენ და ვაჩვენებთ საზოგადოებას კეთილ მაგალითს.
🆘‼️
საშობაო საქველმოქმედო აქცია ტარდება სამშაბათს 23 დეკემბერს. გამართული იქნება საშობაო ბაზრობა, მოეწყობა სხვადასხვა დახლები.
🎈🎊მშობლებო, მოსწავლეებო, ვითხოვთ თქვენს დახმარებას რათა შევუქმნათ ოჯახებს დაუვიწყარი დღე.
📩ღონისძიებისთვის გროვდება: არამალფუჭებადი პროდუქტები,საახალწლო აქსესუარები,სხვადასხვა ნივთები.
🪄ჩაბარების ბოლო დღე ორშაბათი,ხოლო სამშაბათს დილის საათებიდან ჩვენს სკოლაში მოეწყობა საქველმოქმედო ყიდვა/გაყიდვა.🎁🎄