რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობა

რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობა, School, Zugdidi.

საინტერესოდ ჩაიარა დედაენის კვირეულმა "ენა დედაა ერისა" ჩვენს სკოლაში. დაგეგმილი აქტივობები იყო მრავალფეროვანი, მხატვრულ...
19/04/2024

საინტერესოდ ჩაიარა დედაენის კვირეულმა "ენა დედაა ერისა" ჩვენს სკოლაში. დაგეგმილი აქტივობები იყო მრავალფეროვანი, მხატვრულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი ხასიათის. ჩართული იყვნენ სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით სამივე საფეხურის მოსწავლეები.
აქტივობები მიმართული იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და ამ დღის არსის უკეთ გასააზრებლად.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ თითოეულ აქტივობაში, ემოციურად და დამაჯერებლად წაიკითხეს ლექსები, ესეები, შეასრულეს ილუსტრაციები მოსმენილი ტექსტიდან, შდამბეჭდავი იყო პრეზენტაციები, დისკუსია, სადაც თითოეულმა მთელი გულწრფელობით დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება და როლი ენის სიწმინდის დაცვის საქმეში ფრაზით - "არა ბარბარიზმებს"!.
ფინალურ ნაწილში მოსწავლეებმა წატმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი, სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.
კვირეულის ნამუშევრებით:კალიგრაფიული ხელნაწერებით, ილუსტრაციებით და კედლის გაზეთით დამშვენდა სტენდი.
მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სახელით თითოეულ მონაწილეს გულისხმიერებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ სიყვარულისთვის რომელიც თითოეულ მათ სიტყვაში და ქმედებაში იყო.

გუშინ და დღეს რიყის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება "იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო", რომელშიც ჩართული ი...
28/02/2024

გუშინ და დღეს რიყის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება "იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო", რომელშიც ჩართული იყვნენ
დაწყებითი-საბაზო საფეხურის მოსწავლეები, თვითმმართველობის წევრები და მასწავლებლები. მხატვრულად იქნა წაკითხული ნაწყვეტები ქართული კლასიკური და უცხოური ლიტერატურის შედევრებიდან. იყო შთაბეჭდილებათა ურთიერთგაზიარება. მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს წიგნის როლზე მათ ცხოვრებაში. მსგავსი შეხვედრები და აქტივობები ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ამაღლებს პასუხისმგებლობას მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. მადლობა ორგანიზატორებს ამ მშვენიერი დღისთვის.

23/02/2024

ჩვენს სკოლაში გაიმართა 1921 წლის 25 თებერვალს მამულისათვის თავგანწირულ მებრძოლთა, იუნკერთა ხსოვნის აღსანიშნავად ღონისძიება "ჩვენ გვახსოვს 25 თებერვალი" მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები და ისაუბრეს ოკუპანტების სისასტიკეზე, რასაც მოჰყვა ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა. გამოსვლები იყო ემოციური, იყო ცრემლი და გზავნილი "არა, ოკუპაციას".

18/02/2024

ერთი სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე ჩვენი სოფლის დამსახურებულ მასწავლებელთან.
შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა...
მადლობა დღევანდელი დღისთვის, ლამარა მასწავლებელო.

რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო ფრენბურთის მატჩი,რიყის საჯარო სკოლის და ჭკადუშის საჯარო სკოლის ფ...
12/06/2023

რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო ფრენბურთის მატჩი,
რიყის საჯარო სკოლის და ჭკადუშის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდებს შორის.🏐
⭕️პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

12/06/2023

რიყე VS ჭკადუაში🤭

⭕️რიყის საჯარო სკოლაში,თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში მოეწყო მხიარული სტარტები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.გა...
12/06/2023

⭕️რიყის საჯარო სკოლაში,თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში მოეწყო მხიარული სტარტები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.
გამარჯვებულ კლასს გადაეცა სიმბოლური პრიზი🎳
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაკეთებული ნინი ჯალაღონიას გამოფენა🤩
01/06/2023

რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაკეთებული ნინი ჯალაღონიას გამოფენა🤩

01/06/2023
11.05.2023რიყის სკოლის მორიგი გამარჯვება❤️ზედაეწერის საჯარო სკოლამ ჩაატარა ინტელექტუალური თამაში “წიგნების თარო”.📌რიყის ...
13/05/2023

11.05.2023
რიყის სკოლის მორიგი გამარჯვება❤️
ზედაეწერის საჯარო სკოლამ ჩაატარა ინტელექტუალური თამაში “წიგნების თარო”.
📌რიყის სკოლის გუნდი ჩამოყალიბდა თვითმმართველობის მიერ.
📌თამაშში მონაწილეობას იღებდა აბასთუმნის,რიყის და ზედაეწერის საჯარო სკოლა.
📌გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ პრიზებით.

დიდ მადლობას ვუხდით ზედაეწერის საჯარო სკოლის თვითმმართველობას.

Address

Zugdidi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რიყის საჯარო სკოლის თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category