BOMUP

BOMUP

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from BOMUP, Education, qartuli university Street #1, Telavi.

ბიბერახის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით ,,პროექტის მენეჯმენტი (მშენებლობა და უძრავი ქონება) – BOM UP“. პროექტი დაფინანსებულია ფოლკსვაგენის (ჰანოვერი გერმანია) ფონდის მიერ. პროექტი ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირებს 2009 წლის 9 მაისიდან. მისი ხანგრძლივობაა 5 ნახევარი წელი.

07/10/2013

ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული BOM UP-ის პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს თავისუფალ არჩევით საგნებს. საგნები გადის როგორც საუნივერსიტეტო , ასევე საფაკულტეტო საგნების რანგში. თითოეულს მინიჭებული აქვს 5 კრედიტი. სტუდენტი თავისუფალია არჩევანში. ყველა საგნის სილაბუსის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ -http://tesau.edu.ge/failebi/bomup/tavisufali%20kreditebi.pdf

http://tesau.edu.ge/failebi/bomup/tavisufali%20kreditebi.pdf

ჩვენს შესახებ 04/10/2013
BOM UP სტუდენტების გასვლითი სემინარი 03/08/2013

BOM UP-ის მშენებლობის მენეჯმენტის სტუდენტებისათვის თბილისის ისტორიულ უბნებში გასვლითი სემინარი მოეწყო. სტუდენტებმა ბეთლემის უბანი და აბანოთუბანი დაათვალიერეს. გაეცნენ მათ ისტორიულ და არქიტექტორულ თავისებურებებს. განიხილეს და შეაფასეს რესტავრაციამდელი და შემდგომი მშენებლობის ტიპები, დაგეგმარება და კულტურული მრავალფეროვნება.

სემინარის მეორე ნაწილში სტუდენტებმა გლდანის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. გაეცნენ მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობის და არასწორი კომპოსტირების მავნე ზეგავლენას გარემოზე.

BOM UP სტუდენტების გასვლითი სემინარი | იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივ� 03/08/2013

BOM UP სტუდენტების გასვლითი სემინარი

BOM UP სტუდენტების გასვლითი სემინარი | იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივ� BOM UP-ის მშენებლობის მენეჯმენტის სტუდენტებისათვის თბილისის ისტორიულ უბნებში გასვლითი სემინარი მოეწყო. სტუდენტებმა ბეთლემის უბანი და აბანოთუბანი დაათვალიერეს. გაეცნენ მათ ისტორიულ და არქიტექტორულ თავისებურებებს. განიხილეს და შეაფასეს რესტავრაციამდელი და შემდგომი მშენებლობის ტიპები, დაგეგმარება და ...

სასწავლო პროგრამები | იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 31/05/2013

ბომაპის მაინორის პროგრამები

სასწავლო პროგრამები | იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის მენეჯმენტი (მშენებლობა და უძრავი ქონება) ეს არის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც 4 წლიანია და მოიცავს 8 სემესტრს. ამ დროის განმავლობაში სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მისაღებად 240 კრედიტი უნდა მოაგროვოს. ამ კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ბაკალავრის ხარისხს “ბიზნეს ადმნისტრირებაში”...

ახალი 3 | სტუდენტების აქცია | 13.03.13 13/03/2013

http://tv9.ge/?m=6&id=19000

ახალი 3 | სტუდენტების აქცია | 13.03.13 დაგვიბრუნეთ სტუდენტის სტატუსი - ამ მოთხოვნთ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა. ბიზნესის ადმინისტრაციის სტუდენტების მტკიცებით, ფაკულტეტმა შესაბამისი აკრედიტაცია ვერ გაიარა, რის გამოც

BOMUP განათლების მესამე საერთაშორისო გამოფენაზე 19/02/2013

15-16 თებერვალს თბილისში მესამე საერთაშორისო გამოფენაზე საერთაშორისო პროქტმა BOM UP წარადგინა საბაკალავრო და „მაინორის“ პროგრამები, რომლებიც 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

21/12/2011

2011 წლის 28 დეკემბერს 1200 სთ. ჩატარდება გერმანულ-ქართული სასწავლო პროექტის BOM UP- ის თავისუფალი არჩევითი საგნების პრეზენტაცია.
უნივერსიტეტის I კორპუსი, I I სართული დიდი სააქტო დარბაზი

საუნივერისტეტო არჩევითი საგნები
საგნები, რომლებიც თესაუს ყველა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს
საგნებს სთავაზობს ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული BOM UP-ის პროექტი

პასუხისმგებელი:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

საკონტაქტო ოფისი:
სტრატეგიული განვითრებსა და საერთშორისო ურთიერთობის სამსახური
ცისია ამონაშვილი
ქართული უნივერსიტეტის ქ. #1
2200 თელავი
8350 27 15 33
[email protected]

No. საგნის დასახელება კრედიტი ლექტორი
1 გამოყენებითი სამართალი 5 ვახო მოსიაშვილი
2 ინფორმაციული ტექნოლოგიები პროექტის მენეჯმენტში 5 Llia nazRaiZe
3 აპლიკაცია ექსელი 5 Llia nazRaiZe
4 პროექტის წერა 5 ცისია ამონაშვილი
5 ბიზნეს გერმანული 5 ცისია ამონაშვილი
6 ბიზნეს გეგმის შედგენა 5 ნანა რინკიაშვილი
7 გამოყენებითი პროექტის მენეჯმენტი 5 თამარ მიქელაძე
8 მენეჯერული უნარები 5 ია ჯიმშიტაშვილი
9 ბიზნეს ინგლისური I 5 თამარ მიქელაძე
10 ბიზნეს ინგლისური II 5 თამარ მიქელაძე

ზემოთ ჩამოთვლილი საგნების არჩევა თესაუ-ს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ეს საგნები გადის როგორც საუნივერსიტეტო , ასევე საფაკულტეტო საგნების რანგში. თითოეულს მინიჭებული აქვს 5 კრედიტი. სტუდენტი თავისუფალია არჩევანში. ყველა საგნის სილაბუსის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე.
თავისუფალი არჩევითი საგნების კრედიტების სავალდებულო რაოდენობაა 10-15 კრედიტი. თითოეული ეს საგანი დაფიქსირდება დიპლომის დანართში.


როგორ ხდება საგნების არჩევა:
სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ამ საგნების შესწავლა, უნდა დარეგისტრირდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისია და სამართლის ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტებმა უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

• სახელი, გვარი
• ტელეფონის ნომერი
• ფაკულტეტი, კურსი
• არჩეულ საგანთა დასახელება

ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი
I კორპუსი, V სართული
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
ქართული უნივერსიტეტის ქ. #1
2200 თელავი
ტელ: 8350 23 36 71

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 16:00 სთ

გამოყენებითი სამართალი
კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს სამართლის საფუძვლები, ქართული სამართლის სისტემა, სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის ძირითადი საკითხები, რათა მათ განუვითარდეთ პროექტის წერის და / ან მართვის პროცესში სამართლებრივი ასპექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის, მონიტორინგის უნარ-ჩვევები, ასევე ხელშეკრულების წინა მოლაპარაკებების პროცესის მართვისა და სწორი დაგეგმვის უნარები.
სასწავლო კურსის წინაპირობები: არა აქვს
კურსის შედეგი: დარგობრივი კომპეტენციები _ სტუდენტები შეძლებენ პროექტის მენეჯმენტის დონეზე სამუშაოების დაგეგმვას, სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვასა და მონიტორინგს.

ბიზნეს გერმანული
კურსის აღწერა: ამ კურსის ფარგლებში ხდება ბიზნეს გერმანულისათვის დამახასაითებელი ლექსიკის ათვისება და საჭირო ტერმინოლოგიის გამომუშავება, რასაც უზრუნველყოფს სახელმძღვანელოში მოცემული შესაბამისი ტექსტები და დავალებები. ტექსტები ამოღებულია ბიზნესპრაქტიკიდან, რის საფუძველზეც ხდება არა მხოლოდ ზოგადი ტერმინოლოგიის, არამედ კონკრეტული, ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლა.E
ტერმინოლოგია შეისწავლება პრაქტიკისა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. გრაფიკა, ცხრილები და დიაგრამები გამოიყენება შესწავლილი მასალის ცოდნის შესამოწმებლად. დამუშავებული თემების ტერმინოლოგია ახსნილია წიგნში განთავსებულ ლექსიკონში. მასალის შესწავლას უზრუნველყოფს სპეციალური სავარჯიშოები.

ამ კურსზე დაიშვებიან სტუდენტები, რომელბიც წინასწარ წარმატებით ჩააბარებენ სპეციალურ ტესტს. ხანრძლივობა 1 (ერთი) საათი

პროექტის წერა
სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს ბაკალავრს პროექტის წერის საფუძვლები და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძვლები.

ბიზნეს გეგმის შედგენა
სასწავლო კურსის მიზანები– სასწავლო დისციპლინის მიზანია სტუდენტებს მისცეს სათანადო ცოდნა ბიზნეს იდეის განვითარების, ბიზნეს გეგმის არსსა და ობიექტურ აუცილებლობაზე, ასევე ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის წყაროებზე.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგი - ამ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ გარკვეული ცოდნა ბიზნეს გარემოს, ბიზნეს იდეების გენერაციასა და ბიზნეს გეგმის შედგენის ორგანიზაციაზე.

მენეჯერული უნარები
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს შემდეგი საკითხები: დროის მენეჯმენტი; გადაწყვეტილების მიღება; დელეგირება; პერსონალის მოტივაცია; ჯგუფური მუშაობა; შეხვედრების და პრეზენტაციების მართვა; მოლაპარაკებები; პერსონალის ინტერვიუირება; ცვლილებების განხორციელება; სტრესების მართვა.
ლექცია-სემინარების ფორმატი: ყოველ ლეაციაზე სტუდენტებს აეხსნებათ და მიეცემათ თეორიული მასალა, აგრეთვე ყოველ ლექციაზე ისინი გააკეთებენ თემატურ ტესტებს და იმუშავენებ ქეისებზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიები პროექტის მენეჯმენტში
სალექციო კურსი მიზნად ისახავს ღრმა და სისტემური განათლების მიცემას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტში და სტუდენტისათვის ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მიღებული ცოდნა გამოიყენოს განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის, ინფორმატიკისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

აპლიკაცია ექსელი
წინამდებარე კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს სრულყოფილად და ამომწურავად გააცნოს და განუვითაროს ელექტრონულ ცხრილებზე მომუშავე პროგრამა ექსელთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

გამოყენებითი პროექტის მენეჯმენტი
სალექციო კურსის მიზნები და ამოცანები
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს
• პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მისი როლი და ტიპები
• პრეზენტაცია და მის წარმდგენა
• პრობლემების არსის დანახვა და მიზნების განსაზღვრა
• დროის მართვა
• ABC-ანალიზი
• ხარჯების განსაზღვრა და მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიცირება AB ABC ანალიზში;
• პროექტის განხორციელების კონტროლის საშუალებები

ბიზნეს ინგლისური I
სასწავლო კურსის მიზნები: ეს კურსი შექმნილია სტუდენტების პრაქტიკული საჭიროებებისთვის (ბიზნესის სფეროში), სტუდენტები შეისწავლიან ბიზნეს ინგლისურის ტერმინოლოგიას ისეთ სფეროებში როგორიცაა: ბიზნეს შეხვედრები, კომპანიის ტიპები, ბიზნეს გეგმები, ბიზნეს მოგზაურობა, კომპანიების რეგისტრაცია, ინტელექტუალური საკუთრება და სხვა. კურსი აძლევს ენის პრაქტიკის შესაძლებლობას კონკრეტულ და ზოგად პროფესიული სიტუაციებში. აღნიშნული კურსი სტუდენტებს სთავაზობს ოთხივე უნარ-ჩვევაში პრაქტიკას (კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი) ხშირი როლური სიტუაციებით და სასაუბრო სავარჯიშოებით.
სასწავლო კურსის დასწრების წინაპირობა: სტუდნეტები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგი: კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტები შეძლებენ ბიზნეს ინგლისურის პრაქტიკულ გამოყენებას. ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით საუბარს, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით დაგეგმვას და განხორციელებას. სტუდენტები შეძლებენ ბიზნესის სფეროში კვლევას, პროექტების შედგენას და განხორციელებას.

ბიზნეს ინგლისური II
სასწავლო კურსის მიზნები: სტუდენტები შეისწავლიან ბიზნეს ინგლისურის ისეთ სფეროებს როგორიცაა: მენეჯმენტის ტიპები, ბიზნეს შეხვედრები და მოლაპარაკებები, დაგეგმვა, საერთაშორისო შეხვედრები, ბიზნეს დოკუმენტაცია, ფინანსური ანგარიშები, ბიზნეს ეთიკა და სხვა. კურსი აძლევს ენის პრაქტიკის შესაძლებლობას კონკრეტულ და ზოგად პროფესიული სიტუაციებში. აღნიშნული კურსი სტუდენტებს სთავაზობს ოთხივე უნარ-ჩვევაში პრაქტიკას (კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი) ხშირი როლური სიტუაციებით და სასაუბრო სავარჯიშოებით. კურსი შექმნილია იმისათვის, რათა დაეხმაროს სტუდენტებს შეძენილი ცოდნა სამუშაო პრაქტიკაში გამოიყენონ
სასწავლო კურსის დასწრების წინაპირობა: სტუდენტს უნდა ჰქონდეს კრედიტი ბიზნეს ინგლისურის I დონეში
სასწავლო კურსის სწავლის შედეგი: კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტები შეძლებენ ბიზნეს ინგლისურის პრაქტიკულ გამოყენებას. ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით საუბარს, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით დაგეგმვას და განხორციელებას. გამოუმუშავდებათ მიზნების დამოუკიდებლად დასახვის, საკითხის მრავალმხრივ დამუშავების, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნება. სტუდენტები შეძლებენ ბიზნესის სფეროში კვლევას, პროექტების შედგენას და განხორციელებას.

დედლაინი 6.01.2012 წ 15 00 სთ
რეგისტრაციისთვის მიმართეთ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამრთლის ფაკულტეტის დეკანატს. უნივერიტეტის I კორპუსი, V სართული
დეკანი: ასოც. პროფესორი
ირმა შიოშვილი

2011 წლის 28 დეკემბერს 1200 სთ. ჩატარდება გერმანულ-ქართული სასწავლო პროექტის BOM UP- ის თავისუფალი არჩევითი საგნების პრეზენტაცია.

უნივერსიტეტის I კორპუსი, I I სართული დიდი სააქტო დარბაზი

დედლაინი 6.01.2012წ 14 00 სთ
რეგისტრაციისთვის მიმართეთ სოციალურ მეცნიერებათა, ბინესისა და სამრთლის ფაკულტეტის დეკანატს. უნივერიტეტის I კორპუსი, V სართული - ქალბატონი
ირმა შიოშვილი

04/10/2011

2011 წლის 6 ოქტომბერს 1200 სთ. ჩატარდება გერმანულ-ქართული სასწავლო პროექტ BOM UP- ის თავისუფალი არჩევითი საგნების პრეზენტაცია.

უნივერსიტეტის I კორპუსი, I I სართული დიდი სააქტო დარბაზი

დედლაინი 7.11.2011წ 13 00 სთ
რეგისტრაციისთვის მიმართეთ სოციალურ მეცნიერებათა, ბინესისა და სამრთლის ფაკულტეტის დეკანატს. უნივერიტეტის I კორპუსი, V სართული -ლია ჩალათაშვილი

ლექცია–სემინარები 01/09/2011
ტრენინგები 23/08/2011
Want your school to be the top-listed School/college in Telavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


Qartuli University Street #1
Telavi
2200