FORest Camp • ფორესტ კემპი

FORest Camp • ფორესტ კემპი "ბაქსვუდის" ბაზაზე არსებული კერძო საზაფხულო და საზამთრო სკოლა-ბანაკი

FORest Camp- ბაქსვუდის ინგლისური ენის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორესთ კემპში!

ფორეს კემპი ბაქსვუდის სკოლის ბაზაზე არსებულ, ინგლისური ენის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გიმასპინძლებთ, სადაც ძალიან მყუდრო და თბილი გარემო გელოდებათ ტყის ჯადოსნურ სივრცეში.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, მოსწავლეებს ბევრი საინტერესო, სახალისო წუთი ელოდებათ.
ჩვენი მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ მხიარულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები, გაიღმავონ ინგლისური ენის ცოდანა, დაეუფლონ ხელოვნების და სპორტის სხვადასხვა სახეობას, გახდნენ დამოუკიდებლები და აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარ-ჩვევები, რადგან ფორესტის თითოეული გუნდის წევრი, ზრუნავს მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებასა და მოტივაციაზე.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, მოსწავლეებს ელოდებათ წარუშლელი შთაბეჭდილებები და მოგონებები, ამ ასაკში გადახდენილი ამბები, ყველას ხო მთელი ცხოვრება საუკეთესო მოგონებებად მოგვყვება.

ჩვენი სკოლა გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ინგლისური ენის საზაფხულო პროგრამას 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.

ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად, საზაფხულო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში, კონკურსებში, ინტელექტუალურ, სახელოვნებო და სპორტულ შეჯიბრებებში, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებს და მოზარდებს სჭირდებათ დასვენება, რისთვისაც ზაფხული საუკეთესო დროა, და ვფიქრობთ, რომ დასვენებისა და სწავლის შეთავსება სავსებით შესაძლებელია; მეტიც, თანატოლები ერთად უკეთ ისწავლიან მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.

ჩვენი თანამშრომლები მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების მაღალი ხარისხის აკადემიურ და არააკადემიურ მომსახურებას, აზიარებენ ჭეშმარიტ ბრიტანულ კულტურას და, რაც ყველაზე მთავარია, შესთავაზებენ უამრავ გასართობს!

ჩვენი სკოლა კლასიკური ბრიტანული სკოლისათვის დამახასიათებელი აკადემიური ერთობაა, რომელიც მთელი გულისყურით ეკიდება თავის საქმეს.

კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას თითოეული მათგანისათვის.
ჩვენ მოსწავლეებს ვუბიძგებთ გამოავლინონ შესაძლებლობების მაქსიმუმი, გამუდმებით იმუშაონ საკუთარი თავის სრულყოფისათვის და გააცნობიერონ, რომ დაუღალავი შრომა ნებისმიერ დონეზე წარმატების მიღწვის უდავო საფუძველია. ჩვენი საზაფხულო სკოლაც ამ ხედვასა და პრინციპებს ეფუძნება.

22/08/2026

Address

156 Rustaveli Str
Tskneti
0181

Telephone

+995577992998

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FORest Camp • ფორესტ კემპი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to FORest Camp • ფორესტ კემპი:

Shortcuts

Share

Category