06/07/2026
ერთად შევცვლით🌍
🗓️პლასტიკისგან თავისუფალი ივლისი❕
⚠️ყოველწლიურად მილიონობით ტონა პლასტმასი ხვდება გარემოში, რაც აზიანებს ეკოსისტემებს და საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. შეუქცევად ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობასაც - არღვევს ენდოკრინულ სისტემას, იწვევს ანთებით პროცესებს და ქმნის რეპროდუქციულ და სიმსივნურ რისკებს.
🌐პლასტიკისგან თავისუფალი ივლისი გლობალური კამპანიაა, რომელიც 2011 წელს ავსტრალიაში დაიწყო და დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს. მისი მიზანია მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებების წახალისება ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტიკის შემცირებით.
🧩საქართველოც ამ გლობალური გამოწვევის ნაწილია - ყოველი ნაკლები პლასტმასის ნარჩენი ნიშნავს ნაკლებ ზიანს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ნაკლებ ზეწოლას ნიადაგზე, წყალსა და ეკოსისტემებზე.
♻️პრობლემის გადაჭრა მხოლოდ დიდ გადაწყვეტილებებს არ უკავშირდება. ცვლილება ხშირად სწორედ ისეთი პატარა ნაბიჯებით იწყება, როგორიცაა:
🛍️მრავალჯერადი ჩანთის გამოყენება;
🫙საკუთარი წყლის ბოთლის ტარება;
🥤ერთჯერად ჭიქებზე უარის თქმა;
📦ნაკლები შეფუთვის მქონე პროდუქტების არჩევა.
🌱იყავი ცვლილების ნაწილი -პლასტიკის პრობლემის გადაწყვეტა ჩვენი ყოველდღიური არჩევანებით იწყება.
-----
🗓️Plastic Free July❕
⚠️Every year, millions of tons of plastic enter the environment, damaging ecosystems and threatening living organisms. Plastic pollution also poses serious risks to human health. It can disrupt the endocrine system, contribute to inflammatory processes, and increase reproductive and cancer-related risks.
🌐Plastic Free July is a global campaign that began in Australia in 2011 and has since grown into a worldwide movement, bringing together millions of people. Its goal is to encourage simple yet meaningful changes in everyday life by reducing the use of single-use plastics.
🧩Georgia is also part of this global challenge. Every piece of plastic waste we prevent means less harm to human health and less pressure on our soil, water resources, and ecosystems.
♻️Addressing plastic pollution is not only about large-scale decisions. Change often begins with small, everyday actions, such as:
🛍️using reusable shopping bags;
🫙carrying a reusable water bottle;
🥤refusing single-use cups;
📦choosing products with minimal packaging.
🌱Be Part of the Plastic Pollution Solution!