24/04/2026
📌სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა აქტივობა.
🔗პროექტის ფარგლებში: • შეიქმნა პრეზენტაცია PowerPoint-ში
• მოიძიეს, დაამუშავეს და წარმოადგინეს ინფორმაცია
• ფორმატის ქაღალდზე შეიქმნა თემატური ნახატები
• შეიქმნა ციფრული პოსტერები
• ჩატარდა კითხვარი
• მოსწავლეებმა საკუთარი ხედვით გამოსახეს დედამიწა
📍მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა დედამიწის შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებში, გამოხატეს საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები, განუვითარდათ გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები, ასევე მეტად გააცნობიერეს ბუნების დაცვის მნიშვნელობა.
💚დედამიწის დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და სწორედ ასეთი აქტივობებით ვზრდით მომავალ თაობაში ეკოლოგიურ ცნობიერებას.