სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა

სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა, Education, zaza makharashvilis q #1, Zema-Osiauri.

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ოსიაურის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერ, მშვი...
15/09/2026

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერ, მშვიდობიან და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ❤️❤️❤️❤️

📢 წარმატებით დასრულდა საგნობრივი კონფერენციები!სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში 8-12 ივნისს  ს...
15/06/2026

📢 წარმატებით დასრულდა საგნობრივი კონფერენციები!
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში 8-12 ივნისს საგნობრივი კონფერენციების კვირეული ჩატარდა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენი ნიჭიერი, მოტივირებული და მკვლევარი მოსწავლე გვყავს! 🌟

კონფერენციების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო, სიღრმისეული და მრავალფეროვანი პრეზენტაციები სხვადასხვა დისციპლინაში:

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მათემატიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა/ქიმია)

ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები ( ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია)
ესთეტიკური აღზრდა ( მუსიკა, ხელოვნება)
უცხოური ენები( ინგლისური ენა, რუსული ენა)

💡 თითოეულმა მომხსენებელმა გამოავლინა კრიტიკული აზროვნების, კვლევისა და საჯარო გამოსვლის შესანიშნავი უნარები. მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნა დაეკავშირებინათ პრაქტიკულ, აქტუალურ საკითხებთან, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

💐 მადლობა
ჩვენს მოსწავლეებს — დაუღალავი შრომისთვის, კრეატიულობისა და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვისთვის. თქვენ ნამდვილად გვასახელეთ!

პედაგოგებს — მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის, სწორი ხელმძღვანელობისთვის და იმ შემოქმედებითი გარემოს შექმნისთვის, რომელიც ხელს უწყობს თითოეული ბავშვის პოტენციალის რეალიზებას.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს თითოეულ მონაწილეს ამ წარმატებას! ჩვენ კვლავაც აქტიურად შევუწყობთ ხელს მსგავსი აკადემიური ინიციატივების განხორციელებას, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ასეთი პროექტები უყრის საფუძველს მომავალ მეცნიერებსა და ლიდერებს.

☀️ 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში! 🎈✨ეს დღე, სკო...
03/06/2026

☀️ 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში! 🎈✨
ეს დღე, სკოლის თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბის,ადმინისტრაციის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით❤️❤️ სკოლაში განსაკუთრებული, ყველაზე ხმაურიანი, ფერადი და სიყვარულით სავსე დღე იყო! 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უამრავი საინტერესო და მხიარული აქტივობით აღვნიშნეთ.

ჩვენი მიზანი იყო, თითოეულ მოსწავლეს თავი განსაკუთრებულად ეგრძნო და დღევანდელი დღე კიდევ დიდხანს ყოფილიყოს მათი ღიმილის მიზეზი. 😊🏀🥰❤️❤️

ვულოცავ ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდს გამარჯვებას.გილოცავ მურად, წინ მეტი წარმატებისკენ❤️🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿🇬🇪 დამოუკიდებლობის ...
26/05/2026

ვულოცავ ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდს გამარჯვებას.
გილოცავ მურად, წინ მეტი წარმატებისკენ❤️🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿
🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, ფეხბურთსა და კალათბურთში, თავისუფლების თამაშების ფინალური შეხვედრებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაპირველ კლასში ჩატარებული გაკვეთილი მათემატიკაში ,,ყველაზე ჭკვიან...
25/05/2026

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა
პირველ კლასში ჩატარებული გაკვეთილი მათემატიკაში ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში"
მასწავლებელი;ნადეჟდა მარაბდელი

ყოჩაღი და გონიერი მე-9 კლასელები. #სსიპხაშურისმუნიციპალიტეტისსოფელოსიაურისსაჯაროსკოლასაგანი: გეოგრაფიამასწავლებელი: ნაზი...
21/05/2026

ყოჩაღი და გონიერი მე-9 კლასელები. #სსიპხაშურისმუნიციპალიტეტისსოფელოსიაურისსაჯაროსკოლა
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებელი: ნაზიკო კაპანაძე
გაკვეთილის თემა: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები
მოსწავლეებმა შეძლეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და საზღვრების მახასიათებლების განსაზღვრა.

წარმატებები მოსწავლეებს და მათ პედაგოგს❤️❤️📖📖

ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე  ჩატარებული გაკვეთილი ვიხილეთ სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკ...
07/05/2026

ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ჩატარებული გაკვეთილი ვიხილეთ სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასში
საგანი: გეოგრაფია
გაკვეთილის თემა: ნარჩენები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება ნარჩენების წარმოშობისა და კლასიფიკაციის(მათ შორის მოდის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ ნარჩენების) შესახებ,
გაეცნენ რა ზემოქმედებას ახდენს ნარჩენები(მათ შორის მოდის ინდუსტრიის მიერ ნახშირბადის ემისიები) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მოიყვანეს მაგალითები საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის შესახებ.
იმსჯელეს რა კავშირია ნარჩენების მართვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას, გაანალიზეს და შეაფასეს ნარჩენების(მათ შორის მდგრადი მოდის ანუ ეკომოდის) მეორეული გამოყენების მნიშვნელობა და გამოიტანეს დასკვნები.
წარმატებები მე-10 კლასის მოსწავლეებს და საგნის მასწავლებელს, ქალბატონ ნაზიკო კაპანაძეს

კინგსის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრე გამრეკელი.ვულოცავთ  ალექსანდრეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ...
24/04/2026

კინგსის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრე გამრეკელი.
ვულოცავთ ალექსანდრეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.

დღეს დედამიწის დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება. მინდა უდი...
23/04/2026

დღეს დედამიწის დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ აქტიურობისთვის, ენთუზიაზმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენთ.

გახსოვდეთ, ყოველი პატარა ნაბიჯი — იქნება ეს დაზოგილი წყალი, დარგული ხე თუ შემცირებული პლასტმასი — დიდ ცვლილებებს იწვევს.

თქვენი ენერგია და გარემოზე ზრუნვის სურვილი სამაგალითოა.

დღეს ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბუნების დასაცავად. მადლობა ასეთი აქტიურობისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ერთმანეთს ვაძლევთ.

პლანეტა ჩვენი სახლია და მიხარია, რომ მას ასეთი ერთგული მცველები ჰყავს! 🌍🙌
ბედნიერ დედამიწის დღეს გისურვებთ! 🌿💚

 #22აპრილიდედამიწისდღე სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაშიმინდა მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ ...
23/04/2026

#22აპრილიდედამიწისდღე
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ მე-5 კლასის მოსწავლეებს, და მათ მხარდამჭერ მშობლებს დედამიწის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობისთვის და სკოლის გარემოს უფრო გალამაზებისთვის.

თქვენი ენერგია და სკოლის გარემოზე ზრუნვის სურვილი სამაგალითოა. მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენს სკოლაზე და პლანეტაზე არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველდღე.

ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უფრო მწვანე და სუფთა! 🌳🌸

Address

Zaza Makharashvilis Q#1
Zema-Osiauri
007

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category