28/09/2026
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ ფარგლებში და KfW განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.
თუ ცხოვრობთ, სწავლობთ, მუშაობთ ან რეგულარულად გადაადგილდებით მარჯანიშვილის არეალში, შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი იდეა, თუ როგორ გახდეს ეს ტერიტორია უფრო უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და კომფორტული.
იდეა შეიძლება ეხებოდეს:
ქვეითთა და საგზაო უსაფრთხოებას;
სკოლამდე უსაფრთხოდ გადაადგილებას;
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირს;
გარემოს ხელმისაწვდომობას;
საჯარო სივრცეების გაუმჯობესებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცალკეულ პირებს, ისე ჯგუფებსა და ორგანიზაციებს. იდეის წარდგენის საწყის ეტაპზე დეტალური ტექნიკური პროექტის, ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება საჭირო არ არის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 საათი.
კონკურსის პირობები, საკონკურსო ტერიტორიის რუკა და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: