03/02/2023
👉🏻სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო შეხვედრა მაია კოდუასთან, რომელიც გახლავთ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის'' CENN-ის რეგიონული კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
✨ქალბატონი მაია შეეხო მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვით საკითხებს. მან მოზარდებს გააცნო მდგრადი განვითარების 17 მიზანი.
✨ამას გარდა, იგი შეეხო გარემოს დაბინძურების პრობლემას.
✨ამ მხრივ, ახალგარდების ცნობიერების ამაღლება მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დედამიწა-ჩვენი პლანეტა გახლავთ ჩვენი სახლი, რომელზედაც განხორციელებული ნებისმიერი სახის გავლენა თავადვე გვიბრუნდება. გარემოს დაბინძურებით საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს. წყლისა და ჰაერის დაბინძურებას რაც შეეხება, ეს ყოველივე დიდი გარემოს ახდენს უშუალოდ ამ ეკოსისტემების ბინადრებზე, შემდეგ კი ეს ადამიანეებზეც აისახება.
✨ამ საკითხების განხილვის შემდეგ მოეწყო დისკუსია. მოზარდებმა იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და ახლო მომავალში დაანონსეს გარემოსდაცვითი აქციისა და დასუფთავების აქტივობების ორგანიზება.
✨შედგა მორიგი მეტად საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა, რასაც მოსწავლეებმრაც გაუსვეს ხაზი.
სპიკერი: მაია კოდუა