ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია / Tkibuli Choreographic Studio

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია / Tkibuli Choreographic Studio

ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია / Tkibuli Choreographic Studio ქორეოგრაფიული სტუდია

ტყიბულში ქორეოგრაფიული სტუდია 1970 წელს გაიხსნა. მისი დაარსება ქალაქში ქართული ცეკვის ანსამბლებისთვის საჭირო და პროფესიონალი კადრების სიმცირემ განაპირობა. საშუალო სკოლებში არსებული ცეკვის წრეები სრულყოფილად ვერ ზრდიდა და ვერ აყალიბებდა მოსწავლეს მოცეკვავედ, ამიტომ საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, ოთარ პაპიაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით და თამაზ დვალის მიერ იდეის ხორცშესხმით, გამოიძებნა შენობა, სადაც სტუდია განთავსდა.
ტყიბულის ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლება თავდაპირველად 3 წლიანი იყო, ახლა კი 4 წლიანია. დაარსებიდან დღემდე მას თამაზ დვალი ხელმძღვანელობს.
სტუდიაში თავიდან თხუთმეტამდე გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგი ასწავლიდა, თუმცა ამჟამად რაოდენობა შემცირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგთა უმრავლესობა სტუდიის ყოფილი კურსდამთავრებულები არიან.
ქორეოგრაფიული სტუდიის შემადგენლობაში თავდაპირველად ანსამბლი „სიჭაბუკე“ შედიოდა, თუმცა წლების შემდეგ ის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადავიდა. ამჟამად აქ ორი ანსამბლი ფუნქციონირებს - „მანდილი“ (მარინა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით) და „ბიჭები“ (ხვიჩა კაკუშაძის ხელმძღვანელობით). აღნიშნულ ანსამბლებს არაერთი წარმატება და უამრავი პრიზი აქვს მოპოვებული დღემდე.

✅ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2027-2028 სასწავლო წლისათვის!!!🔴სტუდი...
02/09/2026

✅ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2027-2028 სასწავლო წლისათვის!!!
🔴სტუდიაში სწავლება უფასოა!

ექო ქალაქ ტყიბულის წარსულიდან! --------------------------------------------------------------------------ამ ფოტოზე წარმო...
02/07/2026

ექო ქალაქ ტყიბულის წარსულიდან!
--------------------------------------------------------------------------
ამ ფოტოზე წარმოდგენილი ქართულ ჩოხაში კოხტად

ჩაცმული მოცეკვავე იმ დროს ქალაქ ტყიბულის პირველი

საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე თამაზ

დვალი გახლავთ. გაზეთ „ტყიბულის მაღაროელის“

ფოტო-კორესპონდენტმა, დ. საბელაშვილმა იგი

ერთ-ერთი ღონისძიების დროს გადაიღო. გავა წლები,

ეს პატარა ბიჭი ცერებზე და მკლავებგაშლილი,

(კოჭებში ეტყობოდა ქორეოგრაფიული ნიჭიერება!),

მრავალ სცენას წარმატებით მოივლის!

ქალაქ ტყიბულში შექმნის ქორეოგრაფიულ სკოლა-

სტუდიას მომავალ მეუღლესთან ერთად, აღზრდის

ახალ თაობებს ქართული ქორეოგრაფიის დიდი

სიყვარულით, მოიპოვებს უამრავ პირად,

ანსამბლებისთვის განკუთვნილ მრავალ ჯილდოს!

გახდება ქალაქ ტყიბულის საპატიო მოქალაქე!

ამ მომენტში, მან ამის შესახებ ჯერ არ იცის!

უბრალოდ თავდავიწყებით ცეკვავს „ქართულს“...

ეს ფოტო დაიბეჭდა გაზეთში „ტყიბულის მაღაროელი“,

1961 წლის 7 ივლისს.

რედაქტორი - დამსახურებული ჟურნალისტი

სიმონ მერკვილაძე,
-----------------------------------------------------------------------
საარქივო მასალების მოძიებაში გაწეული

დახმარებისთვის, თანადგომისთვის, უდიდესი

მადლობა ჩემს ტყიბულელ მეგობარს,

მზეჭაბუკ არსენიძეს!

უდიდესი პატივისცემით ვეფხია სამსონიძე,

თბილისი, 1 ივლისი, 2026 წელი.

10/06/2026

ქალაქ ტყიბულის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის პეტაგოგებისა და მათი აღზრდილების მიერ შესრულებული ცეკვა “ოსური”
შესანიშნავი სასწავლო წლის დაუვიწყარი დასასრული❤️
Tamazi Dvali
Xvicha Kakushadze
Marina Cickishvili
მარიამ კაკუშაძე
Ani Chanturidze
Natia Sirbiladze

📣 გელოდებით ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში საქველმოქმედო კონცერტზე!
09/06/2026

📣 გელოდებით ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში საქველმოქმედო კონცერტზე!

18/05/2026

ქალაქ ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდიის ანსამბლი „სიჭაბუკე“ ფესტივალზე რაბათში!
წარმატებები ბავშვებო! 💃🕺✨❤️

Address

Gorgia
Tkibuli
4300

Telephone

+995555280809

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია / Tkibuli Choreographic Studio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category