მათემატიკის მასწავლებელი ბარამიას კორპუსებთან

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • მათემატიკის მასწავლებელი ბარამიას კორპუსებთან

მათემატიკის მასწავლებელი ბარამიას კორპუსებთან მათემატიკის გაკვეთილები უმაღლესი ხა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📚 მათემატიკაში მოსწავლეების მიღება (III კლასიდან)ვიწყებ მოსწავლეების ჩაწერას ახალი სასწავლო წლისთვის. გაკვეთილები დაიწყე...
10/06/2026

📚 მათემატიკაში მოსწავლეების მიღება (III კლასიდან)

ვიწყებ მოსწავლეების ჩაწერას ახალი სასწავლო წლისთვის. გაკვეთილები დაიწყება აგვისტოს ბოლოს.

უპირატესობას ვანიჭებ III, IV და V კლასის მოსწავლეებს, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება მათემატიკის მყარი საფუძველი, ლოგიკური აზროვნება და სწავლის სწორი ჩვევები. ჩემი მიზანია არა მხოლოდ კონკრეტული თემების ახსნა, არამედ მოსწავლესთან გრძელვადიანი მუშაობა და მისი ეტაპობრივად განვითარება მომდევნო კლასების განმავლობაში.

ასევე მივიღებ მოსწავლეებს, რომლებსაც ზაფხულის პერიოდში სურთ ცოდნის გაღრმავება, ჩამორჩენილი მასალის ათვისება ან არსებული ხარვეზების გამოსწორება, რათა ახალი სასწავლო წელი უფრო თავდაჯერებულად დაიწყონ.

✔️ ინდივიდუალური მიდგომა
✔️ მასალის საფუძვლიანი და გააზრებული სწავლება
✔️ ცოდნის ხარვეზების შევსება
✔️ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება
✔️ რეგულარული უკუკავშირი მშობელთან

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან თითოეულ მოსწავლეს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობ.

📩 ჩაწერა უკვე დაწყებულია 🤍✨

ღია გაკვეთილი 🥰😇
05/02/2022

ღია გაკვეთილი 🥰😇

05/03/2021
05/03/2021

Working time 🌷🌝📚

27/01/2021

👀

27/01/2021

🥱😴

27/01/2021

#იცითთუარარომ? 💜

27/01/2021

#ამოცანა 👇

27/01/2021

🔔 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

🔜 რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

⚠️ აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

❌ რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

💬 მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, უწყებათაშორის საბჭოზე, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლების შესახებ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კერძოდ, 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით, ანუ საკლასო ოთახებში გაგრძელდება 1 მარტიდან. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული ეპიდსიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები.

მინდა აღვნიშნო, რომ, რასაკვირველია, ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული.

აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი გაგრძელებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული, ანუ ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება.

გარდა ამისა, სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში: პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს და გააგრძელებს, რასაკვირველია. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.

რაც შეება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.“

27/01/2021

მათემატიკის მეცადინეობა სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 📖მეცადინეობის მსურველები დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში💙

Address

თათარიშვილის ქუჩა, 79
Zugdidi

Telephone

+995591058075

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მათემატიკის მასწავლებელი ბარამიას კორპუსებთან posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category