Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი

Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი

Share

„დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი,“ საგანმანათლებლო საქველმოქმედო, არამომგებიანი ორგანიზა

08/06/2025

Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ჯიაიჯი • GIG BMG • ბიემჯი

Photos from საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia's post 25/01/2023

"წიგნის მუზეუმი," - მნახველების, დამთვალიერებლების გამოხმაურება- ყველაზე დიდი ჯილდო.
ეროვნული ბიბლიოთეკისა და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" ერთობლივი პროექტი

Photos from Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი's post 24/01/2023

„მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ბიზნესი განათლების, კულტურის, ხელოვნების სამსახურში დგება - ამ კეთილი ნებით და მონაწილეობით მას ხშირად გადაურჩენია უნიკალური ექსპონატები. გზა გაუხსნია ნიჭიერი ადამიანებისათვის, მოუწყვია დაუვიწყარი სივრცეები.აქაც, ამ სამივე წამოწყებულ საქმესაც ფონდისთვის და მისი დამფუძნებლისთვის მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა : შეენახა გადაერჩინა, დაებრუნებინა ის, რაც ამ ქვეყნისათვის ძვირფასია. წიგნის მიზანიც ეს არის- ფონდის კოლექციების სანახავად სამუზეუმო სივრცეებს ეწვიოთ, და არა ქველმოქმდებაზე საუბარი, თან მას ხომ ოქროს წესები აქვს - ესაა პასუხისმგებლობა და გაკეთებულზე ნაკლები საუბარი. ასე რომ უბრალოდ იმოგზაურეთ ჩვენი კოლექციებით დროში,-“ეს არის ნაწყვეტი ჩვენი ფონდის მიერ გამოცემული წიგნიდან. რომელსაც „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ წარმოადგიდგენთ და ჰქვია კოლექცია- მოგზაურობა დროში“
წიგნში ბოლო წლებში „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტი შევიდა. ძირითადად საქმიანობა ექსპონატების, წიგნების, არქეოლოგიური ნივთების, კოლექციებიდან გასაყიდად გამოტანილი ნივთების სამუზეუმო სივრცეებისათვის შეძენა-შენარჩუნება, დაგარჩენას ეხებოდა. წიგნი ფონდის ერთგვარი შეჯამება და ანგარიშია საზოგადოებისათვის გვეთქვა - რას ვაკეთებთ.
„დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით მოხდა „წიგნის მუზეუმის“ ინიციტივის განხორციელება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც საუკუნის პროექტი ეწოდა და რეგიონში ყველაზე მასშტაბური წიგნის მუზეუმია. რომლის ამოქმედების შემდეგაც მანამდე ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში არსებული 15 ათასი უძველესი წიგნი დღის სინათლეზე გამოვიდა,მათ შორის რარიტეტული და უნიკალური წიგნები,პირველი ნაბეჭდი წიგნები, ლექსიკონები....ის რაც მანამდე მხოლოდ სპეციალისტებს შეეძლოთ ენახათ ახლა სამუზეუმო სივრცეში გამოიფინა.
თქვენ იმოგზაურებთ“ ეროვნულ მუზეუმში“ „კავკასიის ბიომრავალფეროვნების” საგამეფონო სივრცეში. ეს კოლექცია მე-19 საუკუნიდან იწყებს არსებობას, გასულ საუკუნეში კი საცავებში გადაიტანეს, მუზეუმის მესვეურების თაოსნობით და ფონდის დახმარებით ეს მართლაც უნიკალური და იშვიათი ექსპონატები ისევ დაბრუნდნენ დარბაზებში.ამ კოლექციში მოგზაურობა ყველა თაობის წარმომადგენლისათვის საინტერესოა. დარბაზებს თანამედროვე ტექნოლოგიებიც დაემატა და უფრო მეტი დინამიურობა შესძინა გამოფენას.
„ ხელოვნების სასახლეში“ ცალკეა გამოყოფილი ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კოლექცია.აქ ის ექსპონატებია,რომებიც ჩვენი ფონდის დამფუძნებელის დახმარებით შეიძინა სასახლემ,აღადგინა და გამოფინა.ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გატანას გადაარჩინა, მათი ნახვა მუდმივმოქმედ ესპოზიციაში შეგიძლიათ. ფონდმა სასახლისთვის 200-ზე მეტი სამუზეუმო ნივთი შეიძინა.
მოხარულები ვართ რომ წლებია ჩვენ ვთანამშრომლობთ ეროვნული მუზეუმთან, ხელოვნების სასახლესთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. სადაც ჩვენს კოლექციებთან ერთად შეგიძლიათ დროში იმოგზაუროთ.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Gazapkhuli Str. 18
Tbilisi
0177