სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა, School, შ 38 (in Vardisubani), Telavi.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 09/06/2023

მეექვსე სკოლის 2 და 3 კლასის მოსწავლეებს გადაეცათ 2022წლის კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატები

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 08/06/2023

eTwinning project
სსიპ ქ. თელავის მე-8 კლასის მოსწავლეები 2023 წლის 20 მარტიდან ჩართულნი არიან ეთვინინგის პროექტში ,,გაიცანით ჩვენი ქალაქი" თელავის ღირსშესანიშნაობები, ეკლესია-მონასტრები." 2023 წლის 8 ივნისს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში მოძიებული ინფორმაციების საფუძველზე ტექსტურ ინფორმაციაზე და ნახატებზე აგებული ხელნაწერი წიგნი ,,ჩვენი თელავი."
პროექტის მიზნები შედეგზე გავიდა. საბოლოო პროდუქტი ხელნაწერი წიგნი რომელიც ინფორმაციებზე დართული ეკლესიების ნახატებით წარმოადგინეს.
მასწ.ნინო გიგინაშვილი

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 08/06/2023

სსიპ ქ.თელავის N 6 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით კინგსის ოლიმპიადაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურში მონაწილეობისათვის. (ბესლანი დუიშვილი ქართული და ინგლისური,
ალექსანდრე თაღიაშვილი ინგლისური,
საბა ონიკაშვილი ინგლისური).
დამრიგებელი:ნინო გიგინაშვილი

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 03/06/2023

2 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტი პრეზენტაცია თემაზე ,,ჩვენი თვალით დანახული საქართველო" რომელშიც მონაწილეობდნენ lV-V-Vl კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს მხარეებზე კახეთზე, იმერეთზე, სვანეთზე, გურიასა და აჭარაზე ინფორმაციები და ნახატები.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 01/06/2023

სსიპ-ქ.თელავის N6 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი „თელაველი პოეტები“. პოეზიის მოყვარულები დღეს პოეტ ნუნუ ძამუკაშვილს მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ ოფისში ეწვივნენ.
პოეტმა ბავშვებს მიულოცა მათი დღე და უპასუხა ნორჩ შემოქმედთა შეკითხვებს , შემდეგ კი გააცნო ახალი ლექსები. მოუსმინა მოსწავლეთა შემოქმედებას და რჩევები მისცა. პოეტმა ფარნა რაინაულმა, ჟურნალ „ოლეს „ რედაქტორმა, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წიგნის სიყვარულისკენ მოუწოდა.
მადლობა პოეტებს გულთბილი მიღებისთვის.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 11/05/2023

11 მაისს სსიპ-ქ თელავის N6 საჯარო სკოლაში დასრულდა პროექტი აფხაზეთის დღეებთან დაკავშირებით სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი ანუ მეგობრობის მატარებელი თელავი-ახალი ათონი-თელავი“. (მასწავლებელი გ. პაპუნაშვილი).
პროექტში ჩართული იყო მთელი იყო სასკოლო საზოგადოება : მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მეთერთმეტეკლასელებმა მოიპავეს უნიკალური ფოტო მასალა , რომელსაც სათუთად ინახავენ ადგილობრივები, 1976-77 წლებში თელაველები მუდმივად სტუმრობდნენ ახალ ათონსა და სოხუმს მეგობრობის მატარებლით. თ. ბეყურაშვილმა, მ. მარგალიტაშვილმა, მ. მრელაშვილმა, გ. ახპატელმა, ბ. კასრაძემ წარმოადგინეს საკუთარი თვალით დანახული აფხაზეთი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მე-12 კლასელი ნიკა ჩაჩხიანის ინტერვიუ ბებიასთან და თანატოლებს უჩვენა პაპის დამზადებული, სოფ. ახალ კინდღიდან გამოყოლილი ერთადერთი ნივთი-რელიქვია.
პროექტის მონაწილეთა გზავნილი კი აისახა ვიდეო კლიპში-ჩვენ აღვადგენთ მეგობრობას აფხაზ თანატოლებთან და ისევ ივლის მეგობრობის მატარებელი მარშრუტით: თელავი-ახალი ათონი-სოხუმი-თელავი.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 11/04/2023

