სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni N4 Public School

  • Home
  • Georgia
  • Zestafoni
  • სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni N4 Public School

სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni  N4 Public School კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში

 #რობოტიკისკლუბი  #ტექნოლოგიები  #პროგრამირება  #ლოგიკურიაზროვნებასსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni  N4 Public ...
23/09/2026

#რობოტიკისკლუბი #ტექნოლოგიები #პროგრამირება #ლოგიკურიაზროვნება

სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni N4 Public School ფუნქციონირებას იწყებს რობოტიკის კლუბი, რომელიც განკუთვნილია IV, V და VI კლასების მოსწავლეებისთვის.
კლუბის მიზანია მოსწავლეებში ტექნოლოგიების, პროგრამირების, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ რობოტიკის საინტერესო სამყაროს, იმუშაონ პრაქტიკულ დავალებებზე, შექმნან საკუთარი პროექტები და გუნდურად გადაჭრან სხვადასხვა ტექნოლოგიური ამოცანა.
📌 კლუბში მონაწილეობა: სრულიად უფასოა
👧👦 მონაწილეები: IV, V და VI კლასების მოსწავლეები
📅 შეხვედრები: კვირაში ერთხელ
💻 ადგილი: სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია
⏰ დრო: მე-6 გაკვეთილის დასრულების შემდეგ
👩‍🏫 კლუბის ხელმძღვანელი: კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი მარინე ბარბაქაძე
რას ისწავლიან მოსწავლეები?
• რობოტიკის საფუძვლებს;
• პროგრამირებისა და ალგორითმული აზროვნების საწყისებს;
• რობოტების მართვასა და პროგრამირებას;
• ტექნოლოგიური პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრას;
• გუნდურ მუშაობასა და პროექტების შექმნას.
🚀 თუ გიყვარს ტექნოლოგიები, აღმოჩენები და ახალი იდეების განხორციელება — რობოტიკის კლუბი შენთვისაა!
ერთად შევქმნათ, ვიმუშაოთ და ვისწავლოთ მომავლის ტექნოლოგიები!

20/09/2026

#ერთობლივიპოსტერი177და4

#სასკოლომონაწილეობითიბიუჯეტირება
#საქართველოსგანათლებისადაახალგაზრდობისსამინისტრო
#ზესტაფონისმუნიციპალიტეტისმერია
#რედისონი18სექტემბერი

20/09/2026



#სასკოლომონაწილეობითიბიუჯეტირება
#საქართველოსგანათლებისადაახალგაზრდობისსამინისტრო
#ზესტაფონისმუნიციპალიტეტისმერია
#რედისონი18სექტემბერი

    #სასკოლომონაწილეობითიბიუჯეტირება #საქართველოსგანათლებისადაახალგაზრდობისსამინისტრო #ზესტაფონისმუნიციპალიტეტისმერია #რ...
20/09/2026


#სასკოლომონაწილეობითიბიუჯეტირება
#საქართველოსგანათლებისადაახალგაზრდობისსამინისტრო
#ზესტაფონისმუნიციპალიტეტისმერია
#რედისონი18სექტემბერი

2026 წლის 18 სექტემბერს სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მიერ თბილისში რედისონ ბლუ ივერიაში გამართულ ერთდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც თბილისის 177-ე და ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლებში სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტისრების საპილოტე ფაზის წარმატებულ დასრულებას მიეძღვნა.

შეხვედრის მიზანი იყო 2026 წლიდან საპილოტე სკოლებმა დამოუკიდებლად გააგრძელონ პროგრამა და საფუძველი ჩაუყარონ ინიციატივის სხვა რეგიონებში გაფართოებას.
სასკოლო წარმომადგენლობამ გააერთიანა 17 მონაწილე მოსწავლეების, მასწავლებლების, დირექციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერიის მხრიდან.

შეხვედრაში ჩართული სტუმრები, ექსპერტები და ფასილიტატორები იყვნენ: სერგეიუს მურავიოვასი (საერთაშორისო სმბ ექსპერტი - ონლაინ)
ასლიჰან ოზდემირი (ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე)
მარიამ ჩიქობავა (საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე)
ლაშა გოგიძე (პროგრამის უფროსი მენეჯერი, ავსტრიის განვითარების სააგენტო)
ანი ჯიხვაშვილი (ადგილობრივი სმბ კონსულტანტი)
ეგბერტ პოსი (პროექტის მენეჯერი, ევროპის საბჭო)
პელაგია მახაური (პროექტის უფროსი ოფიცერი,ევროპის საბჭო)
ნინა მაჩხანელი (უფროსი ოფიცერი, ევროპის საბჭო).

სკოლის დირექტორმა ლელა კირკიტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკასიაში და ისაუბრა პროექტის განხორციელების პროცესზე და ძირითად აქცენტებზე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სოფიო ღიბრაძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მოსწავლეებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის სამსახურებს შორის კომუნიკაციის პოზიტიურ გავლენასა და იმ უამრავ უნარზე, რაც ამ ურთიერთობის პროცესში შეიძინეს პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა.

ჩვენმა მოსწავლეებმა: ავთო კუპრაძე, ლინა ლაბაძე, ცოტნე ბეგაძე, ნინი კაპანაძე, ქრისტინა ხიჯაკაძე - პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს და ისაუბრეს პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევების დაძლევაზე, ასევე რეკომენდაცია მისცეს პროექტში ახლად ჩართული სკოლების მოსწავლეებს.

ჩვენმა მოსწავლეებმა: გიგი ჟღენტი, ანი ვარდოსანიძე, ლინა ლაბაძე - ინტერვიუ ჩაწერეს პროექტის მართვის ჯგუფთან ევროპის საბჭოს სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის.

შეხვედრა მეგობრული, თბილი, ემპათიასა და იდეების გაზიარებაზე ორიენტირებული გამოვიდა და დღის ბოლოს მოსწავლეებმა კონტაქტებიც კი გაცვალეს მეგობრობის გასაგრძელებლად.

მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს SPB პროექტის გუნდს და ყველა მონაწილე მხარესა თუ სტუმარს ამ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის და პროექტის სამომავლო გეგმებში ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის

18/09/2026


#18სექტემბრისშეხვედრა
#ლიდერებისპანელურიდისკუსია

18/09/2026


#18სექტემბრისშეხვედრა
#საქართველოსგანათლებისადაახალგაზრდობისსამინისტრო

Address

ქალაქი ზესტაფონი, მელქაძის ქ. N2
Zestafoni
2000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა /Zestafoni N4 Public School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category