30/11/2022
✅ საერთო და ნატიფი მოტორიკის გავლენა მეტყველების განვითრებაში.👇
❤️ ადრეულ ბავშვობაში და სკოლის წინარე პერიოდში შვილის გონებრივ განვითარებაზე მზრუნველი მშობელი, პირველ რიგში, მის მოტორულ განვითარებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს და ყურადღებას სწორედ აღნიშნული მიმართულებით წარმართავდეს. ვფიქრობ, ასეთი მტკიცებულება ბევრს ძალიან გააკვირვებს და კითხვის ნიშნებსაც გაუჩენს🤔 ❓
– რა კავშირშია ინტელექტუალური განვითარება და ხელის წვრილი მოტორიკა.💡❓
💜 უნდა ითქვას, რომ მათ შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი არსებობს, ვინაიდან, კარგად განვითარებული წვრილი მოტორიკა ბავშვის საერთო ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი მეტყველების განვითარებისთვის. ბავშვის მეტყველების განვითარების დონე პირდაპირ არის დამოკიდებული ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების დონეზე. თუ ხელის თითების მოძრაობის განვითარება (წვრილი მოტორიკის განვითარება) ჩამორჩება, ფერხდება მეტყველების განვითარებაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მოტორული განვითარების დონე ნორმაზე მაღალიც კი შეიძლება იყოს. ხელის თითების მოძრაობები სტიმულს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს მეტყველების განვითარებას. ხელის წვრილი მოტორიკის კარგად განვითარების შემთხვევაში მეტყველებაც სწორად ვითარდება. მეტყველებას კი, თავის მხრივ, არსებითი მნიშველობა აქვს აღქმის განვითარებისთვის. სამყაროს შემეცნების პროცესში პატარა ბავშვი ყველაზე აქტიურად ხელს იყენებს. მას აუცილებლად ესაჭიროება საგანთან შეხება, მისი ხელით მოსინჯვა. რაც უფრო კარგად არის განვითარებული წვრილი მოტორიკა, მით უფრო მეტ ინფორმაციასა და წარმოდგენას მიიღებს ბავშვი საგნის შესახებ მასთან შეხებისას და მით უფრო სრულყოფილად შეძლებს სიტყვიერად მის აღწერას.