კისისხევი | kisiskhevi

კისისხევი | kisiskhevi საუკეთესო სოფელი დუნიაზე �

დღეს 36 წლის გავხდი და ამ დღეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარ წარსულში ვიპოვე- 😍კისისხევში დარჩენილი ჩემი ბავშვობა. 🥹...
29/08/2026

დღეს 36 წლის გავხდი და ამ დღეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარ წარსულში ვიპოვე-

😍კისისხევში დარჩენილი ჩემი ბავშვობა. 🥹📖❤️

ხელში მწვანეგარეკანიანი რვეული მიჭირავს. მისი ყდა წლებმა ოდნავ გააცრიცა, ფურცლებს კი დროის თბილი სუნი ასდით. ძველი ქაღალდის, მტვრისა და მოგონებების.

პირველივე გვერდზე ჩემი ხელით დაწერილი სიტყვები მხვდება:

„ჩემი სამკვიდრო და საგვარეულო-მზია აზნიაშვილი.“

ფურცლებს ფრთხილად ვშლი. ასოები ზოგან მკაფიოა, ზოგან კი თითქოს წლებმა ოდნავ გადარეცხა. ვუყურებ მერხთან მჯდომი პატარა გოგოს ფოტოს . კალმით ხელში, სერიოზული სახით, თითქოს იმ წამს მთელი სამყაროს ჩაწერას ცდილობს და მეღიმება. 🤍
ვუყურებ მას და ვფიქრობ, რამდენი რამ არ იცოდა მაშინ მომავალზე… და რამდენი რამ იცოდა უკვე ცხოვრებაზე ,ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებმა იციან: გულწრფელად, უშუალოდ და დიდი რწმენით.

ამ რვეულის ფურცლებთან ერთად ჩემ წინ ნელ-ნელა იშლება კისისხევიც . მტვრიანი ქუჩებით, მზით გახურებული ეზოებით, მეგობრების ხმაურითა და ზაფხულის გრძელი დღეებით. მახსენდება სოფლის გზები, ქარის მსუბუქი შრიალი და ის ბავშვური რწმენა, რომ ზაფხული არასოდეს დამთავრდებოდა.💛🌞🌻🌻🌅

მაშინ ბედნიერებას ბევრი არაფერი სჭირდებოდა: მზიანი დღე, ეზოში მეგობრების ხმები, მტვრიანი ფეხები, დაღამებამდე თამაში და განცდა, რომ სამყარო სწორედ იქ, იმ პატარა სოფელში, იწყებოდა და მთავრდებოდა. ☀️

ძველ ჩანაწერებში სოფლის ისტორიას,ჩემს პირველ პატარა „აღმოჩენებს“ ვკითხულობ. თითოეული გვერდი იმ ცნობისმოყვარე ბავშვს მაჩვენებს, რომელსაც ყველაფრის გაგება, ჩაწერა და დამახსოვრება უნდოდა.

ალბათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ამავე ფურცლებს ხელში დავიჭერდი და მათ შორის ჩემს ბავშვობას ისევ აქ -კისისხევში -ვიპოვიდი.

ახლა ბევრი რამ შეცვლილია. მე გავიზარდე, სოფელიც შეიცვალა, ცხოვრებამ სხვა გზებზე წამიყვანა… მაგრამ კისისხევში დაბრუნებისას რაღაც უცნაური და ძალიან ნაცნობი ხდება: თითქოს ძველი ქუჩები ჩუმად მიცნობენ, ეზოები ისევ ინახავენ ბავშვების ხმებს, ქარი კი იმავე ამბებს მიყვება.
და მაშინ ის პატარა გოგო ისევ იღვიძებს ჩემში. 🌿🤍
ალბათ, ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან ბავშვობის ადგილები. იქ მხოლოდ სახლები, ქუჩები და ეზოები კი არ გვხვდება იქ ჩვენი პატარა „მე“ გველოდება: ლაღი, გულწრფელი, ცნობისმოყვარე და იმედიანი. ის, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ყველაზე კარგი ამბები წინ არის. ✨

