20/10/2025
🇬🇪 ინგლისური ენის გაკვეთილები მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისათვის!
გსურს გააუმჯობესო შენი ინგლისური?
ჩაერთე გაკვეთილებში, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ვისაც სურს განვითარება საუბარში, მოსმენაში და წერაში.
🟢 ინდივიდუალური მიდგომა შენი მიზნებიდან გამომდინარე
🟢 გამოცდებისთვის მომზადება და აკადემიური ინგლისური
🟢 მოქნილი გრაფიკი (ონლაინ)
🟢 თბილი და მხარდაჭერითი გარემო
📩 დამიკავშირდი და დაიწყე შენი წარმატების გზა დღესვე!
ტელ: 577 32 76 02
გააძლიერე შენი ინგლისური მარტივად და სიამოვნებით. 🌍✨
24/11/2020
ჩვენთან მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველგვარი წესების დაცვით, ინდივიდუალური ჯგუფები გვაქვს ონლაინ მეცადინეობის გარდა, რათა თავიდან ავიცილოთ დაინფიცირების რისკი....✅✅✅
#ჩვენ #ვზრუნავთ #თქვენს #განათლებაზე, #ჯანსაღ #და #უსაფრთხო #გარემოში❤❤❤❤
20/11/2020
აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს მეცადინეობა ონლაინ, ინდივიდუალურად❤
#ჩემთან #ხარისხი #გარანტირებულია ❤
17/10/2020
✅ჩემი ყოჩაღი მოსწავლები...
✅ჯგუფები სოფ.ფშაველშიც გაიხსნა...
09/09/2020
რა განსხვავებაა for-სა და during-ს შორის?
During/for - ქართულად ორივე შეგვიძლია ვთარგმნოთ, “განმავლობაში”, ანუ რაღაც დროის განმავლობაში. მაგრამ მათ ინგლისურად სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ.
During - ს ვიყენებთ მაშინ, როცა ვამბობთ თუ როდის მოხდა რაღაც. ხოლო for - ს მაშინ როცა ვამბობ რამდენი ხნის განმვალობაში ხდებოდა რამე მოქმდება.
It rained during the night - ღამით იწვიმა. როდის წვიმდა? ღამით. ამიტომაც გამოვიყენეთ during.
I haven’t played tennis for years - წლებია ჩოგბურთი არ მითამაშია. რამდენი ხანია არ მითამაშია? წლებია. ამიტომაც გამოვიყენე for.
განვიხილოთ სხვა მაგალითებიც.
Our flight to London was delayed for seven hours. - ლონდონის რეისი შვიდი საათით გადაიდო. რამდენი ხნით გადაიდო? შვიდი საათით. During the summer, all the hotels are full. - ზაფხულში ყველა სასტუმრო სავსეა. როდისაა სავსე? ზაფხულში.
03/06/2020
Amount - Number - Quantity - ქართულად სამივე ითარგმნება როგორც “რაოდენობა”. თუმცა ინგლისურ ენაში მათი გამოყენება განსხვავდება.
Amount გამოიყენება უთვლად არსებით სახელებთან. მაგ. Amount of money, amount of time და ა.შ. გამოიყენება უსულო არსებით სახელებთან.
Number გამოიყენება თვლად მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან, მაგ. Number of people, number of cars. როგორც სულიერთან ასევე უსულოსთან.
Quantity გამოიყენება როგორც უთვლად ასევე, თვლად მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან, მაგრამ Number-ისგან განსხვავებით ის მხოლოდ უსულო არსებით სახელებთან გამოიყენება. მაგ. Quantity of food, quantity of cards.
როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ ხშირად ვამბობ დიდი რაოენობა, მცირე რაოდენობა, დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის ისეთი მარტივი სიტყვები, როგორიცაა small და large, შეგვიძლია ვთქვათ small number of children ან, large number of invitations. თუმცა დღეს გასწავლით რომელი სიტყვები უნდა გამოიყენოთ amount, number და quantity-სთან, რათა თქვენი ინგლისური უფრო მრავალფეროვანი იყოს და ჩანდეს, რომ ენა მაღალ დონეზე იცით.