სსიპ-ქ.თელავის N6 საჯარო სკოლაში დაიწყო პროექტი- „ვიცნობდეთ თელაველ პოეტებს“. (მასწავლებლები: ელენე ძამიაშვილი და გულნაზი პაპუნაშვილი).
პოეზიის მოყვარულნი პოეტ გიორგი ბერძნიშვილს ესტუმრნენ, მანამდე გაეცნენ მის შემოქმედებას, შეარჩიეს ლექსები და თარგმნეს ინგლისურ ენაზე. პოეტმა უპასუხა მათ უამრავ შეკითხვას. ბავშვებმა გააცნეს საკუთარი შემოქმედება. პროექტი გაგრძელდება სხვა პოეტთა შემოქმედების გაცნობით.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 22/02/2023

ედუარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდის“ მეთოდით ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში სსიპქ.თელავის N6 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში. (მასწ.გ.პაპუნაშვილი),
თემა-აკაკი წერეთლის „გამზრდელი“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ფერის ქუდები მოირგეს და აღზრდის პრობლემებზე იმსჯელეს, რასაც სხვადასხვა ტიპის აზროვნების გააქტიურება მოჰყვა.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 26/12/2022

საახალწლო ღონისძიება
სსიპ - ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლის პირველ პირველ კლასში
♥️♥️♥️

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 14/12/2022

სსიპ-ქ.თელავის N6 საჯარო სკოლაში პროექტის „პროფესიები და ჩვენ“ (მასწავლებელი-გ.პაპუნაშვილი), კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა.
ამჯერად მზარეულის პროფესიით დაინტერესებული მოსწავლეები ეწვივნენ ქალაქში კარგად ცნობილ რესტორან „ელტოროს“.
მადლობა მასპინძლებს : შეფმზარეულ გოგა ბოშაშვილსა და რესტორნის მთელ გუნდს, რომლებმაც დატვირთული დღის მიუხედავად სიამოვნებით უმასპინძლეს სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს; გოგა ბოშაშვილი, რომელიც მეექვსე სკოლის კურდამთავრებულია, მოსწავლეებს ესაუბრა მზარეულის რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიაზე, დაათვალიერებინა სამზარეულო და უპასუხა მათ შეკითხვებს.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 01/12/2022

სსიპ-ქ.თელავის N6 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი „პროფესიები და ჩვენ“ (მასწავლებელი-გულნაზი პაპუნაშვილი).
საშუალო საფეხურის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად ამჯერად იშვიათი სპეციალობის ადამიანს ეწვივნენ. ჯემალ სანდოშვილი ოქრომჭედელია, რომელიც ქართულ იარაღს ამზადებს და, სამწუხაროდ, ბოლო ოსტატია თელავში. მან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს ამ პროფესიაზე, დაათვალიერებინა თავისი ნამუშევრები და აუხსნა, როგორ მზადდება ქართული ხმლები და ხანჯლები.

Photos from სსიპ ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა's post 11/11/2022

სსიპ-ქთელავის N6 საჯარო სკოლაში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი თემაზე -ერეკლე მეფე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში;
'შეჯამება მოხდა 7 ნოემბერს-ერეკლე მეფის დაბადების დღეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევითი ხასიათის პრეზენტაციები, ხალხური ლექსები და თქმულებები პატარა კახზე. შემდეგ კი ეწვივნენ ერეკლე მეფის მუზეუმს, დაათვალიერეს სასახლე და მონაწილეობა მიიღეს ზეიმში.
მასწავლებელი-გ.პაპუნაშვილი

Want your school to be the top-listed School/college in Telavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Website

Address


შ 38 (in Vardisubani)
Telavi
2200