სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

მოგახსენებთ, რომ 2024–2026 წლებში ხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული თვითმყოფადობა“,  საქართველოს ს...
21/09/2026

მოგახსენებთ, რომ 2024–2026 წლებში ხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული თვითმყოფადობა“, საქართველოს საპატრიარქოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ეტაპების გაცნობას. აღნიშნული პროგრამა დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საგანმანათლებლო-შემეცნებითი საჯარო შეხვედრები და ლექციები, რომლებშიც მონაწილეობენ ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მეცნიერები. მთავარი გზავნილია ისტორიული და კულტურული ღირებულებების გახსენება და საზოგადოების ერთიანობის გაძლიერება.აღნიშნულ პროგრამაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ტყიბულის N 6 საჯარო სკოლის X -XI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ცირა კუბლაშვილთან ერთად, მადლობას მოვახსენებთ ქალაქ ტყიბულის მერიას ამ შესაძლელობისთვის.

15/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, პატივცემულო მშობლებო სკოლის სრულ წარმომადგენლობით სოციუმს ! ✨გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚🎉🎒 განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ ცოდნის სამყაროში. დაე, მათი სასკოლო გზა იყოს ნათელი, საინტერესო, აღმოჩენებით, მეგობრობითა და წარმატებით სავსე. ახალი სასწავლო წლის დადგომა ყოველთვის უკავშირდება ახალ შესაძლებლობებს, აკადემიურ სწრაფვებსა და პიროვნულ განვითარებას. განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის დაგროვების პროცესი, იგი გახლავთ თავისუფალი, გონიერი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტი. სწორედ სკოლაში ჩაყრილი საფუძველი განსაზღვრავს ჩვენი ახალგაზრდების მსოფლმხედველობას, კრიტიკულ აზროვნებასა და მომავალ წარმატებებს.
ჩვენი ქალაქი, თავისი მდიდარი საგანმანათლებლო და კულტურული ტრადიციებით, ყოველთვის იყო და რჩება ინტელექტუალური და სულიერი კერა.
ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს ვუსურვებ დაუოკებელ წყურვილს შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისადმი. გჯეროდეთ, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა არის ის მთავარი ძალა, რაც ნებისმიერ მწვერვალს დაგაპყრობინებთ!
ღმერთმა დალოცოს თქვენი ნაბიჯები, მოგცეთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმტკიცე, დაუსრულებელი ენერგია და დიდი წარმატებები ამ საპასუხისმგებლო, ღირსეულსა და ნაყოფიერ გზაზე! დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის იქცეს ინტელექტუალური წინსვლის, პიროვნული განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი წარმატებების წლად!

ახალი სასწავლო წელი იყოს ახალი იმედების, დიდი მიზნებისა და ღირსეული გამარჯვებების დასაწყისი! 📚📚📚📚

სიყვარულით,
მაკა გაბელაშვილი

მოდული კალენდარში შესაძლებელია კლასების არჩევა (სადამრიგებლო და სხვა კლასები). ჩამონათვალი დამოკიდებულია ჟურნალის მომხმა...
02/09/2026

მოდული კალენდარში შესაძლებელია კლასების არჩევა (სადამრიგებლო და სხვა კლასები).
ჩამონათვალი დამოკიდებულია ჟურნალის მომხმარებლის როლზე.
ასევე შესაძლებელია კალენდრის ხედვის შეცვლა სურვილის მიხედვით: დღის, კვირისა ან თვის ხედვა.

🟣მართვის საინფორამციო სისტემა გვიზიარებს ინფორმაციას ახალი მოდულის დამატებაზე📌 ელექტრონული ჟურნალის მოდულში ,,საპატიო გა...
02/09/2026

🟣მართვის საინფორამციო სისტემა გვიზიარებს ინფორმაციას ახალი მოდულის დამატებაზე
📌 ელექტრონული ჟურნალის მოდულში ,,საპატიო გაცდენები’’ დამატების. ,,+’’ ღილაკის გამოყენებით ხდება კლასის, მოსწავლის და საპატიო დღის/დღეების დამატება.
🟣აღნიშნული მოდულით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ სკოლის დირექტორს და ელ.ჟურნალის ადმინისტრატორს.

ქალაქ ტყიბულის N 6 საჯარო სკოლის დირექცია წარმოგიდგენთ ინფორმირებულობის და მოქნილი სამუშაო გრაფიკის  მიზნით ✔️2026-2027 ...
22/08/2026

ქალაქ ტყიბულის N 6 საჯარო სკოლის დირექცია წარმოგიდგენთ ინფორმირებულობის და მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიზნით
✔️2026-2027 სასწავლო წლის კალენდარს📚

📌 სასწავლო წლის პირველი სემესტრი
🛑 (15 სექტემბრიდან 29 დეკემბრამდე)
🛑74 სასწავლო დღეს, ხოლო მე-2 სემესტრი
🛑 (15 იანვრიდან 15 ივნისამდე)
🛑 95 სასწავლო დღეს მოიცავს.
🛑სასწავლო წელი სრულად 169 სასწავლო დღეს მოიცავს.

