Tsalenjikha American Shelf

Tsalenjikha American Shelf Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tsalenjikha American Shelf, Education Website, Tamar Mepe Street N7, Tsalenjikha.

გაცნობებთ, რომ 21 სექტემბერს იწყება მოსწავლეთა ონლაინ რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის კლუბებში მონაწილეობის მისაღება...
20/09/2026

გაცნობებთ, რომ 21 სექტემბერს იწყება მოსწავლეთა ონლაინ რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის კლუბებში მონაწილეობის მისაღებად და გაგრძელდება 30 სექტემბრის 18:00 საათამდე.

2026-2027 სასწავლო წელს წალენჯიხის ამერიკული თარო მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებულ კლუბებს:

🔹 English for Kids — Grades III-VII
Leader: Luma Gama

🔹 Conversation Club — Grades VIII-XII
Leader: Luma Gama

🔹 Once Upon a Book — Grades VII-XI
Leader: Kato Gogokhia

🔹 Voice Up — Grades VII-XI
Leader: Nia Kharchilava

🔹 Debate Club - Grades VIII-XII
Leader: Anastasia Mamardashvili

🔹 Discover the World — Grades (VII-XI)
Leader: Ani Kharchilava

🇺🇸 წელს კლუბების მუშაობაში ამერიკელი მოხალისეც მიიღებს მონაწილეობას, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ინგლისური ენა გამოიყენონ რეალურ საკომუნიკაციო გარემოში, გაიცნონ ამერიკული კულტურა და მიიღონ ახალი, საინტერესო საერთაშორისო გამოცდილება.

💙 კლუბებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
კლუბი ღიაა ყველა მსურველი მოსწავლისთვის, თუმცა გვსურს, წინასწარ აღვნიშნოთ, რომ რეგულარულ დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. გაცდენებთან დაკავშირებით მოთხოვნები იქნება მკაცრი, რადგან კლუბების ეფექტური მუშაობა და მოსწავლეთა პროგრესი აქტიურ და რეგულარულ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

👥 ვის შეუძლია დარეგისტრირება?

კლუბებზე რეგისტრაცია შეუძლიათ წალენჯიხაში მცხოვრებ III-XII კლასის მოსწავლეებს.

📩 კლუბების განრიგისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ რეგისტრირებულ მსურველს მიეწოდება სარეგისტრაციო ფორმაში მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

✨ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გაიუმჯობესეთ ინგლისური, გაიცანით ახალი ადამიანები, აღმოაჩინეთ ახალი ინტერესები და მიიღეთ საერთაშორისო გამოცდილება — სრულიად უფასოდ!

სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდიტ მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1yBGppnchrkuNvj01W9oGQDq8Vtj_-1Kuc7XVNY6UmyI/edit

📚🇺🇸 წალენჯიხის ამერიკული თარო გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე 2026-2027 სასწავლო წელს!

წალენჯიხის ამერიკულ თაროში საზაფხულო ბანაკის მესამე დღე მხიარული და გუნდური აქტივობებით დაიწყო. უმცროსმა მოსწავლეებმა ახ...
14/08/2026

წალენჯიხის ამერიკულ თაროში საზაფხულო ბანაკის მესამე დღე მხიარული და გუნდური აქტივობებით დაიწყო. უმცროსმა მოსწავლეებმა ახალი გამოგონებები მოიფიქრეს და სიტყვების შექმნის სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ. უფროსებმა კი სხვადასხვა ტიპის რეკლამა შექმნეს — ვიდეო, პოსტერი და საინფორმაციო ბიულეტენი — და ბოლოს საკუთარი ნამუშევრები ერთმანეთს წარუდგინეს.
დღე განსაკუთრებით ემოციურად დასრულდა — მოსწავლეებმა ბანაკის საყვარელი აქტივობები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
სამი დღე შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, ახალი გამოცდილებისა და ბევრი საინტერესო მომენტისგან შედგა!
მადლობა მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს ლუმას და კეილის , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის 🙏❤️

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა

13/08/2026

❤️

13/08/2026

ნია ❤️

13/08/2026

Day 2
Summer camp 2026

წალენჯიხის ამერიკული თაროს მიერ ორგანიზებულმა საზაფხულო ბანაკის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა! პირველ დღეს 45 ახალგაზ...
12/08/2026

წალენჯიხის ამერიკული თაროს მიერ ორგანიზებულმა საზაფხულო ბანაკის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა!

პირველ დღეს 45 ახალგაზრდას ვუმასპინძლეთ, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. კიდევ უფრო გვახარებს ის, რომ საზაფხულო ბანაკის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და მონაწილეთა რაოდენობაც მუდმივად მატულობს.

მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა — ლუმამ და კეილიმ — მონაწილეებისთვის საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები მოამზადეს. გამოიყენეს ინგლისურენოვანი სამაგიდო თამაშები მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გასაუმჯობედებლად.მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფებში.შეხვედრის ბოლოს კი, საკუთარი სამაგიდო თამაშებიც შექმნეს. 🎲🇬🇧

განსაკუთრებული მადლობა წალენჯიხის კულტურის ცენტრსა და მთავარ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. 🙏💙

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა

📢📢12, 13 და 14 აგვისტოს წალენჯიხის ამერიკული თარო  მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებს უმასპინძლებს, რომელიც წალენჯი...
08/08/2026

📢📢12, 13 და 14 აგვისტოს წალენჯიხის ამერიკული თარო მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებს უმასპინძლებს, რომელიც წალენჯიხელ ახალგაზრდებს საინტერესო, სახალისო და შემეცნებით აქტივობებს შესთავაზებს.

შეხვედრები გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

🟢 8–12 წლის მონაწილეებისთვის — აქტივობები დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 1 საათი და 30 წუთი.

🔵 13–18 წლის ახალგაზრდებისთვის — აქტივობები დაიწყება 12:30 საათზე და გაგრძელდება 1 საათი და 30 წუთი.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ინტერაქტიულ თამაშებსა და გუნდურ აქტივობებში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის პრაქტიკული უნარები და სასიამოვნო, მეგობრულ გარემოში შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება.

📌 დასწრება წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.

👉 დარეგისტრირდით აქ:
https://forms.gle/VXY5edJje5ZB1xP77

გელოდებით საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარ სამდღიან პროგრამაზე! 🌎📚✨

📣📣📣აშშ–ის საელჩო საქართველოში აცხადებს პროგრამას - საზაფხულო გამოწვევა კითხვაში!🗓პროგრამის განხორციელების თარიღებია: 15 ...
15/06/2026

📣📣📣აშშ–ის საელჩო საქართველოში აცხადებს პროგრამას - საზაფხულო გამოწვევა კითხვაში!

🗓პროგრამის განხორციელების თარიღებია: 15 ივნისი - 31 აგვისტო , 2026
🔶პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-დან 18 წლამდე ასაკის მკითხველებს.

🔹საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ზაფხულის დიდ დროს კითხვაში ატარებს.
🔹წელსაც, ამერიკის საელჩო იწვევს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში და იკითხონ წიგნები ჩვენთან ერთად.

🔺პროგრამა მარტივია:
▪️ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სურვილისამებრ მიმართეთ ბიბლიოთეკებს)
▪️ წაიკითხეთ წიგნი/წიგნები.
▪️ წიგნების წაკითხვის შემდეგ გახსენით ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმის ბმული და შეავსეთ 31 აგვისტომდე:

https://forms.gle/7M46poxzm5omjkp16
❗️გაითვალისწინეთ, რომ სააპლიკაციო ფორმას ერთი მონაწილე ავსებს მხოლოდ ერთხელ და მასში უთითებს პროგრამის ვადებში (15 ივნისიდან 31 აგვისტომდე) წაკითხულ ყველა წიგნს (წიგნის სათაურს, ავტორს და წაკითხული გვერდების რაოდენობას)!
❗️ერთი მონაწილის სახელით ორჯერ ან მეტჯერ შევსებული ფორმა ავტომატურად ანულირდება და არ განიხილება!
❗️ სააპლიკაციო ფორმა ივსება მხოლოდ ელექტრონულად!
❗️ამერიკული თარო განიხილავს მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აპლიკანტების ფორმებს.
(სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა უნდა მიმართოთ შესაბამის ამერიკულ სივრცეს)

🔶 სერტიფიკატების გაგზავნის დღე გამოცხადდება წალენჯიხის ამერიკული თაროს გვერდზე 1 ოქტომბრის შემდეგ.
🔶 სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ ელექტრონულად, აპლიკაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე.

🔺გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამერიკის საელჩო არ იღებს შევსებულ ფორმებს.

🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ორმაგდება.
🔸• ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 1500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.
🔸 • ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 5000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს პლატინის სერტიფიკატს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება.

🔺 გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციაში ინგლისურად წაკითხული წიგნების გვერდების რაოდენობა უნდა მიუთითოთ გაორმაგების გარეშე!

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ მათი საზაფხულო კითხვის პროგრამის ფარგლებში წაკითხული წიგნები სოციალურ მედიაში შემდეგი ჰეშთეგის გამოყენებით:
#გაატარეზაფხულიკითხვაში


გისურვებთ წარმატებებს!

Address

Tamar Mepe Street N7
Tsalenjikha
5200

Telephone

+995591415696

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tsalenjikha American Shelf posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Tsalenjikha American Shelf:

Shortcuts

Share