23/10/2025
👉 ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გიბრუნდებათ რუბრიკით “გაიცანი მასწავლებელი უკეთ”,რომლის რესპოდენტი გახლავთ ქიმიის წამყვანი მასწავლებელი
ქ-ნ ხათუნა ქვარცხავა.
1️⃣ რომელ საგანს ასწავლით და რატომ აირჩიეთ ეს საგანი?
👩💻მე ვარ ხათუნა ქვარცხავა, ქიმიის პედაგოგი. აღნიშნული საგანი ავირჩიე, რადგან ქიმია ჩემი დიდი ინტერესის სფეროა. ქიმიას სკოლაში განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი. გადაწყვეტილი მქონდა გავმხდარიყავი ექიმი. თუმცა ვერ გავბედე, ამიტომ გავაგრძელე სწავლა ქიმიის ფაკულტეტზე და დღესაც კეთილად ვემსახურები ამ პროფესიას.
2️⃣ რატომ გადაწყვიტეთ ქიმიის კლუბის შექმნა?
რა ხდება იქ ისეთი, რასაც ჩვეულებრივ გაკვეთილზე ვერ ვისწავლით?
👩💻არაფორმალური მიმართულებით ხორციელდება უამრავი ღონისძიება. ცხადია არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეების განვითარებაში,ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო ამ პროცესს. დაახლოებით 12 წელია “ქიმიკოსთა სამეფო კლუბს” ვხელმძღვანელობ. წელსაც აქტიურად დავიწყეთ მზადება კლუბის ახალი სამუშაო პროგრამისთვის. შევჯერდით,რა უნდა განვახორციელოთ მიმდინარე სასწავლო წელს კლუბის სამუშაობ პროგრამის ფარგლებში. წლის ბოლოს გაკეთდება ანგარიში,სადაც გამოიკვეთება რა იყო მნიშვნელოვანი და საგულისხმო. კლუბში გაწევრიანებულია 20-25 აქტიური მოსწავვლე,რომლებიც დაინეტერესებული STEM საგნებით.
3️⃣ როგორია თქვენი სწავლების სტილი?
👩💻მიმაჩნია,რომ თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ. ვფიქრობ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ გაკვეთილებს ვატარებ. უპირატესობას ვანიჭებ თამაშით სწავლებას.მოსწავლეებს ვთავაზობ მრავალფეროვან აქტივობებს,რომელსაც ვაორგანიზებ თემის სირთულის მიხედვით.სხვადასხვა ფორმით ვთავაზობ მოსწავლეებს თემატურ გაკვეთილებს, სირთულის მიხედვით აქტივობებს ვაორგანიზებ. ვფიქრობ,რომ ეს უფრო პროდუქტიულია. ამასთანავე რეგულარულად ვატარებ ლაბორატორიულ სამუშაოებს.
4️⃣ ვიცით, რომ ამ ზაფხულს ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მოგენიჭათ. როგორი იყო ეს მომენტი, რა იგრძენით პირველად და რას ნიშნავს ეს წოდება თქვენთვის?
👩💻 პირველი,რაც იყო ნამდვილად ვიტირე, თვალი ცრემლებით ამევსო.ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი მომენტი იყო. ჩემი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში, რაც მიმუშავია, რაც სული და გული ჩამიდია ჩემს საქმიანობაში, ყველაფერი დამიფასდა. ეს წოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნებისმიერი მასწავლებლისთვის. ასევე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ქ-ნ ნათიას. აგრეთვე, ჩემს მოსწავლეებს,რადგან რომ არა ისინი მე ამას ვერ შევძლებდი. მათი თანადგომა, თანამშრომლობა და დირექციის მხარდაჭერა ყოველთვის მაძლევდა და დღემდე მაძლევს მოტივაციას. მე ვარ ბედნიერი და კიდევ უფრო მეტი თავდადადებით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.
5️⃣ რა რჩევებს მისცემდით დღევანდელ ახალგაზრდებს?
👩💻რჩევას მივცემდი:ისწავლონ,იყვნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში, გაიაზრონ რომ ეს მნიშვენოლავანი ნაწილია მათ ცხოვრებაში. დრო არ უნდა დაკარგონ, თითოეული წუთი, წამი მნიშვნელოვანი და ძვირფასია,ამიტომ ეს გამოიყენონ. დამატებითაც იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით და იყვნენ თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. აუცილებლად გააკეთონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი,რათა მიაღწიონ წარმატებას.
#ზუგდიდისნომერპირველისაჯაროსკოლისთვითმმართველობა
#რუბრიკაგაიცანიმასწავლებელიუკეთ