ზესტაფონის სალოტბარო სკოლა

ზესტაფონის სალოტბარო სკოლა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცე?

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზესტაფონის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა, რომელშიც მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.
სასწავლო პროგრამა შედგენილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტების მიერ, ანზორ ერქომაიშვილისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით.
ზესტაფონის სალოტბარო სკოლაში სიმღერა-გალობას ასწავლიან: ლოტბარი - ალექსანდრე ხახიშვილი, რეგენტი - ლია ფცქიალაძე.
სალოტბარო სკოლის საბავშვო სტუდიაში მსურველები მიიღებიან 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო სკოლაში - 15 წლის ზემოთ.
სალოტბარო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი.
წარჩინებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩააბარონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში (სწავლა ასევე უფასოა).
#შევინარჩუნოთფოლკლორი

16/09/2026
04/09/2026

ვაცხადებთ მოსწავლეთა მიღებას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, სადაც ნებისმიერი მსურველი სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს შეისწავლოს ქართული მრავალხმიანი Სიმღერა, ტრადიციული გალობა და ქართული ზეპირსიტყვიერება.

მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ უახლოეს სალოტბარო სკოლას 🎓

14/06/2026
14/06/2026

იმერული ფოლკლორის საღამო წყალტუბოში 💫13 ივნისს, 17:00 საათზე, წყალტუბოს საკონცერტო დარბაზში - ,,ივერია” გაიმართება იმერე...
11/06/2026

იმერული ფოლკლორის საღამო წყალტუბოში 💫
13 ივნისს, 17:00 საათზე, წყალტუბოს საკონცერტო დარბაზში - ,,ივერია” გაიმართება იმერეთის რეგიონის სალოტბარო სკოლების კონცერტი.
Მხარდამჭერი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

05/04/2026

✅🎶 “ჩვენ მშვიდობა”, იმერეთი (რეპეტიციის ჩანაწერი)

✅🎙️ სიმღერა ჩაწერილია მალხაზ ერქვანიძის მიერ 2000 წელს. ასრულებს სულორის გუნდი. ხელმძღვანელი: ოთარ გაბუნია

01/03/2026
09/01/2026

ქრისტეშობა 2026

08/01/2026

ალილო 2026.
სოფ. სვირი

17/11/2025

კარგად გვაქვს გააზრებული და ზუსტად ვიცით სალოტბარო სკოლების შექმნის მიზანი - ჩვენი მრავალხმიანობის და ტრადიციული კულტურის ახალგაზრდებისთვის შეყვარებაა.

45 სკოლა არ არის ცოტა, Მათ დიდი ყურადღება სჭირდებათ, როგორ შემოქმედებითი მიმართულებით, ისე სამართავად.
ლოტბარები, რომლებიც ამ სკოლებში თავდაუზოგავად მუშაობენ, მართლაც რომ მამულიშვილურ საქმეს ემსახურებიან.

სიმბოლურია, რომ წლევანდელი კონცერტი, ღირსეული მიძღვნა იყო ანზორ ერქომაიშვილისადმი.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სკოლების შექმნაში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს. პირველ რიგში, მადლობა ლოტბარებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ამ შემოქმედებითი საღამოს წარმატება განაპირობა ჩვენი გუნდის გულწრფელმა ერთობამ, რამაც შეგვაძლებინა ღირსეული კონცერტის ჩატარება.

მადლიერებას გამოვხატავ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ - ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, სერგუნა ურუშაძე, Ბესო მახათაძე, ეთერ დარჩიძე, გოჩა ბიძინაშვილი, Ზაზა თამარაშვილი, ლევან Ბერელიძე, თამარ გოგოჭური, ბესო ფირცხელანი, დავით კახიძე,
ვანიანო ხაჩიძე, უჩა დვალიშვილი,
ლაშა მძინარაშვილი, ავთანდილ ჩუბინიძე.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ
გივი შეთეკაურს.

მადლობა მინდა გადავუხადო უნიჭიერეს ბავშვებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს. მათ მშობლებს, ენთუზიზმისთვის და სიყვარულისთვის.

თვეების განმავლობაში პროექტის ყველა დეტალზე თავდაუზოგავად იმუშავა ელიზბარ ხაჩიძემ ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად.

მადლობა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს.

მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს, აჭარის კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციებს და ყველა მუნიციპალიტეტს მხარში დგომისთვის.

მადლობა ტელეკომპანია იმედს უანგარო მხარდაჭერისთვის. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გალა-კონცერტს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნახავთ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა და მადლობა ღმერთს ამისთვის.
_________________

გიორგი დონაძე

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

Address

გ. ბიბილაშვილის N8
Zestafoni

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზესტაფონის სალოტბარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ზესტაფონის სალოტბარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category