დიდინეძის სამოქალაქო განათლების კლუბი "ფრიდამი"

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • დიდინეძის სამოქალაქო განათლების კლუბი "ფრიდამი"

დიდინეძის სამოქალაქო განათლების კლუბი "ფრიდამი" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დიდინეძის სამოქალაქო განათლების კლუბი "ფრიდამი", Education Website, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ:დიდინეძი, Zugdidi.

წარმატებები, მარი!🥰🥰🥰
28/03/2024

წარმატებები, მარი!🥰🥰🥰

წარმატებები, ბავშვებო!🥰🔸ათინათის პროექტის “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ფარგლებში ახალგაზრდა ჟურნალისტთა სტუდ...
28/03/2024

წარმატებები, ბავშვებო!🥰
🔸ათინათის პროექტის “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ფარგლებში ახალგაზრდა ჟურნალისტთა სტუდიის წევრებსთვის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
🎙 შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური მედიის კონტენტის ტიპების შექმნაზე: ვიდეო, სიუჟეტი, ფოტო სერიები და სხვა. ასევე, ტრენერმა მონაწილეებს გაუზიარა გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების, ეფექტური Facebook პროფილის შექმნის, Facebook-ისთვის შესაფერისი ვიდეოების წარმოებასა და მათი ატვირთვის შესაბამისი ხერხები.
🌐 პროექტი “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობა მეტი გამძლეობისა და მედეგობისთვის პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და ამერიკელი ხალხის დახმარებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად.
USAID/Georgia
UNDP Georgia
UNICEF Georgia
ათინათი/Atinati

საოცარი სიურპრიზი გაგვიკეთა დღეს ასოციაცია ,,ათინათმა". საჩუქრად გადმოგვეცა  ლეპტოპი, პროექტორი და პრინტერი. სიტყვებით ვ...
15/03/2024

საოცარი სიურპრიზი გაგვიკეთა დღეს ასოციაცია ,,ათინათმა". საჩუქრად გადმოგვეცა ლეპტოპი, პროექტორი და პრინტერი. სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ემოციებს!, ვულოცავ ჩემს საყვარელ სკოლას და ბავშვებს! წინ ახალი გამარჯვებები გველოდება!!!
ათინათის პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობა მეტი გამძლეობისა და მედეგობისთვის პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და ამერიკელი ხალხის დახმარებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად.
#ასოციაციაათინათი
#ახალგაზრდებისჩართულობადაგანვითარება

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათთან" ერთად ჩვენს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი...
06/03/2024

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათთან" ერთად ჩვენს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფრიდამი" ახორციელებს პროექტს ,, საქართველოს გამოჩენილი ქალები". სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თამარ ფაცაციას ხელმძღვანელობით კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილ ქართველ პოლიტიკოს ქალებზე, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს ამ ქალბატონების უმნიშვნელოვანეს როლს საზოგადოებრი-პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაავლეს პარალელები ევროპელი პოლიტიკოსი ქალების ისტორიებთან.
#მეტიქალიპოლიტიკაში
#ქალებიპროგრესისადაგანვითარებისთვის
#ასოციაციაათინათი

29/02/2024
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათში"  შედგა ჩვენი, როგორც ლიდერი სკოლის, შუალედური შ...
07/12/2023

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათში" შედგა ჩვენი, როგორც ლიდერი სკოლის, შუალედური შეხვედრა 4 პარტნიორი და 2 არაპარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან. ყველა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაცია თანამშრომლობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის რეჟიმში. ყველა მონაწილემ დააფიქსირა თავისი პოზიცია ასეთი პროექტების მნიშვნელობაზე, სკოლებს შორის პარტნიორობის აუცილებლობაზე, გამოცდილების გაზიარებაზე. დიდი მადლობა სკოლებს, რომლებიც ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ღონისძიებას და საინტერესო დღე აჩუქეს ყველა მონაწილეს.
#ჩვენერთმანეთსვაძლიერებთ

#ასოციაციაათინათი

Address

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ:დიდინეძი
Zugdidi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიდინეძის სამოქალაქო განათლების კლუბი "ფრიდამი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share