ზუგდიდის სალოტბარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის სალოტბარო სკოლა

ზუგდიდის სალოტბარო სკოლა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ზუგდიდის სალოტბარო სკოლა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზუგდიდის სალოტბარო სკოლა 2022 წელს გაიხსნა, რომელშიც მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.

სასწავლო პროგრამა შედგენილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტების მიერ, ანზორ ერქომაიშვილისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით.

ზუგდიდის სალოტბარო სკოლაში სიმღერა-გალობას ასწავლიან: ლოტბარი - სერგო ურუშაძე, რეგენტი -მარიამ ჯანაშია.
სალოტბარო სკოლის საბავშვო სტუდიაში მსურველები მიიღებიან 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო სკოლაში - 15 წლის ზემოთ.

სალოტბარო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი.
წარჩინებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩააბარონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში (სწავლა ასევე უფასოა).
#შევინარჩუნოთფოლკლორი

04/09/2026
🎉ზუგდიდის სალოტბარო სკოლის მოსწავლეს - მიშო ეჯიბიას, ვულოცავთ გალობის უნივერსიტეტის შიდა მისაღები გამოცდების წარმატებით ...
15/06/2026

🎉ზუგდიდის სალოტბარო სკოლის მოსწავლეს - მიშო ეჯიბიას, ვულოცავთ გალობის უნივერსიტეტის შიდა მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
🎵სიმღერა-გალობის გამოცდაში
მიშომ აბიტურიენტთა შორის უმაღლესი შეფასება (96.3 ქ.) მიიღო, მუსიკის თეორიის გამოცდაც ასევე წარმატებით (86.4 ქ.) ჩააბარა.
👨‍🎓აღსანიშნავია, რომ მიშო ჩვენი სკოლის მეორე კურსდამთავრებულია, რომელმაც გადაწყვიტა სიმღერა-გალობის შესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, პროფესიულ დონეზე.
❤️ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც ეროვნულ გამოცდებში, ასევე შემოქმედებით გზაზე!

20/01/2026

აფხაზურ-ლაზურ-მეგრული ჩანახატი: გუდისა, ძღაბი დუდი დამანები, მაყრული ჰარირათი. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ...

07/01/2026

💫გილოცავთ შობის დღესასწაულს.

🎶 შობის სადღესასწაულო მსახურებაზე ზუგდიდის სალოტბარო სკოლის ბავშვები ასრულებენ ლეჩხუმურ ალილოს.
❣️ლიზი ბერულავა
❣️ელენე დარასელია
❣️მარიამ გადელია

17/11/2025

კარგად გვაქვს გააზრებული და ზუსტად ვიცით სალოტბარო სკოლების შექმნის მიზანი - ჩვენი მრავალხმიანობის და ტრადიციული კულტურის ახალგაზრდებისთვის შეყვარებაა.

45 სკოლა არ არის ცოტა, Მათ დიდი ყურადღება სჭირდებათ, როგორ შემოქმედებითი მიმართულებით, ისე სამართავად.
ლოტბარები, რომლებიც ამ სკოლებში თავდაუზოგავად მუშაობენ, მართლაც რომ მამულიშვილურ საქმეს ემსახურებიან.

სიმბოლურია, რომ წლევანდელი კონცერტი, ღირსეული მიძღვნა იყო ანზორ ერქომაიშვილისადმი.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სკოლების შექმნაში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს. პირველ რიგში, მადლობა ლოტბარებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ამ შემოქმედებითი საღამოს წარმატება განაპირობა ჩვენი გუნდის გულწრფელმა ერთობამ, რამაც შეგვაძლებინა ღირსეული კონცერტის ჩატარება.

მადლიერებას გამოვხატავ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ - ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, სერგუნა ურუშაძე, Ბესო მახათაძე, ეთერ დარჩიძე, გოჩა ბიძინაშვილი, Ზაზა თამარაშვილი, ლევან Ბერელიძე, თამარ გოგოჭური, ბესო ფირცხელანი, დავით კახიძე,
ვანიანო ხაჩიძე, უჩა დვალიშვილი,
ლაშა მძინარაშვილი, ავთანდილ ჩუბინიძე.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ
გივი შეთეკაურს.

მადლობა მინდა გადავუხადო უნიჭიერეს ბავშვებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს. მათ მშობლებს, ენთუზიზმისთვის და სიყვარულისთვის.

თვეების განმავლობაში პროექტის ყველა დეტალზე თავდაუზოგავად იმუშავა ელიზბარ ხაჩიძემ ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად.

მადლობა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს.

მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს, აჭარის კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციებს და ყველა მუნიციპალიტეტს მხარში დგომისთვის.

მადლობა ტელეკომპანია იმედს უანგარო მხარდაჭერისთვის. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გალა-კონცერტს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნახავთ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა და მადლობა ღმერთს ამისთვის.
_________________

გიორგი დონაძე

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

08/09/2025
📣ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ზუგდიდის სალოტბარო სკოლაში, სადაც...
04/09/2025

📣ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ზუგდიდის სალოტბარო სკოლაში, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა და ხალხური სიმღერა.
🎼 სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია წარმოებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
🎓 სკოლაში მიღების მინიმალური ასაკია 6 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
👉 რეგისტრაციისთვის მოსწავლემ (მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს ცენტრის მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათი (ანკეტა), ასევე ფოტო ¾ -ზე. სალოტბარო სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი:
https://forms.gle/G4ZyQxQuCzs1UZ5f7
📍 მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის 89
📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
579883525
593154074

02/07/2025

Address

ზუგდიდი, რუსთაველის 89
Zugdidi
2100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის სალოტბარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზუგდიდის სალოტბარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category