📌 სასწავლო წლის განმავლობაში ოფიციალური დასვენების დღეებია :
🟢14 ოქტომბერი (სვეტიცხოვლობა);

🟢23 ნოემბერი
(გიორგობა);

🟢19 იანვარი (ნათლისღება);

🟢3 მარტი (დედის დღე);

🟢8 მარტი (ქალთა საერთაშორისო დღე);

🟢9 აპრილი (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე);

🟢12 მაისი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე);

🟢17 მაისი (ოჯახის სიწმინდის დღე);

🟢26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე).

📌 სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე არდადეგები იმოქმედებს, ესენია :

🟣საახალწლო (30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე);

🟣საგაზაფხულო (6-14 მარტის ჩათვლით);

🟣სააღდგომო (30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით).

📌 სასწავლო წელს -

🗓XII კლასის მოსწავლეები 20 მაისს დაასრულებენ (152 სასწავლო დღე);

🗓l კლასის მოსწავლეები 27 მაისს დაასრულებენ (156 სასწავლო დღე);

🗓რაც შეეხება ll - XI კლასის მოსწავლეებს ისინი სასწავლო წელს ✅️15 ივნისს სასწავლო წლის ბოლო დღეს დაასრულებენ.
🟣 გისურვებთ
წარმატებულ სასწავლო წელს !

20/08/2026
20/08/2026

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები და ზუსტი მისამართები

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე

📍თბილისი

გლდანი-ნაძალადევი
• სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35
• სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22
• სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.
• სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

დიდუბე-ჩუღურეთი
• სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა
მისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4

ვაკე-საბურთალო
• სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38
• სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71
• სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ

ისანი-სამგორი
• სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7
• სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18
• სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
• სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ

ძველი თბილისი
• სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ბროსეს N8
• სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2
• სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.
მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2

📍აჭარა

ბათუმი
• სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35
• სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125
• სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56

ქობულეთი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136

ხელვაჩაური
• სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოფელი ხელვაჩაური

📍გურია

ლანჩხუთი
• სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123

ოზურგეთი
• სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7

ჩოხატაური
• საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წერეთლის ქ. N2

📍იმერეთი

ქუთაისი
• სსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51
• სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22

ბაღდათი
• სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39

ვანი
• სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოლომონ II ქუჩა №11

ზესტაფონი
• სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4

თერჯოლა
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

სამტრედია
• სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79

საჩხერე
• სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19

ტყიბული
• სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14

ჭიათურა
• სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,

ხონი
• სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4

📍კახეთი

თელავი
• სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22

ახმეტა
• სსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლა
მისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35

გურჯაანის
• სსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15

დედოფლისწყარო
• სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა
მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო

ლაგოდეხი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1

საგარეჯო
• სსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19

სიღნაღი
• სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70

ყვარელი
• სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29

📍მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა
• სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩა

დუშეთი
• სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96

თიანეთი
• სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59

ყაზბეგი
• ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50

📍რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური
• სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9

ცაგერი
• სსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლე
მისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6

📍სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი
• სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8

აბაშა
• სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა
მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23

მარტვილი
• სსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლა
მისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,

მესტია
• სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25

სენაკი
• სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7

ფოთი
• სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9

ჩხოროწყუ
• სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გობეჩიას ქუჩა №3

წალენჯიხა
• წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3

📍სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი
• სსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3

ადიგენი
• სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა
მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური

ასპინძა
• სსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა
მისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7

ახალციხე
• სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

ბორჯომი
• სავაჭრო ობიექტი
მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6

ნინოწმინდა
• სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16

📍ქვემო ქართლი

რუსთავი
• სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3
• სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7

ბოლნისი
• სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13

გარდაბანი
• სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24

დმანისი
• სსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო
• სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

მარნეული
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარა
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი

წალკა
• სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53

📍შიდა ქართლი

გორი
• სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი
• ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი
• სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1

ხაშური
• სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22

20/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294&fbclid=IwY2xjawTzk0hwZG9mAWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMXAyQ1JWdGoySUJZa3RmcUFzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeP3FrGuOssOcs1nPGPyVHWO5xlzmpUkY0o39VyziE35xJhOVuaV0GhHpdNLM_aem_1O2eraqLEMhMul6BJyGPkg

13/08/2026
♻️  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, კაჭრეთში, Ambassadori Academy-ში ოფიციალურად...
30/07/2026

♻️ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, კაჭრეთში, Ambassadori Academy-ში ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი STEAM მოსწავლეთა ბანაკი.
🟢პროექტი აერთიანებს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით 300 მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. GITA STEAM ბანაკი სამ ნაკადად ჩატარდება და თითოეულში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
🟢 ბანაკის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების შექმნა.
🟢GITA STEAM მოსწავლეთა ბანაკის მეორე ნაკადს (3-8 აგვისტო) ასევე შეუერთდება სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეთერთმეტე
კლასის მოსწავლე
ნინი კაკუშაძე.
🟢ტყიბულის N 6 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ნინი კაკუშაძეს. ❤️👏

Address

ქ. ტყიბული, თაყაიშვილის ქ. 1
Tkibuli
4300

Telephone

+995599226320

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category