მადლობა, კისისხევო, იმ ბავშვობისთვის, რომელიც წლების შემდეგაც ასე თბილად მხვდება. მადლობა მზიან ეზოებს, სოფლის გზებს, ნაცნობ ხმებს, სკოლას, მასწავლებლებს, მეგობრებს და უბრალოდ ადამიანებსა და იმ უბრალო დღეებს, რომლებმაც ჩემი პირველი მოგონებები შექმნეს და ცხოვრების ყველაზე სუფთა ნაწილი დამიტოვეს.

ახლა ვიცი, რომ ბავშვობა არსად ქრება. ის იმ ადგილებში რჩება, სადაც პირველად ვიცინეთ, ვიოცნებეთ, დავეცით, წამოვდექით და სამყაროს საკუთარი თვალით შევხედეთ.

კისისხევში კი ჩემი ბავშვობა დღემდე ცოცხალია 🌞ძველ ქუჩებში, მზით გათბობილ კედლებში, ეზოების სიჩუმეში, ქარის ხმაში და იმ პატარა გოგოში, რომელიც სადღაც ჩემში ისევ მელოდება. 🌿🤍

ზოგი ადგილი უბრალოდ ადგილი არ არის რუკაზე- ის ჩვენი დასაწყისია.

და როცა ძველ რვეულს გადაშლი, გაყვითლებულ ფურცლებს თითებით შეეხები და საკუთარ ბავშვობას ისევ იცნობ, ხვდები:

ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ოდესღაც გვქონდა, არსად წასულა ის ჩვენში აგრძელებს ცხოვრებას. 🥹📖✨

მზიკო აზნიაშვილი
30.08.26

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕊️✨დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა, სასოების, სიყვარულისა და სუ...
28/08/2026

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕊️✨

დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა, სასოების, სიყვარულისა და სულიერი სიმშვიდის დღესასწაული.
ფოტოზე კისისხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საუკუნოვანი ტაძარია, რომელიც ჩვენი სოფლის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე და სულიერი საყრდენია.

ყოვლადწმიდა დედამ დალოცოს ჩვენი კისისხევი, თითოეული ოჯახი, სრულიად საქართველო და მშვიდობით, ჯანმრთელობითა და სიკეთით აავსოს თქვენი გულები! ❤️
მარიამობის მადლი გფარავდეთ! 🙏

🌖🌘🌝🌖
27/08/2026

🌖🌘🌝🌖

22/08/2026

გივი გაბაშვილის ვიდეო.

15/08/2026

ინგლისური ენის გაკვეთილები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის!
🎓 სექტემბრიდან იწყება მიღება ინგლისურ ენაში I და II კლასის მოსწავლეებისთვის!
📌 სწავლების პირობები:
• 👥 მცირე ჯგუფები: სულ ავიყვან 4 მოსწავლეს (ჯგუფი შედგება მხოლოდ 2 მოსწავლისგან რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას).
• ⏱ ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი.
• 📅 გრაფიკი: კვირაში 2 დღე (დღეები და საათები შეთანხმებით).
• 📍 ლოკაცია: ქ. თელავი (ბავშვების მიღება მოხდება სახლში).
📩 დეტალური ინფორმაციისთვის და ჩასაწერად, მისწერეთ მარიამ მაისურაძეს მარიამი მაისურაძე

14/08/2026

თითქოს გუშინ იყო, ამ ლამპიონის ქვეშ ჩვენ რომ ვთამაშობდით და სახლში შესვლა არ გვინდოდა... დღეს კი აქ უკვე ჩვენი შვილები დარბიან.
იმავე ქუჩაზე, იმავე შუქზე, ზუსტად იმავე ბავშვური სიხარულით! ❤️
ყველაზე დიდი ბედნიერებაა იმის დანახვა, რომ თაობები იცვლებიან, მაგრამ სოფელი, უბნის სიყვარული და ეს თბილი მოგონებები უცვლელი რჩება... 🌿🌙

