მოქალაქეობის კლუბი ''თემიდა''

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • მოქალაქეობის კლუბი ''თემიდა''

მოქალაქეობის კლუბი ''თემიდა'' სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი-,,თემიდა”.

18/12/2025

🗓️ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საყობელთაო დეკლარაციის მიღების დღეა!

⚜️ გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ!

⚜️ 9 დეკემბერს მოქალაქეობის კლუბი “თემიდას” ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველ ლევან პაპავასთან.⚜️შეხვედრა ეხ...
10/12/2025

⚜️ 9 დეკემბერს მოქალაქეობის კლუბი “თემიდას” ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველ ლევან პაპავასთან.

⚜️შეხვედრა ეხებოდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, მათი აღმფოხვრის ტექნიკებსა და სამართლებრივ მიდგომებს.

⚜️მოსწავლეებს მიეცათ საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ გამართულ დისკუსიაში რომლის მთავარი მიზანიც განხილულ თემებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება გახლდათ!

⚜️ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა!❗️ეს დღე ისტორიულად უკავშირდება 1960 წელს დომინიკელთა...
28/11/2025

⚜️ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა!

❗️ეს დღე ისტორიულად უკავშირდება 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას.

🌐 25 ნოემბერს ასევე იხსნება 16-დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია!

👉🏻 ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ფილმის ჩვენებითა და დისკუსიით.

შეხვედრას უძღვებოდა კლუბის ლიდერი ლიკა ჭითანავა.

#არაძალადობას #არაფემიციდს

🔶 შეიმეცნე ჩვენთან ერთად! 🔷 ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხ...
21/11/2025

🔶 შეიმეცნე ჩვენთან ერთად!

🔷 ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს.

🗓️25 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

🔆 სწორედ ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის 3-4 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა:

⚜️ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება
⚜️სახალისო აქტივობებით
ტოლერანტობის მაგალითების იმპლემენტაცია
⚜️მოსწავლეებს შორის შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბება

შეხვედრას უძღვებოდნენ კლუბის ლიდერი (ლიკა ჭითანავა) და ამავე კლუბის წევრები.
ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნესტან კიკალია

#ტოლერანტობა #ტოლერანტობისდღე #გახდიტოლერანტი

❗️კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია!📍 დღეს ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში, მოქალაქეობის კლუბ “თემიდას” ორგანიზებით ჩატარდა მოკ...
03/11/2025

❗️კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია!

📍 დღეს ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში, მოქალაქეობის კლუბ “თემიდას” ორგანიზებით ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება რომელიც ეხებოდა თემას “კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება”.

დამატებითი ქვიზისა და სიტუაციური შეკითხვების პარალელურად გაიმართა დისკუსია რომლის მიზანი გახლდათ მოსწავლეებს შორის ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა ინტერნეტსივრცეში.

დისკუსიის შედეგად კი მოსწავლეებმა შეძლეს პასუხის გაცემა ჩამოთვლილ კითხვებზე:

⚜️როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან?
⚜️რამდენად უსაფრთხოა სოციალური ქსელები?
⚜️როგორ უნდა ვაკონტროლოთ სხვადასხვა მასალების ხელმისაწვდომობა ჩვენს პირად გვერდებზე?
⚜️რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევიქმნათ უსაფრთხო ინტერნეტსივრცე?

#კიბერუსაფრთხოება #უსაფრთხოინტერნეტსივრცე #დაიცავითჩვენისამყარო

📌 შემოგვიერთდი და აიმაღლე ცნობიერება ჩვენთან ერთად!❗️ოქტომბერი გამოცხადებულია კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღ...
30/10/2025

📌 შემოგვიერთდი და აიმაღლე ცნობიერება ჩვენთან ერთად!

❗️ოქტომბერი გამოცხადებულია კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ - როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

❓რა არის კიბერუსაფრთხოება?

კიბერთავდაცვა, იგივე კიბერუსაფრთხოება, სისტემების, ქსელებისა და პროგრამების კიბერშეტევებისა და არაავტორიზებული შეღწევისგან დაცვაა. ამ ყოველივემ შეიძლება უდიდესი ზიანი მოუტანოს როგორც მსხვილ კომპანიებსა და დიდ ბიზნესებს, ასევე თითოეულ ჩვენგანს.

🎯 ამიტომაც მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა ხერხებს უნდა მივმართოთ უსაფრთხო ინტერნეტსივრცის შესაქმნელად!

#კიბერუსაფრთხოება #დაიცავითჩვენისამყარო #კიბერუსაფრთხოებისთვე

✨ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით დაიწყო! დღეს გაიმართა მოქალაქეობის კლუბის “თემიდას” პირველი საინფორმაციო შეხვედრა ...
24/10/2025

✨ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით დაიწყო!

დღეს გაიმართა მოქალაქეობის კლუბის “თემიდას” პირველი საინფორმაციო შეხვედრა სადაც ⬇️

📍დამსწრეებმა შეიტყვეს კლუბის ზოგადი საქმიანობის, მიზნებისა და ისტორიის შესახებ

🗣️ კლუბის წევრებმა გაიცნეს ერთმანეთი

💡დაიგეგმა სამომავლო აქტივობები

წარმატებები “თემიდას”! ❤️

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, ზუგდიდის ტექნოპარკში დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა....
06/06/2024

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, ზუგდიდის ტექნოპარკში დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

👥️ შერჩეული მონაწილეები პროექტის განმავლობაში გუნდურად მუშაობდნენ მათ იდეებზე.

🏆პრეზენტაცია წარმოადგინა ყველა მონაწილე გუნდმა და გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცათ👇

●ბრენდირებული ჩანთები
●ბრენდირებული ბლოკნოტები
●სერტიფიკატები გამარჯვებისთვის
●ზუმერის 100 ლარიანი ვაუჩერები

ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი.

სიახლეებისთვის გამოგვყევით👇

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.პროექტის ფარგლებში შერჩ...
05/06/2024

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები გადიან გადამზადებას მეწარმეობის მიმართულებით და პარალელურად მუშაობენ მათ იდეებზე.

👥️ამჯერად, მონაწილეები შეხვდნენ მეწარმეს-მიშა ჩხოლარიას, "ხელოვნების ფაბრიკაში", სადაც ისაუბრეს მის გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და გაუზიარეს მათი იდეებიც.

ხელოვნების ფაბრიკა

სიახლეებისთვის გამოგვყევით👇

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.👥️პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ...
05/06/2024

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.

👥️პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ტექნოპარკის მენეჯერს-ანუკი ასათიანს და წარუდგინეს მათი იდეები.

👉მონაწილეები აქტიურად მუშაობენ პროექტებზე და ემზადებიან დაჯილდოების დღისთვის.

სიახლეებისთვის გამოგვყევით👇

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.👥️პროექტის მონაწილეები ...
09/05/2024

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

👥️პროექტის მონაწილეები შეხვდნენ მეწარმეებს-ედო ფარცვანიას, მიშო ჩხოლარიას და ციცინო შენგელიას.

👉მეწარმეებმა ისაუბრეს საწარმოების მნიშვნელობაზე და გაუზიარეს მონაწილეებს მათი გამოცდილება.

💁‍♀️შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ხაზი გაესვა ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპულ მომავალს🇪🇺🇬🇪❕️

სიახლეებისთვის გამოგვყევით👇

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.👥️პროექტის მონაწილეები ...
29/04/2024

🚀საგრანტო პროექტ-,,ინოვაციების ხელშეწყობა მეწარმეობაში" ფარგლებში, შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

👥️პროექტის მონაწილეები შეხვდნენ გიორგი ქარდავას და ისაუბრეს მეწარმეობაზე და წამოწყებული საქმიანობიდან შემოსავლის მიღების მომგებიან გზებზე.

სიახლეებისთვის გამოგვყევით👇

Address

კოსტავას ქუჩა
Zugdidi

Telephone

+995592613099

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოქალაქეობის კლუბი ''თემიდა'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მოქალაქეობის კლუბი ''თემიდა'':

Shortcuts

Share

Category