წალკის სახელოვნებო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tsalka
  • წალკის სახელოვნებო სკოლა

წალკის სახელოვნებო სკოლა წალკის სახელოვნებო სკოლა "ალუბლის ბაღი”

❤️🍒
16/03/2026

❤️🍒

27/11/2025

ძვირფასო წალკელებო!
ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ბევრ თქვენგანს დააინტერესებს📢📢📢

პარასკევს, 28 ნოემბერს, წალკის სახელოვნებო სკოლის შენობაში, უკვე მესამედ, ჩატარდება გაჩუქების მასშტაბური აქცია, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს სრულად პასუხობს.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების შესაბამისად.
არჩევანი, მართლაც, ძალიან დიდია.
განსაკუთრებული მადლობა - მარიამ კეთილაძეს, Mariam Ketiladze ლონდონში მცხოვრებ
არაჩვეულებრივ ქველმოქმედ ქალბატონს, რომელმაც უამრავი საბავშვო (ჩვილობის ასაკიდან 10-12 წლამდე) მაღალი ხარისხის ტანსაცმელი გამოგვიგზავნა ამ ღონისძიებისათვის.
აქცია, ტრადიციულად, ტარდება ა(ა) იპ "ალუბლის ბაღის" და "ბანის"( წალკის ქალთა და გოგონათა განვითარების ცენტრი) ეგიდით.
მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის მადლობას ვუხდით თიკო კვალიაშვილს. Tiko Kvaliashvili

აქცია დაიწყება 15:00-ზე და გაგრძელდება18:30- მდე.
გთხოვთ, ტანსაცმლის წასაღებად, თან იქონიოთ ჩანთები.

გისურვებთ წარმატებებს!🍒🌍☀️🍒

ძვირფასო მეგობრებო,გეპატიჟებით ჩვენს შემაჯამებელ ღონისძიებაზე!ხვალ, 25 მაისს, 16:00 საათზე,I საჯარო  სკოლის სააქტო დარბა...
24/05/2025

ძვირფასო მეგობრებო,
გეპატიჟებით ჩვენს შემაჯამებელ ღონისძიებაზე!

ხვალ, 25 მაისს, 16:00 საათზე,
I საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართება
გამოფენა-კონცერტი
🎨✨🎶
ეს დღე იქნება ჩვენი წლის განმავლობაში თავმოყრილი შრომის და შემოქმედების ზეიმი!
ღონისძიებაზე წარმოგიდგენთ:
• მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას – ფერადსა და შთამაგონებელ ხელოვნებას.

• მრავალფეროვან მუსიკალურ ნომრებს – შესრულებულს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების მიერ.

• და სასიამოვნო ემოციებს – ყველასთვის, ვინც შემოგვიერთდება!

ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად შედგება
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
🎓 – სადაც თითოეული მონაწილე დააჯილდოვდება წარმატებული შემოქმედებითი წლისთვის!

მობრძანდით და გაიზიარეთ ჩვენთან ერთად ეს ემოციური და სასიამოვნო დღე!

გელოდებით!
✨🍒✨️

29/03/2025

📢📢📢
წალკელი ახალგაზრდების დიდი წარმატება თბილისში! ✨

🍒 დღეს, 14:00 საათზე, თბილისში მდებარე სმირნოვების მუზეუმმა უმასპინძლა გამოფენა-კონცერტს ,,ხელოვნების ხმები'' 🎻

🍒 გამოფენაში, თბილისელ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ,,ალუბლის ბაღის'' მხატვრებმა (ხელმძღვანელი: ანუკი ოქრუაშვილი), ხოლო კონცერტში - ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა და ,,ალუბლის ბაღის'' ფორტეპიანოსა და გიტარის წრის აღსაზრდელებმა (ხელმძღვანელები: მერაბ ყატაშვილი, დათუნა ქორიძე) 🎹🎸

🍒 ჩვენმა აღსზრდელებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი და აღფრთოვანებული მსმენელების ხანგრძლივი ოვაციებიც დაიმსახურეს! 🥰

🍒 ვულოცავთ "ალუბლის ბაღელ" წალკელ ახალგაზრდებს პირველ წარმატებულ გასვლით გამოფენა-კონცერტს! 🥰✨

შემდეგი გაჩერება ➡️ თბილისი! 🍒🍒 შაბათს, 29 მარტს, 14:00 საათზე, ალუბლის ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობას მიიღებენ გამოფენ...
27/03/2025

შემდეგი გაჩერება ➡️ თბილისი! 🍒

🍒 შაბათს, 29 მარტს, 14:00 საათზე, ალუბლის ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობას მიიღებენ გამოფენა-კონცერტში "ხელოვნების ხმები", რომელიც გაიმართება "სმირნოვების მუზეუმში" (გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N20) 🎨🎼

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნიჭიერ წალკელ ახალგაზრდებს! 🥰🍒

“სმირნოვების მუზეუმში” ა.წ. 29 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება გამოფენა - კონცერტი “ხელოვნების ხმები”.