„სად არის ეს ადგილი და რა ჰქვია მას?“ 🍂🏛️ჩვენს სოფელს უამრავი ასეთი იდუმალი, ტყეში მიმალული და საუკუნოვანი სალოცავუ აქვს...
13/08/2026

„სად არის ეს ადგილი და რა ჰქვია მას?“ 🍂🏛️
ჩვენს სოფელს უამრავი ასეთი იდუმალი, ტყეში მიმალული და საუკუნოვანი სალოცავუ აქვს, რომელსაც განსაკუთრებული ენერგეტიკა და ისტორია აქვს.

ფოტოზე აღბეჭდილი ეს სუროთი დაფარული, შემოდგომის ოქროსფერში გახვეული ნაგებობა კენჭისყრით რომ ავირჩიოთ, კისისხევის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია...
❓ ნანახი გაქვთ ეს ადგილი? ვინ გამოიცნობს კომენტარებში:

1. ზუსტად სად მდებარეობს ეს სალოცავი?
2. რა ჰქვია მას ხალხში ან რომელ წმინდანს უკავშირდება?
✍️ დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში!
თუ ამ ადგილთან დაკავშირებული რაიმე მოგონება, თქმულება ან პაპებისგან ნასწავლი ამბავი გაგონდებათ, გაგვიზიარეთ.💜ერთად გავაცოცხლოთ ჩვენი სოფლის ისტორია! ❤️👇

13/08/2026

🌘🌖🎑🌝

04/08/2026

❤️

დიდი ხანია, ასეთი საოცარი საჩუქარი არ მიმიღია და ასეთი ემოცია არ განმიცდია. ხელში მიჭირავს წიგნი, რომელსაც უბრალოდ „კისი...
01/08/2026

დიდი ხანია, ასეთი საოცარი საჩუქარი არ მიმიღია და ასეთი ემოცია არ განმიცდია. ხელში მიჭირავს წიგნი, რომელსაც უბრალოდ „კისისხევი“ ჰქვია. ნაშრომი ჩვენს ფესვებზე, ისტორიასა და იმ ადამიანებზე, ვინც ეს სოფელი შექმნა.
უდიდესი მადლობა მარიკა ლაფაური-ბურკს ამ საოცარი სიურპრიზისთვის.

გადავშალე წიგნი და საოცარი ემოცია დამეუფლა. თითქოს დროში მოგზაურებ, იმდენ ნაცნობ სახეს და მივიწყებულ ისტორიასა წააწყდები.
ეს მხოლოდ წიგნი კი არა, თითოეული კისისხეველის ოჯახის კუთვნილი უძვირფასესი განძია.

⚠️ ყურადღება კისისხეველებსა და ჩვენს გულშემატკივრებს!

რადგან წიგნი ახალი გამოსულია და ინტერესი ძალიან დიდია, ხელთ მაქვს სულ რამდენიმე ეგზემპლარი.
თუ გსურთ, რომ ეს უძვირფასესი წიგნი თქვენს ოჯახურ ბიბლიოთეკას ამშვენებდეს ან საუკეთესო საჩუქრად გადასცეთ ახლობელს:
📥 მოგვწერეთ.

გააზიარეთ პოსტი, რომ ყველამ შეიტყოს ჩვენი სოფლის ამ დიდ სიახლეზე! ❤️
#კისისხევი #ჩემიფესვები #კახეთი #ახალიწიგნი
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტორებს: გიორგი ლაღიაშვილს და მარიკა ლაფაურს უდიდესი შრომისთვის.

(ეს ლამაზი ფოტო კი Ai-ს შევაქმნევინე.)

Address

Telavis Raioni Sof. Kisisxevi
Telavi
5

Telephone

+995598375373

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კისისხევი | kisiskhevi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კისისხევი | kisiskhevi:

Shortcuts

Share