14/09/2026
AI დეველოპერის პრაქტიკული სამენტორო პროგრამა იწყება 🔥
თუ გინდა რეალური AI პროექტების შექმნა ისწავლო, ეს პროგრამა სწორედ შენთვის შევქმენით.
პროგრამა პრაქტიკაზეა აგებული.
აქტიური მუშაობის შემთხვევაში პირველივე თვეში შექმნი შენს პირველ რეალურ პროექტს.
დაახლოებით 3 თვეში უკვე გექნება 10-მდე პრაქტიკული პროექტისგან შემდგარი პორტფოლიო.
6 თვის განმავლობაში გაივლი შიდა სტაჟირების ეტაპსაც და მოემზადები იმისთვის, რომ დაიწყო ანაზღაურებად კლიენტებთან მუშაობა ან სცადო დასაქმება.
რომელ გზას აირჩევ, უკვე შენზე იქნება დამოკიდებული.
პროგრამის განმავლობაში პირადი მენტორი ყოველდღიურად დაგეხმარება.
შენთვის ინდივიდუალურად შევადგენთ განვითარების გეგმას და ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლი მთელ გზას.
დასაწყებად პროგრამირების და კოდის წერის ცოდნა არ გჭირდება.
პირველივე ეტაპიდან ისწავლი თანამედროვე AI, no-code და low-code ხელსაწყოების გამოყენებას, შექმნი AI აგენტებს, ავტომატიზაციებს და სამუშაო პროცესების ერთმანეთთან დაკავშირებულ სისტემებს.
მთავარი განსხვავება ის არის, რომ მხოლოდ ვიდეოებს არ უყურებ.
რეალურად შენ ქმნი პროექტებს.
შენ აწყობ სისტემებს.
შენ აგვარებ პრობლემებს.
და ეტაპობრივად გადადიხარ სასწავლო პროექტებიდან რეალურ ბიზნეს ამოცანებზე.
პროგრამაში ჩართვამდე აუცილებელია უფასო AI Developer Roadmap კონსულტაციის გავლა.
ეს არ არის უბრალოდ გასაუბრება იმისთვის, რომ რაღაც მოგყიდოთ.
კონსულტაციის ბოლოს უნდა გქონდეს მკაფიო პასუხი სამ კითხვაზე:
1. რამდენად რეალურია შენთვის AI დეველოპერის მიმართულებით განვითარება
2. რა უნდა ისწავლო და რა თანმიმდევრობით
3. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში
მენტორი შეაფასებს შენს გამოცდილებას, მიზნებს, თავისუფალ დროს და დაგეხმარება შენზე მორგებული სამოქმედო გეგმის შედგენაში.
თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი სამენტორო პროგრამა შენთვის შესაფერისია, გაგაცნობთ თანამშრომლობის პირობებსაც.
თუ ფასის ან სხვა მიზეზის გამო პროგრამაში ჩართვას ვერ შეძლებ, კონსულტაციაზე მიღებული რჩევები და სამოქმედო გეგმა მაინც შენთან რჩება და დამოუკიდებლადაც შეძლებ გაგრძელებას.
ჩემი აზრით, სწავლის დაწყებამდე ადამიანს ზუსტად უნდა ესმოდეს რას სწავლობს, რატომ სწავლობს და სად უნდა მივიდეს.
არასწორია ჯერ გადაიხადო ფული და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინო, რომ მიმართულება საერთოდ არ შეგეფერება.
ჩვენთან პირიქით ხდება.
ჯერ დეტალურად გავივლით შენს მდგომარეობას, მიზნებს და შესაძლო გზას.
შემდეგ შენ თვითონ გადაწყვეტ, გინდა თუ არა ამ გზის ჩვენთან ერთად გავლა.
თუ მზად ხარ რეალური პროექტების შექმნა დაიწყო, კომენტარებში დაწერე + და დაგიკავშირდებით უფასო AI Developer Roadmap კონსულტაციის დასაგეგმად 👇