03/06/2026
2026 წლის 1 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის VII-X კლასის მოსწავლეები ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებთან( მ. კაჭკაჭაშვილი, ნ. ნოზაძე) ერთად სასწავლო ვიზიტით სტუმრობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნულ ცენტრთან არსებულ კლუბ ,,ჩხირკედელას“, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების მხარდაჭერის პროგრამა - ,,STEAM სკოლებში” ფარგლებში.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებს ენახათ როგორ ინტეგრირდება ერთმანეთთან თანამედროვე ტექნოლოგიები, ინჟინერული აზროვნება და პრაქტიკული STEAM საქმიანობა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანატოლთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, გაეცნენ პროგრამა Arduino-ს შესაძლებლობებსა და მის გამოყენებას. მოისმინეს ინფორმაცია მიკროკონტროლერების, სენსორებისა და ელექტრონული სქემების მუშაობის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პრაქტიკულმა ნაწილმა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა მიღებული რეკომენდაციის საშუალებით შეასრულეს რამდენიმე საინტერესო პროექტი.
აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეებში მოხდა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობა. ვიზიტმა მოსწავლეების მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა STEAM მიმართულებების მიმართ. მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათთვის, როგორც ცოდნის გაღრმავების, ისე მომავალი პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
მადლობას ვუხდით კლუბ ,,ჩხირკედელას” ხელმძღვანელებს ბატონ კახა ჟღენტს და ნუგზარ მოსულიშვილს გულთბილი დახვედრის, საინტერესო აქტივობების განხორციელებისა და მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოების საჩუქრად გადმოცემისათვის.🩷