მედანის სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბი

  • Home
  • Georgia
  • Tsalenjikha
  • მედანის სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბი

მედანის სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბი გვერდი ასახავს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის აქტივობებს

კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა ეპოქაში სამართლებრივი კულტურის განვითარების საკითხებზე. მათ შ...
16/10/2024

კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა ეპოქაში სამართლებრივი კულტურის განვითარების საკითხებზე. მათ შექმნეს პროექტი, რომელიც ეხებოდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრების 400 წლისთავს. კლუბის წევრებმა მოისმინეს საკითხისადმი ისტორიის, ქართული ენა ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ქალბატონ ნანა გურიელის, ეკა კვარაცხელიას, მანანა მიქავასა და ნონა მებონიას მიერ ეპოქის მიმოხილვა სამართლებრივი კულტურის განვითარების თვალსაზრისით და თანამედროვე სამართლებრივი მიდგომის შესახებ. გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოებში სიკვდილით დასჯა და წამება აკრძალულია, რაც კაცობრიობის მონაპოვარია.

20/12/2023

წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში, მედანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის, ,,მომავლისათვის“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების ,,ხევისბერი გოჩას“ მიხედვით მოაწყვეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, ,,ხევისბერი გოჩას გასამართლება“.
პროექტი განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
მოსწავლეებმა სასამართლო პროცესი გამართეს კანონის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.
სასამართლოს წარმართავდა
მოსამართლე- საბა მიქავა,
თავმჯდომარე- გიორგი მიქავა,
მდივანი-მარიამ ფიფია,
პროკურორი- ნუციკო ფიფია,
დამცველი - ანუკა მიქენაია,
ხევისბერი გოჩა- გიგა მიქენაია,
მოწმეები: ალექსი ფიფია, გიგი ფაცაცია, ბარბარე გურიელი, ლიზი ფიფია, საბა მიქავა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დამნაშავის შესახებ უნდა იმსჯელოს სასამართლომ და სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.
პროექტის პათოსი იყო: ,,არა,თვითნებურ გასამართლებას!“

მედანის საჯარო სკოლა

მოგესალმებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებო! ❗20 ნოემბერს ჩატარდება დისკუსია თემაზე „ვაზიარებთ სიკეთეს”. ❗გთხოვთ სურვილისამებრ...
15/11/2023

მოგესალმებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებო!
❗20 ნოემბერს ჩატარდება დისკუსია თემაზე „ვაზიარებთ სიკეთეს”.

❗გთხოვთ სურვილისამებრ დაესწროთ დისკუსიას და განიხილოთ ეს თემა.

მადლობა ყურადღებისთვის😊❤️

მოგესალმებით ბავშვებო, მივესალმები თქვენი კლუბის ინიციატივებს, მომწონს, რომ ერთობლივ მუშაობას გეგმავთ, მე, როგორც თქვენი...
15/11/2023

მოგესალმებით ბავშვებო, მივესალმები თქვენი კლუბის ინიციატივებს, მომწონს, რომ ერთობლივ მუშაობას გეგმავთ, მე, როგორც თქვენი ლიდერ მასწავლებელი მიგულეთ თქვენს გვერდით

Address

Tsalenjikha, Medani
Tsalenjikha

Telephone

+995598230205

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედანის სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მედანის სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბი:

Shortcuts

Share