გამოიფინება თბილისის მოზარდი მხატვრების და წალკის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებლის
მოსწავლეები.

ხელმძღვანელი - ელიზა ხარაძე

დასწრება თავისუფალია.

მისამართი - გალაკტიონ ტაბიძის 20

მცირე ამონარიდი ჩვენი დღევანდელი ღონისძიებიდან 🍒✨
23/02/2025

მცირე ამონარიდი ჩვენი დღევანდელი ღონისძიებიდან 🍒✨

📣📣📣 შემდეგი გაჩერება ➡️ თბილისი!🍒 დღეს დიდი წარმატებით ჩატარდა ,,ალუბლის ბაღის'' აღსაზრდელების მორიგი გამოფენა-კონცერტი!...
23/02/2025

📣📣📣 შემდეგი გაჩერება ➡️ თბილისი!

🍒 დღეს დიდი წარმატებით ჩატარდა ,,ალუბლის ბაღის'' აღსაზრდელების მორიგი გამოფენა-კონცერტი! 🍒✨

🍒 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხატვის, გიტარის, ფორტეპიანოსა და ფანდურის მიმართულების მოსწავლეებმა.

🍒 მივულოცოთ ჩვენს ნიჭიერ წალკელ ახალგაზრდებს კონცერტის მაღალ აკადემიურ დონეზე ჩატარება და ერთად ვუსურვოთ ულევი წარმატება მომავალ ღონისძიებაზე! ჩვენი შემდეგი გაჩერებაა - თბილისი! ✨🍒

🍒 დღეს, 14:00 საათზე, ,,ალუბლის ბაღში''! 🍒გამოფენა-კონცერტისათვის ყველაფერი მზად არის! ✨ ჩვენი ნიჭიერი აღსაზრდელები მოუთ...
23/02/2025

🍒 დღეს, 14:00 საათზე, ,,ალუბლის ბაღში''! 🍒

გამოფენა-კონცერტისათვის ყველაფერი მზად არის! ✨

ჩვენი ნიჭიერი აღსაზრდელები მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას! ✨

📣📣კვირას, 23 თებერვალს, 14:00 საათზე! 📣📣გეპატიჟებით წალკის სახელოვნებო სკოლის მორიგ შემაჯამებელ გამოფენა-კონცერტზე! 🎶🎵თქ...
20/02/2025

📣📣კვირას, 23 თებერვალს, 14:00 საათზე! 📣📣

გეპატიჟებით წალკის სახელოვნებო სკოლის მორიგ შემაჯამებელ გამოფენა-კონცერტზე! 🎶🎵

თქვენ წინაშე წარსდგებიან ჩვენი ხატვის, გიტარის, ფანდურისა და ფორტეპიანოს წრეების ნიჭიერი აღსაზრდელები 🍒❤️

ღონისძიება გაიხსნება გამოფენით და გაგრძელდება კონცერტით ,,ალუბლის ბაღის'' სივრცეში (მისამართი: ჭელიძის ქუჩა N53) 🍒✨

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! 🎶

მოგესალმებით! ❤️გვსურს გაცნობოთ, რომ ,,ალუბლის ბაღში"  გაკვეთილები განახლდა! 📩🪄🍒 ფორტეპიანოს,გიტარის,ფანდურისა და ხატვის...
28/01/2025

მოგესალმებით! ❤️
გვსურს გაცნობოთ, რომ ,,ალუბლის ბაღში" გაკვეთილები განახლდა!

📩🪄🍒 ფორტეპიანოს,გიტარის,ფანდურისა და ხატვის წრეებზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას! 🍒🪄📩

გელოდებით, დიდი სიყვარულით, ჩვენს ყველაზე ფერად და მხიარულ გარემოში! 🪄❤️

23/10/2024

❗❗❗ ადგილები შეზღუდულია ❗❗❗

სიხარულით გიზიარებთ კადრებს ჩვენი პედაგოგების დაუვიწყარი პრეზენტაცია-კონცერტიდან ✨

🎸 გრძელდება რეგისტრაცია გიტარის წრეზე ✨

🎸 პედაგოგი - დათუნა ქორიძე ✨

🎸 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ სკოლის სასაუბროში 🍒

Address

Tsalka

Telephone

+995555226218

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წალკის სახელოვნებო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category