11/06/2025
ქ.ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქიმიის კვირეული (პედაგოგი ინეზა შენგელია და სკოლის თვითმმართველობა)
🧪დღე I- ჯგუფების დაკომპლექტება, სადაც მოსწავლეები გაერთიანდნენ სურვილის მიხედვით. მათ მიეცათ დაბალება შეექმნათ ჯგუფის ემბლემა და დაეწერათ აკოსტიქი თავის თავზე, სადაც ყველა სტროფში ჯგუფის სახელწოდებების რაღაც თვისებაზე იყო მინიშნებული. შეავსეს ქიმიური კროსვორდი.
🧪დღე II- ქიმიური შინაარსის ინტელექტუალური თამშები.
შეჯიბრების ფორმა:
თამაში-შეჯიბრი:”ქიმიური რეაქციის საოცარი არითმეტიკა”
ა)იყო ერთი, გახდა ორი.
ბ)იყო ორი, გახდა ერთი.
გ)იყო ორი, დარჩა ორი.
თამაში-შეჯიბრი: “კომპასი”, სადაც ცნობარად გამოყენებული იყო პერიოდული სისტემა (ელემენტების სახელწოდების ისტორია).
თამაში:”გაიფართოვე ცოდნა ბჭობით”
თამაში:”მსურს ყველაფერი ვიცოდე”
თამაში:”ქიმიური გამოცანა”
🧪დღე III- ექსპერიმენტული სახალისო ცდები.
🧪დღე IV- მინი კონფერენცია თემაზე “მწვანე ქიმია”, რომლის მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც ქიმიურ წარმოებას ეკოლოგიურად უსაფრთხოს გახდის და ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. იგი მოიცავს 12 ძირითად პრინციპს, რომლებზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.